კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რით მოაჯადოვა და გაიშინაურა ქართველი ქალები, განურჩევლად მათი ასაკისა „გერი ვებერმა”

 

ქართველები არა მხოლოდ გემრიელი კერძების, ჩაცმის სიყვარულითაც გამოვირჩევით. ჩვენთვის არასდროს არის სულერთი, რა გვაცვია. ბრენდებიც გვხიბლავს და, ცოდვა გამხელილი ჯობს, ცოტათი სნობებიც კი გამოვდივართ, როცა საქმე სამოსის არჩევაზე მიდგება. თუმცა, საბოლოოდ, ტანსაცმელი მაინც მთავარ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს – სამუდამოდ დაიმკვიდროს ადგილი ჩვენს გარდერობში. სწორედ ასეთი აღმოჩნდა „გერი ვებერი”. ბრენდი, რომელიც სამოსს ქალბატონებისთვის ქმნის და საოცარი დახვეწილობითა და მოდურობით გამოირჩევა. ნებისმიერი ქალი, რომელსაც აქვს პრეტენზია, ეცვას ყოველთვის მოდურად და გემოვნებით, დაუფიქრებლად აირჩევდა „გერი ვებერს”, რომელსაც მთელ მსოფლიოში 340-ზე მეტი მაღაზია აქვს გახსნილი. ბრენდმა 1989 წლიდან საგანგებოდ შექმნა ახალი ხაზი – „ტაიფუნი”, გათვლილი თავის ახალგაზრდა მომხმარებელზე, უკვე 1994 წლისთვის კი დიდი ზომის სამოსის მომხმარებელზეც იზრუნა – შეიქმნა ახალი ხაზი „სამოონი” და ბრენდმა ქალბატონებს ზომების ყველაზე ფართო არჩევანი შესთავაზა. 

 „გერი ვებერმა” თბილისში სამი წლის წინ დაიდო ბინა და მოასწრო კიდეც, პრეტენზიული ქართველი ქალბატონებისთვის თავი შეეყვარებინა. თუ როგორ მოახერხა ეს, ბრენდის მენეჯერი, ქალბატონი სოფო ადამია გვიამბობს.

– ქალბატონო სოფო, არ არის რთული, იყო ბრენდის მენეჯერი?

– საკმაოდ რთულია, რადგან, ნებისმიერი ბრენდი, რომლის საქართველოში შემოტანასაც გადაწყვეტ, აუცილებლად უნდა მოარგო შენს აქაურ კლიენტს. იცით, რომ ქართველი მომხმარებელი ნამდვილად განსაკუთრებულია. არცთუ დიდი ხანია, რაც ბრენდ-მაღაზიები გამოჩნდა ჩვენთან და, შეიძლება, „ახალ  ხილთან” შეჩვევა ცოტათი რთულიც კი ყოფილიყო, მაგრამ, სწორედ იმიტომ, რომ ქართველებს მართლაც ძალიან კარგი გემოვნება გვაქვს და მოდურად ჩაცმაც გვიყვარს, „გერი ვებერს” ადგილის დამკვიდრება არ გასჭირვებია. 

– ანუ, ქართველი მომხმარებელი მზად აღმოჩნდა ბრენდებზე „გადასასვლელად”?

– სწორედ ამის თქმა მინდოდა. ყოველ შემთხვევაში, „გერი ვებერის” ღირსებები ძალიან სწრაფად შეაფასა და დააფასა. 

– დაგვიხასიათეთ „გერი ვებერი” როგორც ბრენდი-პიროვნება.

