კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიკარგა კავშირი დედმამიშვილებს შორის და ვინ ეძებს დასა და დისშვილებს უკრაინიდან საქართველოში

 

61 წლის ვლადიმირ ნიკოლოზის ძე ზოლინი ეძებს დას 59 წლის ელეონორა ნიკოლოზის ასულ ზოლინას და დისშვილებს: 30 წლის ელა ბადრის ასულ ნებიერიძეს და 33 წლის დავით ბადრის ძე ნებიერიძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს დას, 59 წლის ელეონორა ნიკოლოზის ასულ ზოლინას (ქალიშვილობის გვარი) და დისშვილებს: დაახლოებით 30 წლის ელა ბადრის ასულ ნებიერიძეს და 33 წლის დავით ბადრის ძე ნებიერიძეს. ჩემსა და ჩემს დას შორის კავშირი 1999 წლის შემდეგ არ ყოფილა, ბოლოს ტელეფონით ვესაუბრე. მე ვცხოვრობ უკრაინაში, ქალაქ ლუგანსკში და, დიდი იმედი მაქვს, რომ დისა და დისშვილების პოვნაში დამეხმარებით.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია ვლადიმირ ზოლინმა იმეილის საშუალებით გამოგვიგზავნა. იგი ლუგანსკში ცხოვრობს და დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოში მცხოვრებ დას იპოვის. სამწუხაროდ, დის ფოტოს გამოგზავნა ჩემმა რესპონდენტმა ვერ მოახერხა. იმედია, ეს არ იმოქმედებს ელეონორას პოვნაზე და და-ძმას შორის კავშირი აღდგება.

– გვიამბეთ, როგორ დაიკარგა თქვენსა და თქვენს დას შორის კავშირი?

– მე და ჩემი და დავიბადეთ უკრაინაში. ლუგანსკში. მოხდა ისე, რომ ჩემმა დამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ბადრი ნებიერიძე, რომელიც ლუგანსკში სასწავლებლად იყო ჩამოსული. მათ შეუყვარდათ ერთმანეთი და ნორა ბადრის  საქართველოში გაჰყვა საცხოვრებლად. ჩემი და 26 წლის იყო, როდესაც გათხოვდა. თბილისში ნორას ორი შვილი შეეძინა: უფროსი, დავითი, ამჟამად 33 წლის უნდა იყოს, ხოლო გოგონა, ელა – 30 წლის. მე ჩემი დისშვილები მხოლოდ ერთხელ მყავს ნანახი – 1995 წელს ისინი ჩვენთან იყვნენ სტუმრად. პირადად მე თბილისში არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ, ვიცოდი ჩემი დის მისამართი და რაღაც პერიოდი ჩვენ წერილობით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. ბოლოს ჩემს დას 1999 წლის ნოემბერში ვესაუბრე ტელეფონით, მას შემდეგ კი ჩვენ შორის კავშირი შეწყდა.

– გამოდის, დედმამიშვილებს შორის კავშირი ცამეტი წელია, რაც შეწყდა. აქამდე თუ გიცდიათ დის მოძებნა?

– დიახ, სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთთან კავშირი აღარ გვაქვს. ნამდვილად არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი. მე უამრავჯერ მიცდია ნორასთან დაკავშირება ტელეფონითაც, წერილებითაც. ინტერნეტითაც კი ვეძებდი, მაგრამ, უშედეგოდ. შეიძლება, ელეონორას ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი მისამართი და ჩვენ მათი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი არ ვიცით. მაგრამ, მე ისევ იმ მისამართზე ვცხოვრობ, რომელიც ჩემი დისთვისაა ცნობილი. შეიძლება, მათ გაყიდეს ბინა ან ვაჟის (ჩემი დისშვილის) გამო გაყვეს. საერთოდ, ნორა ძალიან გულისხმიერი და ყურადღებიანია. ვერაფრით ვერ ვხვდები, ამდენი ხნის განმავლობაში რატომ არ მეხმიანება.

– მაინც, რას ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– ვერ გიპასუხებთ, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება, წერილებს მწერს, მაგრამ, ჩემამდე ვერ აღწევს. ახლობლებისგან ვიცი, რომ ამ ბოლო დროს ფოსტა ისე აღარ მუშაობს და, თუ გამომგზავნს თუნდაც პატარა შეცდომა მოუვა მისამართის მითითებაში, ეს წერილი ადრესატამდე ვეღარ მიდის. ხოლო ტელეფონით რატომ ვერ მიკავშირდება, ამას ვერ გეტყვით. არც ის არის გამორიცხული, რომ შეიძლება, მან ჩემი ტელეფონის ნომერი დაკარგა. მოგეხსენებათ, დღესდღეობით რთულია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადაფრენა, თუ ამის მატერიალური საშუალება არ გაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამდენი წლის განმავლობაში ჩვენ ხომ აუცილებლად მოვინახულებდით ერთმანეთს, მით უმეტეს, რომ ნორა ჩემი ერთადერთი დედმამიშვილია. ჩვენი მშობლები ცოცხლები აღარ არიან და ჩემი და ძალიან მენატრება. ვფიქრობ, ის დღემდე თბილისშია და, თუკი წაიკითხავს ამ სტატიას, აუცილებლად გამოგეხმაურებათ. იმედია, ფოტოზეც მიცნობს.

– დის პოვნის შემთხვევაში, აპირებთ თუ არა მასთან შეხვედრას და სად ან როგორ გეგმავთ ამას?

– მეც და მთელ ჩემს ოჯახს, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ნორა თავისი ოჯახით ჩვენთან მოვიპატიჟოთ. უკვე ამდენი წელია გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან და, კარგი იქნებოდა, ჩვენს შვილებსაც ჰქონდეთ ნათესაური ურთიერთობა. იმედი მაქვს, რომ ჩემი დედმამიშვილი ჯანმრთელადაა, ჩვენ, უბრალოდ, რაღაც გაუგებრობის გამო დავკარგეთ ერთმანეთთან კავშირი და ის მალე აღდგება. შეიძლება, ვინმესთვის წარმოუდგენელიც იყოს, რომ ჩვენს დროში, ნათესავებმა ერთმანეთი დაკარგონ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარი შემთხვევები არც ისე იშვიათად ხდება. ჩვენთან, უკრაინაშიც არის სამსახურები, რომლებიც ახლობლების პოვნაში ეხმარებიან ხალხს. მაგრამ, საქართველოში ისინი მე ვერ დამეხმარებოდნენ და ამიტომ გადავწყვიტე, თქვენთვის მომემართა.

თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიასთან დაკავშირებით ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

 

скачать dle 11.3