კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

აბიათარი – აბიათარაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აბიათარი.

„როდესაც წმიდა ნინომ მოუთხრო მეფეს მესიის გამოჩინება, მისი სწავლა და ცხოვრება, მირიანს ენიშნა: მაშინ მირიან მეფე განჰკვირდა და იწყო გამოძიებად სჯულსა ქრისტესსა და მრავალ გზის ჰკითხავენ ჰურია-ყოფილსა აბიათარს ძუელთა და ახალთა წიგნთასა და იგი ყოველსა.”

„გიორგი, გრიგოლ და აბიათარ ჭერმაულებს, 1531 წელს ბასილი კათალიკოსმა დაუმტკიცა სოფელი ხატი – წობენა და მათგანვე შეძენილი სხვა მამულები.”

იოანე კათალიკოსის ნასყიდობის წიგნი, რომელიც დაიწერა 1616 წელს, გვაუწყებს: „ყოველსა საქართველოსა დიდმა მამამთავართა მთავარმა, ქართლის კათალიკოსმა, პატრონმა იოვანემ, შეგიწყალეთ და გიბოძეთ შენ, დიდსა და ცათა მობაძვისა სვეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა კათოლიკე ეკლესიისა და დედაქალაქისასა მცხეთასა შვილსა ელიოზის ძესა დავითს და ძმათა აბიათარს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენსათა.”

1798 წელს, აღწერის წიგნში, სოფელ თხილნარში მოიხსენიებიან გოგია აბეთარიშვილის ვაჟები, რომლებიც სოფელ მოხისიდან გადმოსულან.

ამავე ძირისაა გვარები: აბიათარაშვილი, აბიათარიშვილი, აბეთარაშვილი.

საქართველოში 112 აბიათარი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 62, თბილისში – 37, გარდაბანში – 5. არიან სხვაგანაც.

პაატაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პაატა, რომელიც ქართული სახელია და პატარას, უმცროსს ნიშნავს.

1721 წელს მოიხსენიება ბეჟუა პაატაშვილი, როგორც იესე სოლაღაშვილის ყმა.

პაატაშვილი და ლარაძე ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში 248 პაატაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, თელავში – 61, საგარეჯოში – 16. არიან სხვაგანაც.

ურიდია – ურუდია – ურდია

ურიდია, ურუდია და ურდია ერთი და იგივე წარმოშობის გვარებია. მათი ფუძეა ურიდი, რაც მოურიდებელს ნიშნავს. ლეურდიე უბანია ვედიდკარში.

საქართველოში 600 ურიდია ცხოვრობს: მარტვილში – 203, თბილისში – 193, აბაშაში – 49.

ბოჟაძე

კროჭი გვარად ქცეული ზოგადი მნიშვნელობის სიტყვაა და კოლოფს, სკივრს, ზანდუკს ნიშნავს, გადატანითი მნიშვნელობით კი – პატარას, მცირეს. გვარი კროჭი საჩოთიროდ ითვლებოდა, ამიტომ, ზოგმა აბაშიძედ შეიცვალა, ზოგმა საყვარელიძედ და ზოგმაც – ასათიანად. სინამდვილეში კი მათი ადრინდელი გვარი ბოჟაძე იყო.

აბანოში მცხოვრები ბოჟაძე მოხსენიებულია ზემო ქართლის კომლთა ნუსხაში.

ბოჟაძე ზაქარია მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.

საქართველოში 305 ბოჟაძე ცხოვრობს: ხარაგაულში – 49, თბილისში – 34, ზესტაფონში – 34. არიან სხვაგანაც.

კვირიკაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი კვირიკა, კვირიკე. ამ საკუთარი სახელებიდანაა ნაწარმოები გვარები: კვირიკაძე, კვირიკეიშვილი, კვირიკიძე, კვირიკაული.

გვარი კვირიკაული მოიხსენიება 1200 წელს, კვირიკაშვილი კი – მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

კვირიკე იყო კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსი 892-918 წლებში. მისი მმართველობის დროს შემოესია კახეთს აბულ-კასიმი.

კვირიკე სოფელია სამტრედიის რაიონში, კვირიკეთი კი – ოზურგეთის რაიონში.

კვირიკე ბანელი ადარნასე მეორის ეპოქის საეკლესიო მოღვაწე, ბანის საკათედრო ტაძრის მშენებელი და მისი პირველი ეპისკოპოსი იყო.

