კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: როგორი შემადგენლობის უნდა იყოს მიმიკური ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი?

პასუხი: ასეთი კრემი სხვადასხვა შემადგენლობის არსებობს, მაგრამ, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესოა ის, რომლის შემადგენლობაშიც შედის უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი, ვიტამინი E და ბროწეულის ექსტრაქტი.

კითხვა: აქვს თუ არა ვარგისიანობის ვადა თვალის „ჩრდილებს“?

პასუხი: გაუხსნელი კოლოფით თვალების „ჩრდილი“ ინახება 3,5, ხოლო გახსნილი კოლოფით – 1 წლის განმავლობაში. მაგრამ, მისი ვარგისიანობის დადგენა დაყნოსვითაც შეიძლება. თუ იგრძენით, რომ მას უსიამოვნო, ოდნავ მომწარო სუნი დაჰკრავს, არ დაგენანოთ, ისე გადააგდეთ.

კითხვა: რას ნიშნავს – „თმის შეღებვა 3D“?

პასუხი: ასეთი შეღებვა ვიზუალურად ზრდის თმის მოცულობას, რაც ხდება ერთი ფერის სამი ტონალობის ერთმანეთთან შერწყმით. 3D შეღებვისთვის იყენებენ თმის საღებავს, რომლის 85 პროცენტი ნატურალური ინგრედიენტებისგან შედგება.

კითხვა: როგორ უნდა გამოვიყენო ეგრეთ წოდებული „ავტორუჯი“, რომ „ნამზეური“ ბუნებრივად გამოიყურებოდეს?

პასუხი: შედარებით ბაცი ტონალობის „ავტორუჯი“ წაისვით თხელ ფენად და სახეზე თანაბრად გადაინაწილეთ ხაოიანი პირსახოცით.

გახსოვდეთ: „ავტორუჯის“ წასმა არ შეიძლება, თუ თუნდაც მცირე რაოდენობით გაქვთ მიღებული ალკოჰოლური სასმელი, რადგან, ალკოჰოლი არღვევს კანის PH (მჟავატუტოვან) ბალანსს, აშრობს მას და, შესაძლოა, „ავტორუჯი“ ლაქებად დაგაჩნდეთ.

კითხვა: როგორი აბაზანა უნდა მივიღო ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგების მიზნით? მითხრეს, რომ ეს ხელს უწყობს გახდომას.

პასუხი: ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგება ნამდვილად უწყობს ხელს გახდომასაც და, ზოგადად, ორგანიზმის გაჯანსაღებასაც.

გაავსეთ აბაზანა ცხელი (40-გრადუსიანი) წყლით და ჩაყარეთ ზღვის მარილი. ასეთ აბაზანაში გაჩერების მაქსიმალური ხანგრძლივობაა 5 წუთი. თან, ისე უნდა ჩაწვეთ, რომ წყალი გულის არეს არ ფარავდეს.

კითხვა: ზამთრის პერიოდში ხელები ძალიან მეყინება (თუნდაც თბილი ხელთათმანი მეცვას), რის შემდეგაც კანი მიწითლდება და მისკდება. გთხოვთ, მასწავლოთ რამე ხალხური საშუალება, რომ ეს პრობლემა მოვაგვარო.

პასუხი: ღრმა ჯამში ჩაასხით გვირილის, სალბის, პიტნის, კამისა და ცაცხვის ყვავილის ნაყენების თითო ჩაის კოვზი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და გააჩერეთ 15-20 წუთი. ჩაყავით ჯამში ხელები 10-15 წუთის განმავლობაში, შემდეგ ოდნავ შეიმშრალეთ და წაისვით გლიცერინი, რომელშიც რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი იქნება შერეული.

აბაზანის გაკეთება აუცილებელია ორ დღეში ერთხელ მაინც.

 

 

скачать dle 11.3