კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისგან არის დაზღვეული ქართველი მოდელი უცხოეთში და რა წარმატებას მიაღწია 16 წლის ელენე მახარაშვილმა მოდის ინდუსტრიაში

სამოდელო სააგენტომ „ლუქ მოდელსმა“, რომლის ხელმძღვანელიც ყველასთვის ცნობილი მოდელი ნინო ცქიტიშვილია, სწრაფად მოიხვეჭა სახელი და გასცდა საქართველოს ფარგლებს. მისი ერთ-ერთი მოდელი, ელენე მახარაშვილი, რამდენიმე თვის წინ ფრანგების აღმოჩენა გახდა და ფრანგულმა სააგენტო „აემჯიმ” მასთან ერთწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. მართალია, ელენე ჯერ მხოლოდ 16 წლის არის, მაგრამ, უკვე საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს და მოდის სფეროში კიდევ ბევრი წინსვლა ელის წინ. 11 თებერვალს ის ტოკიოში მიემგზავრება. თუ რა არის მისი გამგზავრების მიზანი და ვინ არის ამის ინიციატორი, ელენესთან ინტერვიუდან შეიტყობთ.

 

– ჯერ მხოლოდ 16 წლის ხარ და უკვე საკმაოდ წარმატებული სამოდელო კარიერა გაქვს. 

– სამოდელო კარიერა სხვა სააგენტოში დავიწყე.  რაც ნინო ცქიტიშვილი გავიცანი და გავიგე, რომ ახალი სააგენტოს გახსნას გეგმავდა, გადავწყვიტე, მასთან გადმოვსულიყავი და მას მერე „ლუქ მოდელსში“ ვარ. რამდენიმე თვეში აგენტი ნინომ ჩამოიყვანა, რომელიც გოგონებს არჩევდა. ის ჩემით დაინტერესდა, რის შემდეგაც ერთი კვირით წავედით პარიზში, „აემჯის” სააგენტოს წარმომადგენლებთან შესახვედრად. სააგენტოს მოვეწონე, გავაფორმეთ ერთწლიანი კონტრაქტი და ოქტომბერში წავედი ორი თვით. საკმაოდ სერიოზული და წარმატებული სააგენტოა, რომელსაც ფილიალები აქვს მილანში, ნიუ-იორკსა და ლონდონში.

– ვიცი, რომ მეთერთმეტე კლასში ხარ. ხელი არ გეშლება სწავლაში?

– 51-ე სკოლაში ვსწავლობ. სკოლას რომ არ შეეწყო ხელი, საფრანგეთში ვერც წავიდოდი – სწავლას ხომ არ დავანებებდი თავს?! პარიზში, უნივერსიტეტში მინდა სწავლის გაგრძელება და, ვნახოთ, როგორ გამომივა. კონტრაქტშიც წერია, რომ სააგენტო ყველანაირად შემიწყობს ხელს სწავლაში. 

– როგორი იყო შენი პირველი შთაბეჭდილება, როცა პარიზში ჩახვედი?

– მართალია, საფრანგეთი ჩემთვის უცხო არ ყოფილა, რადგან იქ ორი წელი ვცხოვრობდი, მაგრამ, თავიდან ძალიან დაძაბული ვიყავი, რადგან, არ ვიცოდი, სააგენტო როგორ მიმიღებდა. არ ვიცოდი მათი წესები, მაგრამ მალე ყველაფერი მასწავლეს, ძალიან თბილი ხალხია და შევეჩვიე ახალ სამყაროს. 

– გავიგე, რომ პარალელურად ახალი კონტრაქტიც გააფორმე.

– გამოცდილების მიღების მიზნით, სააგენტო, რომელშიც ვარ, ტოკიოში მიშვებს, რომელთანაც ასევე ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. უნდათ, რომ მაღალი დონის პორტფოლიო გამიკეთონ, რაც მოდელის წარმატებული კარიერისთვის აუცილებელია. ტოკიოში 11 თებერვალს მივდივარ, სადაც ჯერჯერობით ორი თვე დავრჩები, მერე საქართველოში დავბრუნდები და გაზაფხულზე პარიზში წავალ. 

– ტოკიოში რომელ სააგენტოში მიდიხარ?

– „სთეიჯ მოდელსში,” რომელიც ასევე მაღალი დონის სააგენტოა.

– „აემჯის” სააგენტოს რაც შეეხება?

– მათთან ერთწლიანი კონტრაქტი მაქვს და ტოკიოშიც ისინი მიშვებენ. 

– თუ ელოდი, რომ 16 წლის ასაკში ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

– ნამდვილად არ ველოდი, რადგან მოდელობა ჩემთვის თავიდან ჰობის დონეზე იყო. როცა შემოთავაზება მივიღე და ასეთ სერიოზულ სააგენტოში მიმიწვიეს, უკვე დავფიქრდი და ახლა პროფესიასავით მაქვს.  

– როგორ შეეგუე ახალ რეჟიმს?

– თავიდან ძალიან დატვირთული არ ვიყავი, დღეში სამი-ოთხი ქასთინგი მქონდა. დილით ადგომა არ მიჭირდა, მაგრამ, სირთულე ის იყო, რომ მეტროთი დავდიოდი და ჩემით ვპოულობდი ქუჩებს, რაც ცოტა გამიჭირდა. 