საკუთარი სახელი კვირიკე ბერძნული სიტყვიდან – კირიონიდან არის ნაწარმოები, რაც ქართულად უფალს, ბატონს ნიშნავს.

საქართველოში 2 653 კვირიკაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 669, ქუთაისში – 337, ცაგერში – 260. არიან სხვაგანაც.

806 კვირიკაძე: ხელვაჩაურში – 449, ბათუმში – 233, ბაღდადში – 124.

61 კვირიკიძე: ბათუმში – 37, ხელვაჩაურში – 19, ქედაში – 5.

ხეჩუაშვილი – ხეჩუმაშვილი

ხეჩუაშვილი და ხეჩუმაშვილი ერთი და იმავე წარმოშობის გვარია. გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხეჩო, ხეჩუა. ეს სახელი სომხეთში გვხვდება. 

ამის მიუხედავად, გვარები: ხეჩაშვილი, ხეჩიაშვილი, ხეჩიკაშვილი, ხეჩინაშვილი, ხეჩოშვილი, ხეჩუაშვილი, ხეჩუმაშვილი – ქართული წარმოშობისაა და ამ გვარის წარმომადგენლები ქართველები არიან.

საქართველოში 335 ხეჩუაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 203, კასპში – 48, ბოლნისში – 40. არიან სხვაგანაც.

71 ხეჩუმაშვილი: მცხეთაში – 48, თბილისში – 21, გარდაბანში – 2.

მესტვირიშვილი – გრიგოლაშვილი

გვარის ფუძეა ხელობის აღმნიშვნელი სიტყვა მესტვირე, რაც სტვირის მკეთებელს ან მასზე დამკვრელს ნიშნავს.

1781 წელს სოფელ კოდაში მოიხსენიება მესტვირე ალთუნა აზიაშვილი.

გრიგოლ მესტვირიშვილისგან საფუძველი ჩაეყარა გვარს გრიგოლაშვილი. ეს გვარი გვხვდება დამოუკიდებლად გაჩენილ გვარადაც.

საქართველოში 790 მესტვირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 372, თელავში – 150, თეთრი წყაროში – 112; არიან სხვაგანაც.

96 გრიგოლაშვილი: თბილისში – 61, ქუთაისში – 12, ბორჯომში – 4. არიან სხვაგანაც.

მურადაშვილი-მურადელი

მურადაშვილი ქართული გვარ-სახელია. ამ გვარის ერთ ნაწილს, არსებული გაუგებრობის გამო, საორჭოფოდ გაუხადეს საქმე: ისინი ჯერ სომხურ-გრიგორიანულ სარწმუნოებას აზიარეს, შემდეგ კი ერთ-ერთ ეკლესიაში სომეხი ტერტერა გამოჩნდა და სულით ხორცამდე ქართველი მურადაშვილები სომხებად ჩაწერა. ეს ფაქტი მეოცე საუკუნის 30 წლებში გახდა ცნობილი, როცა მათ პასპორტების აღება დასჭირდათ.

მურადაშვილის ფუძეა საკუთარი სახელი მურადა. ეს სახელი ჩვენს წინაპრებს არაბებისგან უსესხებიათ. მურადი არაბულად სასურველს ნიშნავს. ეს სახელი მეთოთხმეტე საუკუნიდან გვხვდება, ხოლო გვარი მურადაშვილი მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში იყო ფართოდ გავრცელებული და ის არაერთ ისტორიულ დოკუმენტშია დაფიქსირებული.

1823 წელს ერთი მურადაშვილი ასე მოიხსენიება: „გაბო მურადაშვილი მეუღლითა და შვილებით ცხოვრობდა თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ბორბალოში“.

გვარი მურადაშვილი არის ასევე, მურაჩატაშვილების განაყოფი გვარი.

მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში, სობისაში მცხოვრებ გიგლა მურადაშვილს, საამილახვროს დავთარის მიხედვით ევალებოდა, მშვილდით ლაშქრობა.

ამავე ძირისაა გვარი მურადელი.

საქართველოში 1 238 მურადაშვილი ცხოვრობს: გორში – 705, თბილისში – 399, ასპინძაში – 134.

74 მურადელი: გორში – 29, თბილისში – 18, ბორჯომში – 10. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3