კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფეხბურთის გუნდების ყველაზე მდიდარი მწვრთნელები


როგორც წესი, საქართველოში ფინანსურ მხარეზე ნაკლებად ლაპარაკობენ და თითქმის არასდროს ამბობენ, რამდენს უხდიან საფეხბურთო თუ სპორტის სხვა სახეობებში მომუშავე მწვრთნელ-ფეხბურთელებს. თუნდაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ავიღოთ. მან ფედერაციასთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ პრესკონფერენციაზე მის ხელფასზე სიტყვაც არ თქმულა. ვერ გეტყვით, მართალია თუ არა, მაგრამ ბერძნულმა სააგენტოებმა დაწერეს, ქეცბაია წლიურად 800 ათას ევროს მიიღებსო და იქვე ამბობენ, ეს ინფორმაცია საკუთარი წყაროებით მოვიძიეთო. იმის გათვალისწინებით, რომ თემური „ოლიმპიაკოსში“ მუშაობდა, ვინ იცის, ეგებ ბერძენთა ვარაუდი სიმართლეც იყოს.

სამაგიეროდ, უცხოეთში ფულზე ლაპარაკი არ უჭირთ და არათუ თავად მწვრთნელები, კლუბის პრეზიდენტებიც უპრობლემოდ ასახელებენ იმ თანხას, რასაც ამა თუ იმ სპეციალისტს უხდიან და ხშირად კონტრაქტის ნახვაც არის შესაძლებელი.

რადგან წლის ბოლოს მოდის, თავისუფლად შეიძლება იმის დაანგარიშება, რომელმა მწვრთნელმა რამდენით შეივსო ბიუჯეტი. ოფიციალური მონაცემები რამდენიმე უცხოურმა სააგენტომ უკვე გაავრცელა. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მოულოდნელი მაინც პირველ ადგილზე გასული მწვრთნელის ვინაობაა, რადგან ამას, ალბათ, არავინ ელოდა, თუმცა, ფაქტი ჯიუტია. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელთა საერთო ათეულს.

1. ლუიშ ფელიპე სკოლარი („ბუნედკორი“, უზბეკეთი) – 16,6 მილიონი ევრო. როცა სკოლარი ლონდონის „ჩელსიდან“ მოხსნეს, მას სამუშაო რამდენიმე სერიოზულმა კლუბმა შესთავაზა, მაგრამ ბრაზილიელმა უარი თქვა, აქაოდა, დასვენება მინდაო. რეალური მიზეზი კი ის გახლდათ, რომ „ჩელსიში“ მას 6 მილიონ ფუნტს უხდიდნენ და კონტრაქტი სამ წელზე იყო გათვლილი. შესაბამისად, თუ სკოლარი სხვაგან მუშაობას დაიწყებდა, ამ თანხაზე უარი უნდა ეთქვა, ანალოგიურ შეთავაზებას კი არავინ აკეთებდა. ჰოდა, გამოჩნდა უზბეკური „ბუნედკორი“, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონი მწვრთნელი გადაიბირა და, მართალია, ამბობდა, ფული არ მაინტერესებს, მთავარი უზბეკური ფეხბურთის აღორძინებააო, მაგრამ მისი ხელფასის გათვალისწინებით ამას ძნელად თუ ვინმე დაიჯერებს.

2. ჟოზე მაურინიო („ინტერი“, იტალია) – 11,3 მილიონი ევრო. როგორც წესი, იტალიაში მწვრთნელებს დიდ ფულს არ უხდიან და, როცა რამდენიმე თვის წინ ჟოზე მაურინიომ თქვა, წლიურად 12 მილიონს ვიღებო, ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორი საქმეა! იმ დროისათვის იტალიაში მომუშავე არც ერთ მწვრთნელს 3 მილიონიც კი არ ჰქონდა და, უცებ – 12 მილიონი! საბოლოოდ, „ინტერის“ პრეზიდენტი მასიმო მორატი იძულებული გახდა, საჯაროდ განეცხადებინა, რომ მაურინიომ იხუმრა, მაგრამ მას კონტრაქტის ჩვენება მოსთხოვეს და მიხვდნენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტის „ხუმრობაში“ სერიოზული დოზით იყო სიმართლის მარცვალი.

3. ფაბიო კაპელო (ინგლისის ნაკრები) – 8,8 მილიონი ევრო. დონ ფაბიოს სერიოზული მისია აკისრია: მსოფლიოს მომავალ ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრები მინიმუმ სამეულში უნდა მოხვდეს. იტალიელი სპეციალისტის ხელში ინგლისელები მართლაც გამართულ ფეხბურთს აჩვენებენ და ისეთი სოლიდური ხელფასი, რომელიც ინგლისის ნაკრების მწვრთნელისთვის სარეკორდოა, არავის ახსენდება, თუმცა ფეხის ერთი დაცდენაც საკმარისი იქნება საიმისოდ, რომ გულშემატკივრებს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს თანხა გაახსენდეთ.

