კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა გავუწმინდოთ ცხოველს თვალი ბამბით და რა შემთხვევაში უნდა წავუსვათ ძაღლს დაბანის დროს თვალის დამცავი სპეციალური მალამო

თვალი, როგორც ადამიანისთვის, ასევე ცხოველებისათვის, გარე სამყაროს აღქმის ერთ-ერთი მთავარი ორგანოა. მხედველობის შენარჩუნება დიდად არის დამოკიდებული ცხოველის მოვლა-შენახვის პირობებზე და ჰიგიენური თუ სხვა სახის ვეტერინარული და კვების საკითხებთან. ამ თემაზე უფრო დაწვრილებით, გიამბობთ, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი.

 

ზაქრო ბაჯიაშვილი: ძაღლს ძალიან მგრძნობიარე და საოცრად ძლიერი თვალები აქვს. იმისათვის, რომ დავიცვათ ძაღლის თვალები ინფექციური დაავადებებისა და ტრავმებისგან, არსებობს მოვლის რამდენიმე მეთოდი. თქვენი ცხოველის თვალების რეგულარული დათვალიერებით დროულად შეამჩნევთ რაიმე პრობლემას და შეძლებთ მის თავიდან აცილებას. 

– რა პრობლემას შეიძლება წავაწყდეთ თვალებთან დაკავშირებით, ანუ, რომელია ყველაზე გავრცელებული პრობლემა?

– ყველაზე გავრცელებული, ხშირი სიმპტომი და პრობლემა, რომელიც გვხვდება თვალების დაავადებების დროს, არის თვალის სიწითლე, რომელიც, როგორც წესი, მიუთითებს ინფექციურ პროცესებზე. ინფექცია გამოწვეულია ბაქტერიებით. თვალის ინფექციების მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების შემცველი თვალის წვეთებითა და მალამოებით. ყველაზე გავრცელებული და ადვილად შესამჩნევი თვალის ინფექციაა კონიუნქტივიტი, რომლის სიმპტომებია: თვალის ლორწოვანი გარსის (კონიუნქტივის) და თვალის გარშემო კანის  გაწითლება, თვალის კუთხეში ჩირქის დაგროვება. ღრმა პროცესების დროს თვალი მთლიანად ჩირქით ამოივსება და ქუთუთოები ერთმანეთზე ეწებება. რაც შეეხება თვალის სხვა პრობლემებს, ისინი გამოწვეულია ტრავმებით, უცხო სხეულების ჩავარდნით თვალში და წამწამების პრობლემებით. წამწამების მიერ გამოწვეული პრობლემები, როგორც წესი, გენეტიკურია და იწვევს თვალის მექანიკურ გაღიზიანებას, წყლულებსა და ინფექციებს. 

– თუ არის შესაძლებელი თვალის ინფექციის თავიდან აცილება?

– თვალის ინფექციის წარმოშობის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი, თუ რეგულარულად მოვუვლით ცხოველის თვალებს და უზრუნველვყოფთ მათ სისუფთავეს. 

– რა იგულისხმება ძაღლის თვალების მოვლაში?

