კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანგარიშის ჩამბარებლები

„არც ერთი ჩამორჩენილი ჩვენ გვერდით“

 

ზამთრის არდადეგებიც დასრულდა და ისინიც (ხალხის რჩეულები) სამუშაო ფერხულშიც გაერივნენ, იმიტომ რომ „არც ერთი ჩამორჩენილი ჩვენ გვერდით“! იმედია, არდადეგები ხალხის რჩეულებმა, მაგალითად, 18 წლამდე ასაკის მოსახლეობისგან განსხვავებით, ნაყოფიერი დასვენებისთვის ნაყოფიერადვე გამოიყენეს, რადგან, იანვრის პირველ ნახევარში სატელეფონო ზარებს არ პასუხობდნენ, რამეთუ, სხეულსა და გონებას ასვენებდნენ მომქანცველი საკანონმდებლო შრომა-გასწორების შემდგომ.

ჰოდა, რაკი ფერხულში არიან, გასულ კვირას ბათუმის „შერატონში“ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ჟურნალისტებს შეხვდნენ და გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარეს (ანგარიშებს შორის ჟურნალისტების სატელეფონო ზარებსაც რომ პასუხობდნენ და შეკითხვებზე კომენტარს აკეთებდნენ, მთლად უკეთესი არ იქნებოდა?!). ნუ იფიქრებთ, რომ მართლაც საკუთარი სურვილითაც, შეხვედრა საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ის) მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო, რაკი NDI-ის იყო, მისმა დირექტორმა ბ-ნმა ნავარომ აღნიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია, ვინაიდან „ჟურნალისტები, გაწეული მუშაობის ანგარიშის გარდა, მომავალი სასესიო პერიოდის დღის წესრიგსაც გაეცნობიან“ (მაშ!), ზედაც, დაგვაიმედა, რომ მომავალში ანალოგიურ ფორმატში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთანაც გაგვიმართავს (თუმცა, ვიდრე ხელისუფლება არ გახდებიან, როგორც წესი, ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირება არ ჭირს).

ხოლო, რაკი NDI-ის დირექტორი (როგორც სრულიად NDI) ფრიად დაინტერესებულია, რომ ჟურნალისტები ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ (რათა შემდგომ გაავრცელონ), იქნებ, ამ ჩვენი რჩეულ-ნარჩევებისთვის ისიც განემარტა, რომ გამჭვირვალობა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნიშნავს და არა არასასურველ კითხვებზე პასუხის თავის არიდებას სტანდარტული დასაძვრენი ილეთით, რომ ინფორმაცია არ აქვთ?!

 

скачать dle 11.3