– (იღიმება) სიამოვნებით.  ეს არის გერმანული ბრენდი, რომელიც ქმნის „პრემიუმ კლასის“ სამოსს ქალბატონებისთვის. ახასიათებს გერმანული დახვეწილობა და ხარისხი,  ბუნებრივი ლტოლვა კომფორტისკენ; ძალიან პრაქტიკულია და, ამავე დროს, მოდური. ზუსტად გერმანული ხასიათი აქვს. მესამე წელია, ქართულ ბაზარზე ვართ და უკვე გაიჩინა თაყვანისმცემელი ქალბატონების „არმია”. ის, ვინც ერთხელ მაინც შეიძენს სამოსს ჩვენს მაღაზიაში, მერე მისი მუდმივი სტუმარი ხდება. „გერი ვებერი”  მუდმივად გრძნობს მომხმარებლის განსაკუთრებულ ერთგულებას და ცდილობს, მათი ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილოს: მოერგოს დროს, მოდას, პირობებს. თუ გაცვიათ „გერი ვებერი”, ის მთლიანად თქვენია. ხვდებით, ხომ, რასაც ვგულისხმობ? მასში თავს კომფორტულად იგრძნობთ სამსახურშიც და საღამოს წვეულებაზეც თამამად წახვალთ. „გერი ვებერმა” სპეციალურად შექმნა კიდევ ორი ხაზი – „ტაიფუნი” და „სამოონი”, არც ერთი ქალბატონისთვის რომ არ დაეწყვიტა გული. დღეს, ფაქტობრივად, ყველა ასაკისა და ფორმის ქალბატონს შეუძლია, მისთვის სასურველი ფერისა და მოდელის სამოსის შეძენა. ძალიან ფართო არჩევანია. ბრენდი სპეციალურად ქმნის დიდი ზომის სამოსს, რომელიც სხეულს ანიჭებს მომხიბვლელ ფორმას. თანაც, არა მხოლოდ მუქი ფერების ხარჯზე. პირიქით, „გერი ვებერი” ქალბატონებს იმის საშუალებას აძლევს, გაიხადონ მუქი ფერის ტანსაცმელი და გაიფერადონ ცხოვრება. 

– ქართველი ქალბატონების გულის მოგება ადვილი ნამდვილად არ არის.  

– გეთანხმებით და „გერი ვებერმა” ეს თავისი გამორჩეულობით, თავისი ღირსებების წყალობით მოახერხა – შეაღწია და ადგილიც დაიმკვიდრა ჩვენი მომხმარებლის გულშიც და გარდერობშიც (იღიმება).

– ქალბატონებს, განსაკუთრებით კი მათ მეუღლეებს, ბრენდების ფასები აშინებთ ხოლმე. რამდენად ხელმისაწვდომია „გერი ვებერი” ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის, ძალიან ხომ არ დააზარალებს მათ ბიუჯეტს?

– არანაირად. ეს ხომ გერმანული ბრენდია! „გერი ვებერი” ითვალისწინებს იმას, რომ მისი სამოსი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ბევრი ქალბატონისთვის. ამიტომ, ჩვენს მაღაზიაში, ტანსაცმელი ნამდვილად არ არის ძვირი. ყველა ქალბატონს ვურჩევ, სანამ სხვაგან წასვლას გადაწყვეტს სამოსის შესაძენად, ჯერ „გერი ვებერს” ესტუმროს პეკინის 23 ნომერში და თავად ნახოს, რას სთავაზობს ეს ბრენდი. არ მინდა, თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ, გარემო მართლაც არაჩვეულებრივია, ძალიან თბილი. მომსახურე პერსონალი თითოეულ მომხმარებელს განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება და ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში: ცდილობენ, გამოიცნონ მისი სტილი, გემოვნება, მოთხოვნები და ისე შეურჩიონ შესაფერისი სამოსი. ერთგული კლიენტებისთვის, ანუ მათთვის, ვინც ხშირად დადის ჩვენს მაღაზიაში,  გვაქვს სპეციალური „ერთგულების ბარათები”, რომლებიც მათთვის სიურპრიზებს, საჩუქრებსა და სპეციალურ ფასდაკლებებს ითვალისწინებს. „გერი ვებერი” ძალიან ადვილად შეძლებს თქვენი გულის მოგებასაც, თუკი ახლოს გაეცნობით მას და ერთხელ მაინც გამოცდით საკუთარ თავზე, რა არის ჭეშმარიტად ხარისხიანი და კომფორტული სამოსი. 

 

 

скачать dle 11.3