– უნდა დავიცვათ ცხოველის თვალების სისუფთავე. თუ ჩვენი ცხოველი გრძელბეწვიანია, აუცილებლად რეგულარულად უნდა შევაჭრათ ბეწვი თვალის გარშემო. ამ პროცედურისთვის უნდა გამოვიყენოთ ისეთი მაკრატელი, რომელსაც არ ექნება ბასრი წვეტები, ან, სპეციფიკური მაკრატელი, რომელიც გამოიყენება აღნიშნული პროცედურისათვის. უკეთესია, თუ აღნიშნული პროცედურისთვის რეგულარულად მივმართავთ სპეციალისტს. თუ ამ პროცედურას რეგულარულად ჩავატარებთ, ამით თავიდან ავიცილებთ თვალში ბაქტერიების მოხვედრას. გარდა ამისა, გირჩევთ, შეამოწმოთ თვალების კუთხეების ლორწოვანის მდგომარეობა, რადგან ბაქტერიები სწორედ ამ ლორწოვანით იკვებებიან და მერე აქედან ხვდებიან თვალის ლორწოვანში. თვალის კუთხეებიდან ლორწოვანი ნადების რეგულარული მოშორება იცავს ძაღლს ინფექციის განვითარებისგან. ამ პოცედურისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სპეციალური ლოსიონები და წვეთები, რომლებიც იყიდება ვეტერინარულ აფთიაქებში. შეიძლება, გამოიყენოთ გვირილის ან ჩაის სუსტი ნაყენიც. ჩაწვეთების შემდეგ თვალები გაუწმინდეთ ბინტით,  თვალის გარეთა კუთხიდან ცხვირის მიმართულებით. უმჯობესია, თუ ამ დროს ბამბას არ გამოიყენებთ, რადგან ბამბამ, შეიძლება, დატოვოს თავისი ბოჭკოები და გამოიწვიოს თვალის მექანიკური გაღიზიანება. აღნიშნული პროცედურების რეგულარულად ჩატარება ხელს უწყობს ჩვენი ცხოველის თვალების ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 

 თუ გადავწყვიტეთ ცხოველის დაბანა ინსექტოციდური (პარაზიტების საწინააღმდეგო) შამპუნით, აუცილებელია, გამოვიყენოთ თვალის დამცავი სპეციალური ცხოველებისთვის, რათა თავიდან ავაცილოთ გაღიზიანება, რაც, შეიძლება, მერე ანთებით პროცესში გადავიდეს. 

– კიდევ რას უნდა მოვარიდოთ ცხოველი?

– შეეცადეთ თქვენს ცხოველს თავიდან აარიდოთ ისეთი სიტუაციები, სადაც, შესაძლოა მოხდეს თვალების ტრავმული დაზიანება. ეს შეიძლება იყოს სხვა ცხოველებთან ჩხუბი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედება. არავითარ შემთხვევაში არ დაუშვათ, მანქანით მგზავრობის დროს ცხოველს ფანჯრიდან გარეთ ჰქონდეს თავი გაყოფილი.

– არიან ძაღლები, რომელთაც თვალის ქვედა ნაწილი მუქად აქვთ შეფერილი. ესეც პრობლემას უკავშირდება?

– არსებობს ძაღლის ჯიშები, მაგალითად, პუდელები, კოკერები და პატარა ტერიერები, რომლებსაც კარგად არ აქვთ განვითარებული ცრემლსადენი არხი, საიდანაც ცრემლი ცხვირის ღრუში ხვდება მუდმივად გამოყოფის გამო. ცრემლი გადმოდის ქვედა ქუთუთოზე და მისი კანის ზედაპირი მუქად იფერება, რაც არასასიამოვნო შესახედავია. აღნიშნულ ჯიშებს რეგულარულად სჭირდებათ თვალის გარშემო ბეწვის შეკრეჭა და ნადების  (გამშრალი ცრემლის) მოშორება სპეციალური საშუალებებით, რომლებიც, შეგიძლიათ, შეიძინოთ ვეტერინარულ აფთიაქებში. აღნიშნული სითხე შეიცავს ისეთ ფორმულას, რომელიც ადვილად შლის ცრემლის ნადებს. 

– ბოლოს, რას ურჩევთ იმათ, ვისაც სახლში ძაღლი ჰყავს?

– თვალების გაწითლებისას, თვალის კუთხეებში მომატებული რაოდენობის ნადების, ჩირქოვანი გამონადენის ან რქოვანას გამჭვირვალობის შეცვლის შემთხვევაში, ძაღლი, დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოთ ვეტერინართან, რომელიც გულდასმით გასინჯავს მას და, თუ დასჭირდა, ჩაუტარებს სპეციალურ გამოკვლევებს, რის საფუძველზეც დასვამს სწორ დიაგნოზს და დანიშნავს შესაბამის მკურნალობას. ყოვლად დაუშვებელია თვითნებური მკურნალობა, რამაც, შეიძლება, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს და შეუქცევადი პროცესების განვითარება გამოიწვიოს.

 

скачать dle 11.3