კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაიმეტა ცოლმა სასიკვდილოდ ქმარი და ქმრის მეგობარი ქალბატონი

 

ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლმა ქმარი და მისი ეგრეთ წოდებული საყვარელი სასიკვდილოდ გაიმეტა. პატიმრის განმარტებით, ორ მატყუარაზე შური დამცირების გამო იძია და ძალიან წუხდა, რომ ორივე გადარჩა.  პარალელურად, სხვა ვერსიას ავითარებდნენ დაზარალებულები. ირწმუნებოდნენ, რომ მათ ინტიმური კავშირი არასოდეს ჰქონიათ, მაგრამ, ეჭვიანი ცოლის პლატონურ სიყვარულში  დარწმუნება ძალიან გაუჭირდათ.

აღსანიშნავია, რომ განსასჯელმა – ნარგიზა ხ-მ ქმარს მათი ბავშვების ძიძის საყვარლობა დააბრალა. ეჭვი კი მულმა გაუმძაფრა – რძალი დაარწმუნა, რომ ქმარს კარგავდა. ამიტომ, მან ორივეზე შური იძია – ქმარი და მისი „საყვარელი” დანით დაჭრა. მსუბუქი ხარისხის დაზიანების მიუხედავად, 45 წლის ნარგიზა ხ-ს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლი მიუყენეს. მას 15 წლამდე პატიმრობა ელოდა, მაგრამ ორწლიანი პირობითი სასჯელით გათავისუფლდა. 

თავდებად კი, არც მეტი არც ნაკლები, მული დაუდგა. ის რძალს კბილებით იცავდა, ძმას და მის საყვარელს კი, სასამართლო პროცესებზე, ყველას გასაგონად სწყევლიდა. ის კი არა, რძალს დასაცავად ადვოკატებიც მან აუყვანა და სასამართლო პროცესებზე გულშემატკივართა მთელი არმიით ამხნევებდა... 

და მართლაც, სწორედ ძვირად ღირებული ადვოკატების წყალობით, განზრახ მკვლელობის მცდელობის უმძიმესი მუხლი ნარგიზა ხ-ს, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების  მუხლით შეეცვალა. მას სწორედ ამ მუხლით მიეცა საშუალება, რომ ციხისთვის თავი დაეღწია. თუმცა, საპატიმროს დატოვების შემდეგ, საცხოვრებლად მშობლებთან კი არა, ყოფილი ქმრის ბინაში, მულთან ერთად დაბრუნდა. 

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დეტალიც, რომ დედამთილი რძლის დამნაშავეობაში დარწმუნებული იყო. ის სასამართლოზე მის წინააღმდეგაც კი გამოვიდა, რძალს შვილის მკვლელობას აბრალებდა, მაგრამ მისი ბრალდება მისივე ქალიშვილის ჩვენებამ გააბათილა, რომელიც რძლის გამო დედასაც კი დაუპირისპირდა.  ნანა ლ-მ სასამართლო დაარწმუნა, რომ მისი ძმა საყვარელთან ინტიმურ ურთიერთობას მათსავე სახლში ამყარებდა... სწორედ ამ ჩვენების გამო, დედამთლი უმცირესობაში აღმოჩნდა. შესაბამისად, ნარგიზა ხ. ნაკლებმძიმე კატეგორიის დანაშაულში ცნეს დამნაშავედ და გაათავისუფლეს. ასევე, მულის დამსახურებით, ნაციხარი რძალი ქმრის ხუთოთახიან კომფორტულ ბინაში დასახლდა. მისი ქმარი და დედამთილი კი საცხოვრებლად ქირით გადავიდნენ.

