კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხშირად აჭამეთ ბავშვებს თევზი, რომ რაქიტისგან დაიცვათ

 

 

თევზი შეიცავს იოდს, ფოსფორს, ფტორს, A და D ვიტამინებს. მიკროელემენტი ფოსფორი ადამიანის თავის ქალის შემადგენლობაში შედის და უდიდეს როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის განვითარებასა და მთლიანად ადამიანის ჩამოყალიბებაში.

ასევე, მეტად სასარგებლო და საჭირო მიკროელემენტია ფტორი. მისი დეფიციტი იწვევს კარიესს და ძვლის ქსოვილის დაშლას. ეს ნივთიერება ადამიანს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისგან იცავს, აგრეთვე, ის აუცილებელია ორგანიზმში ნახშირწყლების სწორი ცვლისთვის.

როგორც აღვნიშნეთ, თევზი შეიცავს A და D ვიტამინებს. ვიტამინი A აუცილებელია კარგი და მახვილი მხედველობის შესანარჩუნებლად. ასევე, კანის და ლორწოვანი გარსისთვის.

ვიტამინი D კი, რომელსაც, შეიცავს თევზის ქონი და შავი ხიზილალა, ბავშვებს რაქიტისგან იცავს, სასარგებლოა და საჭირო მოზარდებისთვისაც.

 

რომელი პროდუქტი უწყობს ხელს პოდაგრის განვითარებას და გამწვავებას

პოდაგრის განვითარებას ხშირად ისეთი პროდუქტების რეგულარულ მიღებას უკავშირებენ, როგორებიცაა: წითელი ღვინო, შამპანური, პურინებით მდიდარი საკვები, – ხორცი, თევზი, ღვიძლი, მჟაუნა, ისპანახი, ბოლოკი, ბარდა, ლობიო, შოკოლადი, ყავა. მაგრამ მისი წარმოქმნის მიზეზი მხოლოდ საკვები როდია. პოდაგრა სისტემური დაავადებაა. მისი მთავარი გამოვლინებაა ქრონიკული ართრიტი, ანუ სახსრების ანთება, რომელიც ნებისმიერ სახსარს აზიანებს. გამწვავების პერიოდებში სახსრებში ტკივილი მწვავდება, კანი წითლდება. პოდაგრის განვითარების მიზეზია პურინული ცვლის დარღვევა, რის შედეგადაც სისხლის შრატში მატულობს შარდმჟავას დონე, ხოლო მისი მარილების კრისტალები ლაგდება ხრტილებში, სასახსრე ჩანთებში, მყესებში, თირკმელებში. ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოსვლას აფერხებს მძიმე ტრავმები, ფიზიკური გადაძაბვა, ზოგიერთი მედიკამენტი. ამიტომ, პოდაგრის კომპლექსურ მკურნალობაში იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფას.

ავადმყოფმა ადამიანმა აუცილებლად უნდა შეზღუდოს პურინებით მდიდარი პროდუქტების მიღება. არ შეიძლება ალკოჰოლური სასმელების მიღებაც, რადგან ის აფერხებს შარდმჟავას თირკმლით გამოყოფას. კარგია რძე და რძის პროდუქტები, კვერცხი, ფაფეული, მოხარშული ბოსტნეული, სტაფილო, ხილი, ბრინჯი, შაქარი, თეთრი პური. ასევე, საჭიროა სითხის მიღება, მაგალითად, მინერალური წყლის სმა დიდი რაოდენობით.

ფეხისა და ხელის სახსრების პოდაგრული ტკივილის დროს სასარგებლოა მცენარეული აბაზანების მიღება. მათი გაკეთება ხდება ძილის წინ, ყოველდღე. პროცედურა გრძელდება ნახევარი საათი, წყლის ტემპერატურა კი 38 გრადუსი უნდა იყოს. კერძოდ:

* ას გრამ სალბის ფოთლებს დაასხით ხუთი ლიტრი მდუღარე წყალი და ათი წუთი ადუღეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააგრილეთ და გაიკეთეთ აბაზანა.

* ას გრამ გვირილის ყვავილს შეურიეთ ორასი გრამი სუფრის მარილი. დაასხით ათი ლიტრი მდუღარე წყალი. 38 გრადუსამდე რომ გაგრილდება, გაიკეთეთ აბაზანა. ეს აბაზანა განსაკუთრებით ეფექტურია, როცა პოდაგრული სახსარი შეშუპებულია და მტკივნეული.

