კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მინდა, შევიძინო ავტომობილი „ჰონდა ფიატი”, 2002 წლის, იაპონური წარმოების, 1.3-იანი ძრავათი და გადაცემათა ვარიატორული კოლოფით. მინდა, საჭის გადატანა, მაგრამ ხელოსანმა მითხრა, რომ კონდიციონერს შეექმნება პრობლემები. შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს? ზოგადად, რას მეტყვით ვარიატორთან დაკავშირებით და ამ მანქანის შესახებ?

პასუხი: „ჰონდა ფიატი” ძალიან კარგი მანქანაა, საკმაოდ გამძლე და ეკონომიური. რაც შეეხება საჭის გადატანას, მექანიკურად პრობლემები არ შეიქმნება, მაგრამ გადამტანი ჰერმეტულობას ვერ დაიცავს და შემოვა უფრო მეტი ხმაური. მეორე – კონდიციონერს, ნორმალური ფუნქციონირებისთვის კონკრეტული დეტალების გადაკეთება დასჭირდება, რაც საჭის ყველა გადამტანს არ შეუძლია. შესაბამისად, როგორც მინიმუმ, თავს დაიზღვევს, რომ კონდიციონერი ნორმალურად არ იმუშავებსო. რაც შეეხება ვარიატორს, ეს მექანიზმი კარგია, მაგრამ, თუ საქართველოში არ ცხოვრობ. ეს არის ყველაზე დინამიკური, ეკონომიური და უზუსტესი სისტემა – ყოველთვის იმ სიჩქარეს იყენებს, რომელიც კონკრეტული მომენტისთვისაა იდეალური. მაგრამ, მას მოვლა სჭირდება, როგორც მინიმუმ უნდა შეიცვლოს ზეთი, დაახლოებით, ყოველ გავლილ ორმოცი ათას კილომეტრზე. ეს ზეთი იმ ხარისხით, რაც ვარიატორს სჭირდება, ჩემი ინფორმაციით, აქვთ „რეინოლს” და „იამოტოს”. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „ფოლკსვაგენ ჟუკი”. ამ ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ძრავას სახურავს, საიდანაც ზეთი უნდა ჩაასხა, ბუშტუკები აქვს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?

პასუხი:  უპირველესად უნდა ინახოს, ხომ არ იკლებს წყლის დონე ავტომობილის რადიატორში და პარალელურად (ხშირ შემთხვევაში), ხომ არ იმატებს ზეთის დონე ძრავაში. თუ იკლებს, ეს ნიშნავს, რომ ძრავას ეგრეთ წოდებული „გალოვკის პრაკლადკაა” დაზიანებული. თუ წყალი (ანტიფრიზი) არ იკლებს და იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია და ცივა, ადვილი შესაძლებელია, ძრავაში, უბრალოდ, გაცხელება-გაციების შედეგად მიღებული წყლის წვეთების მსგავსი ბუშტუკები შენიშნოთ. ეს არანაირი პრობლემა არ არის და თავისუფლად შეგიძლიათ ამუშაოთ ავტომობილი.

 

 

скачать dle 11.3