4. ალექს ფერგიუსონი („მანჩესტერი“, ინგლისი) – 7,6 მილიონი ევრო. როცა სერ ალექსი სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს, თამამად შეეძლება თქვას, რომ ერთადერთი მწვრთნელია, რომელსაც კლუბმა მუშაობაში საერთო ჯამში 150 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადა. შოტლანდიელი სპეციალისტი „მანჩესტერში“ თავის 23-ე სეზონს ატარებს და კლუბის ახალ ისტორიას, პრაქტიკულად, ყოველწლიურად წერს.

5. კარლო ანჩელოტი („ჩელსი“, ინგლისი) – 6,0 მილიონი ევრო. „მილანში“ ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, იტალიელმა სპეციალისტმა გუნდიც და ქვეყანაც გამოიცვალა. კარლო აპენინებზე 4 მილიონ ევროს იღებდა, ახლა კი ხელფასიც და შესაძლებლობებიც გაეზარდა. თანაც, ეს თანხა საბოლოო არ არის. თუ სეზონის ბოლოს „ჩელსი“ ინგლისის ჩემპიონატს მოიგებს, მწვრთნელი დამატებით მილიონს მიიღებს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში კი, ანალოგიურად, მილიონი დაემატება.

6. რობერტო მანჩინი (უმუშევარი) – 6 მილიონი ევრო. მანჩინი ზუსტად ისეთსავე სიტუაციაშია, როგორშიც სკოლარი იყო. იგი „ინტერიდან“ შარშან გაუშვეს, მაგრამ კონტრაქტი 2011 წლამდე აქვს გათვლილი და, თუ ამ დროის განმავლობაში სხვაგან მუშაობას არ დაიწყებს, წლიურად მილანური კლუბი მის ანგარიშზე 6 მილიონს ჩარიცხავს. შეთავაზებები არც მანჩინის აკლია, მაგრამ 6 მილიონს არავინ უხდის და ამიტომაც მოცდა და ტკბილი პურის ჭამა ურჩევნია.

7. მანუელ პელეგრინი („რეალი“, ესპანეთი) – 5,5 მილიონი ევრო. ჩილელი სპეციალისტის სამსახურს „რეალი“ რომ არ ერქვას, მას წლიურად ორ მილიონსაც კი დაამადლიდნენ, მაგრამ მარადიული გრანდი სხვა დონეა და პელეგრინისაც სოლიდური ჯამაგირი იმიტომ აქვს. იგი გუნდში გასულ ზაფხულს „ვილიარეალიდან“ მივიდა და ძველ კლუბში 1,5 მილიონს იღებდა.

8. ლუი ვან გაალი („ბაიერნი“, გერმანია) – 5,2 მილიონი ევრო. ვან გაალი ჭკვიანურად მოიქცა, როცა სამუშაოდ მოკრძალებულ „ალკმაარში“ წავიდა და გუნდი ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა, თორემ ისე გამოდიოდა, რომ იგი დავიწყებული ჰყავდათ. „ბაიერნმაც“ ჰოლანდიელი სწორედ ამ წარმატების შემდეგ მიიწვია და სოლიდური ხელფასიც დაუნიშნა, მაგრამ, თუ გერმანულმა გრანდმა ისეთი შედეგების ჩვენება განაგრძო, როგორიც ახლა აქვს, ვან გაალს ახალ წლამდე მოხსნიან.

9. გუუს ჰიდინკი (რუსეთის ნაკრები) – 5,0 მილიონი ევრო. არ გეგონოთ, ამ თანხას ჰოლანდიელ სპეციალისტს რუსეთის საფეხბურთო კავშირი უხდიდეს. რამდენიმე წლის წინ ნაკრების მწვრთნელის ხელფასის გადახდა ვლადიმირ პუტინმა რომან აბრამოვიჩს გადააბარა და წლიური 5 მილიონიც სწორედ ოლიგარქის ჯიბიდან გაედინება.

10. არსენ ვენგერი („არსენალი“, ინგლისი) – 4,8 მილიონი ევრო. ვენგერი იმ იშვიათ გამონაკლის მწვრთნელებში შედის, რომლებსაც კლუბში იმაზე მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე მის ნებისმიერ ფეხბურთელს. მეორე ათეული წელი დაიწყო, რაც ფრანგი სპეციალისტი ლონდონურ კლუბში მუშაობს და შრომა ასე დაუფასდა.


скачать dle 11.3