ასევე, სასარგებლოა მცენარეული ნაყენების მიღება, რადგან მას შარდმჟავა და მარილები გამოაქვს ორგანიზმიდან.

* 30 გრამ შავი მოცხარის ფოთლებს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და ნახევარი საათი გააჩერეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ოთხჯერ.

* ერთი სუფრის კოვზ თირკმლის ჩაის დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ ოცი წუთით; მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

* ათ გრამ დიდგულას დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში ხუთჯერ.

თუ სახსრებში ტკივილი შემოგაწვათ, დაიდეთ მასზე კომბოსტოს ფურცლები და ის ტკივილს შეგიმსუბუქებთ.

 

კვებითი ინტოქსიკაცია ნერვულ სისტემას და საჭმლის მომნელებელ ორგანოებს აზიანებს

კვებითი ტოქსიკოინფექციები დაკავშირებულია სხვადასხვა ბაქტერიებით დაბინძურებული საკვები პროდუქტების მიღებასთან. კლინიკურად ამ დაავადებებს კუჭ-ნაწლავის მწვავე აშლილობისა და ორგანიზმის მოშხამვის მოვლენები ახასიათებს. კვებით ინტოქსიკაციებს სხვადასხვა ბაქტერია იწვევს, კერძოდ, სტაფილოკოკი, პროტეუსი, ფსევდომონასი, კლოსტრიდები, პარაჰემილიზური ვიბრიონი, B ჯგუფის სტრეპტოენტეროკოკი და ასე შემდეგ. ეს მიკრობები პარაზიტობენ როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ნაწლავებში, გამოიმუშავებენ ძლიერ შხამს, ახასიათებს გარემოში გამძლეობა და სიცოცხლის ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი.

ინფექციის წყაროა დაავადებული ან ბაქტერიის მატარებელი ადამიანი ან ცხოველი. ბაქტერიები გამოიყოფა ნაწლავიდან განავალთან ერთად, ცხვირ-ხახის გამონადენიდან, კანიდან. ინფექციის გადაცემა ხდება დაბინძურებული წყლით და საკვები პროდუქტით, ასევე, საოჯახო ნივთებითაც. დაავადების ფარული პერიოდი ნახევარი საათიდან ექვს საათამდეა.

დაავადებას ახასიათებს მწვავე და მძიმე დასაწყისი, ღებინება, ტკივილი კუჭის არეში, მუცელში, ხშირი ფაღარათი. სიმძიმის მიხედვით გამოხატულია ტემპერატურული რეაქცია, ძლიერი სისუსტე, თავბრუ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაზიანების ნიშნები. ამ დროს ზიანდება ნერვული სისტემა და საჭმლის მომნელებელი ორგანოები. წყლისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვა ორგანიზმის გამოშრობასა და კრუნჩხვას იწვევს. მკურნალობის სწორად წარმართვისთვის, სასწრაფოდ უნდა გაარკვიოთ კვებითი ტოქსიკოინფექციის რომელ სახესთან გაქვთ საქმე.

კვებითი ტოქსიკოინფექციაზე ეჭვის მიტანისთანვე, სასწრაფოდ წყლით ან სოდიანი ხსნარით ამოირეცხეთ კუჭი, მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, მოერიდეთ ძნელად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. დაიცავით წოლითი რეჟიმი. მძიმე შემთხვევებში კი, აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რადგან შესაძლოა, აუცილებელი გახდეს თქვენი სტაციონარული მკურნალობა.

 

აფორიაქებულ გულს ბარამბოს ნაყენი დაგიმშვიდებთ

მცენარე ბარამბო ხალხურ მედიცინაში იხმარება, როგორც საგულე, შარდმდენი, ტკივილგამაყუჩებელი, მუცლის შებერვის, ღებინებისა და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალება. ასევე, ის რეკომენდებულია უძილობის, მომატებული სქესობრივი აღგზნების, კუჭის ნევროზების, გულის არეში ტკივილის, ტაქიკარდიის შეტევების, ქოშინის დროს. ბარამბოს ნაყენი დაბლა სწევს წნევას.

ბარამბოს ფოთოლს ახასიათებს მიკრობსაწინააღმდეგო მოქმედებაც. იყენებენ გამოსავლებად პირის ღრუში და ღრძილების ანთებითი პროცესების დროს.