– ხომ არ დაკარგულხარ პარიზში?

– არა, რუკით დავდიოდი. 

– ვისთან ერთად ცხოვრობ?

– მოდელები ვცხოვრობთ ერთად. თავიდან უკრაინელ გოგონასთან ერთად ვიყავი ოთახში, რომელსაც ძალიან კარგად შევეწყვე. მერე ავსტრიელი გოგო შემოუშვეს ჩემთან, მაგრამ, მას საერთოდ ვერ შევეგუე, რასაც ჰქვია, გამიმწარა სიცოცხლე. სხვათა შორის, ამანაც შემძინა გამოცდილება და გამაძლიერა კიდეც.

– შენს ოჯახს არ გაუჭირდა ამ ასაკში შენი მარტო გაშვება?

– რა თქმა უნდა, გაუჭირდა, მაგრამ, რადგან ყველანაირად დაზღვეული ვიყავი და არავითარი საფრთხე არ მემუქრებოდა, წყნარად იყვნენ. თან, იქ მოდელის უფლებებიც დაცულია და დაჩაგრული ნამდვილად არ ვყოფილვარ. 

– კონტრაქტის თანახმად, რა გეკრძალება?

– მათ უკითხავად არაფერი არ უნდა შევიცვალო გარეგნობაში, მაგალითად, ეს ეხება თმის შეღებვას, ტატუს გაკეთებას და ასე შემდეგ.

– როგორ ფიქრობ, რა მოეწონათ შენში?

– არ ვიცი, ალბათ, უცხო გარეგნობის რომ ვარ, ეს მოეწონათ ფრანგებს. მიჭირს ჩემს თავზე საუბარი.

– ახალი ცხოვრების დაწყება არ გაგიჭირდა?

– არა, რადგან, სანამ წავიდოდი, ყველაფერი გააზრებული მქონდა და მზად ვიყავი ამისთვის. თან, როგორც გითხარით, პარიზი უცხო ქალაქიც არ იყო ჩემთვის. ახლა კი ცოტა ვნერვიულობ ტოკიოში გამგზავრების წინ, რადგან იქ საერთოდ სხვა სამყაროა. იმედი მაქვს, არ გამიჭირდება იქ ყოფნა და შევეჩვევი.

– რომელი ენები იცი?

– ვიცი ფრანგული, ინგლისური და რუსული ენები. პატარაობისას პარიზში ვსწავლობდი ორი წელი.

– როგორ ჩვენებაში არ მიიღებ მონაწილეობას?

– ალბათ, საცვლების ჩვენებაში არ მივიღებ მონაწილეობას, დანარჩენზე პრობლემა არ მაქვს.

–  ვინ არის შენი საყვარელი დიზაინერი და თუ ხარ მისი სამოსის მომხმარებელი?

– მომხმარებელი არ ვარ, მაგრამ, „კარლ ლაგერფილდი“ მომწონს. ძალიან ქალური სამოსი აქვს, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ქალისთვის მისაღებია.

– წონის პრობლემა არასდროს გქონია?

– არა და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან, რასაც მინდა და როცა მინდა, ყველაფერს ვჭამ შეუზღუდავად. არც დიეტა დამიცავს არასდროს. შიგადაშიგ ვვარჯიშობ, რაც, ალბათ, მეხმარება კიდეც ფორმის შენარჩუნებაში.

– მოდელი ბიჭები მოგწონს?

– არა, მე უფრო მამაკაცური ბიჭები მომწონს, ლამაზები – არა.

– მაშინ, ის მითხარი, როგორია შენი მოსაწონი მამაკაცი?

– ჩემი მოსაწონი მამაკაცი აუცილებლად განათლებული უნდა იყოს. ასევე, უნდა იყოს სიმპათიური და მამაკაცური. შავგვრემანი ბიჭებიც მომწონს და ქერებიც, გააჩნია. აი, ლამაზი ბიჭები კი მართლა არ მომწონს.

– სანამ მოდელი გახდებოდი, სწავლის გარდა რით იყავი დაკავებული?

– ბავშვობაში ბალეტზე დავდიოდი, რომელიც ძალიან მიყვარდა. მერე ჟურნალისტობა მინდოდა – ძალიან მომწონდა ინგა გრიგოლია და მას ხშირად  ვბაძავდი. მერე აზრი ისევ შემეცვალა და, არც ბალეტს გავყევი და არც ჟურნალისტობა ავირჩიე მომავალ პროფესიად.

– ამჟამად რა გაქვს გეგმაში?

– ზუსტად არ ვიცი, რომელიმე ჰუმანიტარულ ფაკულტეტს ავირჩევ აუცილებლად. 

– ამ ეტაპზე რაზე ოცნებობ?

– კონკრეტული ოცნება არ მაქვს, რადგან, რეალისტი ვარ. ოცნება არა, მაგრამ, ჩემი სურვილია, წარმატებული ვიყო ჩემს საქმიანობასა და პროფესიაში. მინდა, ცხოვრებაში სულ წინ და წინ ვიარო.

 

 

скачать dle 11.3