დანაშაულის დაკარგული იარაღი და მდუღარე წყალი

სისხლის სამართლის ნებისმიერ საქმეში დანაშაულის იარაღს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პიროვნებას ბრალი მკვლელობაში, ან მკვლელობის მცდელობაში ედება. ასეთ საქმეებს, როგორც წესი, თან ერთვის დანა, იარაღი, ბლაგვი საგანი, ძელი და ასე შემდეგ, მოკლედ, საქმეზე ნივთმტკიცების არქონა გამორიცხულია, მაგრამ ნარგიზა ხ-ს სისხლის სამართლის საქმე ამითაც განსაკუთრებულია. მის საქმეს დანაშაულის იარაღი არ ჰქონდა – პოლიციამ დანა ვერ იპოვა. თავად ნარგიზა ხ-მ კი განაცხადა, რომ აფექტურ მდგომარეობაში მყოფმა დაზიანებები მათ ჯოხით მიაყენა. თუმცა, საქმეს არც ჯოხი ერთვოდა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ ჯოხი გადატეხა და ფანჯრიდან გადააგდო. 

სხვათა შორის, იმის მიუხედავად, რომ ნანა ლ. სახლში იყო, დაჭრილების გადასარჩენად სასწრაფო დახმარება მეზობლებმა გამოიძახეს. ისინი ინციდენტის ადგილას ყვირილის გამო მივიდნენ. დაშავებულებმა საავადმყოფოში მხოლოდ რამდენიმე დღე გაატარეს. მათი დამზარალებელი კი იმავე დღეს დააკავეს და ბრალი მკვლელობის მცდელობაში დასდეს... 

კურიოზს უფრო ჰგავს, მაგრამ აღნიშნულ საქმეში ყურადღებას იქცევს  დაზარალებული ქმრის ჩვენება ცოლის წინააღმდეგ. მის ჩვენებაში ნათქვამია, რომ ცოლი ხშირად იწყევლებოდა, ყველას „მდუღარის დასხმით” ემუქრებოდა. დაუჯერებელია, მაგრამ საბრალდებო დასკვნაში სიტყვასიტყვით წერია: „ნარგიზა ხ. სისტემატურად ემუქრებოდა მეუღლეს, რომ მდუღარეს გადაასხამდა, რა მუქარაც მან სისრულეში მოიყვანა...”    

როგორ „გამოიჭირა” ცოლმა ქმარი

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ნარგიზა ხ-ს მომავალი საქმრო მულმა, ნანა ლ-მ გააცნო. როგორც ირკვევა, ნანას  ტყუპ ძმაზე, ნუგზარ ლ-ზე უზარმაზარი გავლენა ჰქონდა და ამიტომ, როდესაც დამ ძმას უთხრა, ნარგიზა სარძლოდ მომწონსო, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით მასზე ორი წლით უფროსი იყო (დაქორწინების მომენტისთვის ნუგზარ ლ. 41-ის ხოლო მისი ცოლი – 43 წლის იყო) და თავად მას სხვა ქალი მოსწონდა, დის მიერ შერჩეული მოიყვანა ცოლად. ძმას არც და დარჩა ვალში – ნანა ლ-მ ვალი აიღო და ძმას და რძალს დიდი ქორწილი გადაუხადა.

ზუსტად 9 თვეში ცოლ-ქმარს ტყუპები გაუჩნდათ. მაგრამ, უსიყვარულოდ შექმნილ ოჯახში არაფერი შეცვლილა. პირველ ეტაპზე ბავშვებს დედა ზრდიდა, რომელსაც მული და დედამთილი კი ეხმარებოდნენ, მაგრამ, მალე ნარგიზა ხ-ს სამსახურში გასვლა მოუწია და ძიძის აყვანა გახდა საჭირო. 

ასაკის გამო ნარგიზამ რამდენიმე ძიძა დაიწუნა – გამოაცხადა, რომ მას  ენერგიული დამხმარე სჭირდებოდა. ვინაიდან დრო აღარ იცდიდა, ძიძად ოჯახისთვის კარგად ნაცნობი, ნანას და ნუგზარის თანაკლასელი, ხატია ნ. აიყვანეს.  მართალია, ბავშვების მამიდა წინააღმდეგი წავიდა, მაგრამ საბოლოოდ, საქმე დადებითად გადაწყდა.