ბარამბო შეიცავს გერანოლს, ეთეროვან ზეთს, C ვიტამინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. მისი თესლი კი შეიცავს ცხიმოვან ზეთს.

ბარამბო აფთიაქში უნდა შეიძინოთ და ასეთი წესით მოამზადოთ მისი სამკურნალო ნაყენი:

ას გრამ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით ექვსი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ დილა-საღამოს, ჭამის წინ ნახევარ-ნახევარი ჩაის ჭიქა.

როგორ ადამიანებს სთხოვს კუჭი ბევრი საკვების მიღებას

ადამიანის მადა ხშირად კუჭის ზომაზეა დამოკიდებული. გურმანებს ეს ორგანო დღითი დღე ეზრდებათ და მით უფრო მეტი საჭმელი სჭირდებათ დასანაყრებლად.

იმისთვის, რომ კუჭი ზედმეტად არ გააღიზიანოთ და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების გამოყოფა შეამციროთ, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით. სადილი და ვახშამი ერთსა და იმავე დროს მიირთვით, რადგან ამით კუჭს მიაჩვევთ, საჭმლის მომნელებელი წვენი მხოლოდ მაშინ გამოიყოს, როცა ის ნამდვილად საჭიროა. სადილამდე ერთი საათით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა მინერალური წყალი, ის  მდიდარია ტუტე ლითონებით და მათი მარილებით. ამიტომ, ის ბლოკავს კუჭის წვენის სეკრეციას, რაც შიმშილს ამცირებს. ასევე, რაც უფრო დიდხანს გრძელდება საჭმლის მიღების პროცესი, მით მეტად ძლიერდება დანაყრების გრძნობა. არ დაგავიწყდეთ, უნდა ჭამოთ მშვიდად და აუჩქარებლად. ამ დროს დასანაყრებლად გაცილებით ნაკლები კალორია გყოფნით.

მოერიდეთ გაზიან და ტკბილ სასმელებს. ასეთი სასმელები პირის ღრუს და კუჭის ლორწოვან გარსს აღიზიანებს და შიმშილის გრძნობას იწვევს. ცარიელ კუჭზე მიღებული მლაშე საჭმელი კი, მწნილი იქნება ეს თუ მცენარეული სალათები, მადას ზრდის. ამიტომ, უმჯობესია ჯერ მთავარი კერძი მიირთვათ და ზემოთ ნახსენები საკვები შემდეგ მიაყოლოთ.

შიმშილის ცენტრს სისხლში არსებული გლუკოზა აღიზიანებს და მადის სიძლიერესაც ეს ფაქტორი განაპირობებს. ეცადეთ, გვიან საღამოს არ ჭამოთ ტკბილეული, ცომეული და მსუყე საკვები, განსაკუთრებით ნამცხვარი, შოკოლადი, თაფლი, მურაბა და არ დალიოთ ტკბილი წვენები.

 

სასუნთქი გზების დაავადების დროს ევკალიპტის ნახარში გამოიყენეთ

ხალხურ მედიცინაში ევკალიპტის ფოთლებს იყენებენ ზედა სასუნთქი გზების დაავადებების, ლარინგიტების, ინფექციებისა და ანთებების დროს. გარდა ამისა, ევკალიპტის ფოთლებისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება პლევრიტის, პნევმონიის, დამწვრობის, ფლეგმონიის, ტროპიკული წყლულის, საშვილოსნოს ყელის ეროზიის დროს.

ევკალიპტის ფოთლებისგან შინაურ პირობებში ნახარში ასე მზადდება: ორ სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ევკალიპტის ფოთოლს, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, ადუღეთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. შემდეგ გააცივეთ და გადაწურეთ.

ნაყენი გამოიყენება ინფექციური ჭრილობების დასამუშავებლად, ასევე, ფლეგმონების, აბსცესების, ჩირქოვანი გასტრიტების, გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.

აღნიშნული ნაყენის ინჰალაციის პროცესში ჩართვა უებარია ზედა სასუნთქი გზების დაავადების დროს.

ევკალიპტის ზეთი კი როგორც ანთების საწინააღმდეგო, უნიკალური ანტისეპტიკური საშუალება, გამოიყენება ყელში გამოსავლებად და ინჰალაციისთვის.

 

скачать dle 11.3