კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადავარჩინოთ დაზიანებული მოდების დისკი და კალათა

ზამთარში, თოვლში მართვის მექანიკური კოლოფის მქონე ავტომობილების მოდებას განსაკუთრებით დიდი დატვირთვა აქვს და ის ხშირად გამოდის მწყობრიდან. როგორი მოპყრობა წვავს და აფუჭებს მოდების კალათას და ქუროს და როგორ შეიძლება მისი შეკეთება, ამაზე მევლუდ მელაძე ისაუბრებს.

 

მევლუდ მელაძე: საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტი მძლავრი ავტომობილები დადის ტურბირებული ძრავებით, დამატებითი სიმძლავრეებითა და სხვა. მათთან მოპყრობას ჩვენი მომხმარებელი ნაკლებადაა მიჩვეული, მით უმეტეს ის მძღოლები, რომლებიც მექანიკაში ერკვევიან. ჩვენი წინა თაობა უფრო მეტად ერკვეოდა ავტომობილის აგებულებაში. მიუხედავად იმისა, რომ მათ მანქანებს მსგავსი სიმძლავრეები არ ჰქონია, მოპყრობა და მოვლა დღესაც იგივენაირად სჭირდება. მოდებასთან მოპყრობა ცალკე მიმართულებაა, რომელსაც უამრავი ნიუანსი აფუჭებს. მძლავრ ავტომობილს მოდების ქუროც უფრო მძლავრი ექნება და შესაბამისად, ის ჩვეულებრივზე ნაკლებად გაცვდება. მაგრამ, როგორც კი საქმე შეეხება უფრო სერიოზულ დატვირთვას, როგორიცაა მაგალითად: აღმართზე დაძვრა, გამოუცდელი მძღოლის მიერ მანქანის სწორ გზაზე არასწორად ან ცოტა აგრესიულად დაძვრა, შეიძლება, ავტომობილია ისეთი სისტემით, როცა ოთხივე წამყვანია, უკეთესი მოჭიდება აქვს, საბურავები არ ბუქსაობს და მანქანა ცდილობს, წავიდეს, ამ დროს კი, მთელი ძალა მოდების ქუროს ადგება – ამ და კიდევ მსგავს შემთხვევებში მოდების ქურო ძალიან იოლად ცვდება და ფუჭდება. 

– შეიძლება თუ არა მოხდეს ისე, რომ ათი წუთის ან თუნდაც ერთი დღის არასწორი მოხმარების გამო, მოდება მწყობრიდან გამოვიდეს?

– რა თქმა უნდა, შეიძლება. მოდება შედგება ორი ნაწილისგან – მოდების კალათისა და დისკის ანუ ქუროსგან. შეიძლება, ის ერთმა არასწორმა მოქმედებამ – არა, მაგრამ ორმა არასწორმა მოქმედებამ სერიოზულად დააზიანოს. თუ  მიეცით ბევრი გაზი, ანუ განავითარეთ მაღალი ბრუნები ისე, რომ მოდებას ბოლომდე ფეხი არ გაუშვით, ის დაზიანდება. ამ დროს მოდება ბოლომდე არ ეკრობა და რჩება ხახუნის მდგომარეობაში. ხახუნი იმდენად გააცხელებს მას, რომ დისკზე გადაკრული მასალა შეიძლება, საერთოდ დაიშალოს. იგივე გაცხელების შედეგად, ეს მასალა შეიძლება, ისე გადაიგლისოს, სარკისებური გახდეს და სისქე ისე შეინარჩუნოს, არც კი დაიშალოს და დაშლის შემდეგაც კი ყველაფერი მწყობრში დადგეს. უბრალოდ, მოდება „იბუქსავებს” – გაზს აწვებით, ავტომობილი ბუქსაობს და წინ არ მიდის. ქუროს მოხსნის შემდეგ ნახეთ, გაცვეთილი არის თუ არა ის. ამას მიგვანიშნებს, ეგრეთ წოდებული „ზაპლოვკები” – საპრესები, რომლითაც გადაკრული მასალაა დამაგრებული დისკზე. თუ ნახეთ, რომ გადაკრული მასალა ისე ღრმად არის გაცვეთილი, საპრესებიც ცვეთაშია  გადასული, მაშინ მოდების ქუროს ჯერ კიდევ აქვს მუშაობის რესურსი. თუ სწრაფად დაძარით, თოვლში ან ტალახში იყავით ჩარჩენილი და სწრაფად პირველი-მეორე სიჩქარე მიეცით, ამ დროს კი მოდების დაწვის სუნი შეიგრძენით და დაძვრის პრობლემები დაიწყო. თქვენ დაშალეთ ავტომობილი და მას რესურსი კიდევ აქვს, შეიძლება, ის, უბრალოდ, სარკისებური იყოს და ხელოსანმა „გადაშკურკოს”, გადაკრული მასალა ისევ იმუშავებს.

– თუ დაიშალა ახალი ზედაპირი უნდა გადაეკრას?

– შეიძლება, გადაეკრას ან შეიძინოთ ახალი, უკვე გადაკრული დისკი, ამაში რთული არაფერია. ყველაზე უფრო ცუდია მეორე პრობლემა – გადახურებისგან შეიძლება გაფუჭდეს მოდების კალათა, ანუ მეორე მოწყობილობა, რომელიც დისკს ებჯინება. ის არ არის გადაკრული მასალის, რკინის წრეა, რომლის გადახურებისგან შეიძლება, თავად ან მისი მიმჭერი მასალა დაიღუნოს. ერთი სიტყვით, კალათამ მიჭერა ვეღარ უზრუნველყოს, რის გამოც გაზს რომ მიაწვებით, მოდების პედალი იდეალურად მუშაობს, მაგრამ სიჩქარეებში გადაგდების საშუალებას არ გაძლევთ. ამ შემთხვევაში, ნუ იფიქრებთ, რომ პრობლემა სიჩქარეების კოლოფს აქვს. ამის გადამოწმება რთული არ არის. თუ ჩამქრალი ავტომობილი სიჩქარეებში იოლად ვარდება, ეს ნიშნავს, რომ კოლოფი მწყობრშია. თუ დაქოქილზე აქვს პრობლემა – გაფუჭდა მოდების კოლოფი, ამ შემთხვევაში კალათის შეცვლა დაგჭირდებათ (თუ კარგი ხელოსანია მისი შეკეთების საშუალებებიც არსებობს) და ბარემ დისკსაც თუ „გააშკურკინებთ”, მოდება იდეალურად იმუშავებს.  

 

скачать dle 11.3