კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოველდღე მიირთვით ფორთოხალი და სვით მისი ახალგამოწურული წვენი


ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, ასევე, A პროვიტამინს, B1 ვიტამინს, C ვიტამინს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორს, რკინას, სპილენძსა და თუთიას.

ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის, დაგვიცავს სავალალო შედეგებისგან. მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგი იქნება, თუ კვირაში ერთ დღეს მხოლოდ ფორთოხალს მიირთმევთ, დაახლოებით ექვს-შვიდ ცალს, ან, ახალგამოწურულ წვენს დალევთ.

ფორთოხალი აძლიერებს იმუნიტეტს. დადგენილია, რომ ვიტამინები, იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს (რომელიც მას ყვითელ ფერს ანიჭებს), სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად. ეს კი, თავის მხრივ, აძლიერებს ორგანიზმის გამძლეობას და სხვადასხვა ინფექციისაგან დაცვას. ასევე, იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

გარდა ამისა, ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს. კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს. მასში შემავალი C ვიტამინი კი, მათ წარმოქმნას აფერხებს.

თუ ყოველდღიურად ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, შემცირდება თრომბის წარმოქმნის რისკიც.

ჯანმრთელი ადამიანისთვის უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ ფორთოხლის წვენის ინტენსიური სმა და, საერთოდ, ციტრუსების მიღება, ალერგიულ რეაქციებს იწვევს.

საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ოღონდ, წვენი მომზადებისთანავე უნდა დალიოთ, რადგან ვიტამინების ნაწილი სწრაფად იშლება. სამხარზე კი მთლიანი ფორთოხალი მიირთვით, რადგან ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

თუ გსურთ, ზედმეტი კილოგრამები დაიკლოთ, მაშინ კვირაში ერთი დღე განტვირთვის დღედ გამოაცხადეთ და საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე მხოლოდ ფორთოხალი მიირთვით. მასში მცირე კალორიებია, სამაგიეროდ, ბევრი უჯრედისია, რაც შიმშილის გრძნობას გარკვეული დროით თრგუნავს.

ახლა სწორედ ფორთოხლის სეზონი მოდის, ამიტომ, გაითვალისწინეთ ამ ციტრუსის სასიკეთო თვისებები და გამოიყენეთ ის ორგანიზმის დასაცავად მთელი სეზონის განმავლობაში.


скачать dle 11.3