თუმცა, ოჯახში სიტუაცია სწორედ ძიძამ არია. მას და ნუგზარ ლ-ს საყვარლობა დააბრალეს, რაც რძალ-მულმა არც ერთს არ აპატია. მაგრამ, არსებობს არაოფიციალური ვერსიაც, რომლის თანახმად, ყველაფერი ნანა ლ-ს მოწყობილი იყო, რადგან ის ხატია ნ-სთან წარსულში დაპირისპირებული გახლდათ. 

როგორც ირკვევა, ნანა ლ-ს წარსულში ურთიერთობა ჰქონდა ერთ-ერთ პიროვნებასთან, რომელმაც საბოლოოდ, არჩევანი ხატია ნ-ზე გააკეთა – ცოლად ის მოიყვანა. ცოლ-ქმარი ძალიან მალე, ორ თვეში გასცილდა ერთმანეთს, მაგრამ ამის მიუხედავად, ნანამ თანაკლასელი აითვალწუნა. ამის გამო და-ძმას მუდამ კამათი ჰქონდა. დისგან განსხვავებით, ნუგზარ ლ-ს ხატია ეცოდებოდა. თანაკლასელები მას შემდეგ შერიგდნენ, როცა ხატიას ყოფილმა ქმარმა ცოლად სხვა მოიყვანა. თუმცა, როცა ხატიას ძიძად აყვანის საკითხს იხილავდნენ, და-ძმა შორის კვლავ დაპირისპირება წარმოიშვა. საბოლოოდ კი, გადაწყვეტილება ბავშვების მამამ მიიღო...

დაზარალებული ხატია ნ-ს ჩვენებიდან: „ძიძად რამდენიმე წელი ვმუშაობდი. როდესაც ნუგზარის ბავშვების მოვლა მთხოვეს, ნანას უხასიათობის გამო, მათთან მუშაობაზე უარი ვთქვი. მაგრამ, ნუგზარი არაჩვეულებრივი ადამიანია, მასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და მხოლოდ ამიტომ დავთანხმდი. ნუგზარის ცოლს მანამდე არც ვიცნობდი. რომ გავიცანი, ძალიან გამიკვირდა, აშკარად ემჩნეოდა, რომ ასაკით უფროსი იყო. როგორც შემდეგ გავიგე, ის ნანას უფროსი იყო სამსახურში და ძმას მან გაურიგა.

ვინაიდან ნუგზარი არ მუშაობდა, რეალურად, ბავშვებს ის უვლიდა. მათი ოჯახური ცხოვრება ძალიან მიკვირდა, ცოლ-ქმარი ერთმანეთს არც კი ელაპარაკებოდა. დაახლოებით ორი თვის შემდეგ, ნუგზარმა მითხრა, რომ ოჯახის შექმნით დიდი შეცდომა დაუშვა, მაგრამ ბავშვები ამშვიდებდნენ. ფაქტობრივად, მთელ დღეს ერთად ვატარებდით, ერთმანეთს ყველაფერს ვუყვებოდით. ჩვენი დაახლოება თავისთავად მოხდა. ერთ დღეს კი ნანამ დამირეკა: სხვა ძიძა ავიყვანეთ და აღარ მოხვიდეო. გამიკვირდა, ამის შესახებ ნუგზარს არაფერი უთქვამს, მაგრამ ჩავთვალე, რომ მოერიდა. იმ დღეს მათთან აღარ წავსულვარ, ჩემს საქმეებზე გავედი სახლიდან, მაგრამ ნუგზარმა დამირეკა და მისაყვედურა, რატომ არ გაგვაფრთხილე მოსვლას თუ არ აპირებდიო. მაშინვე ბავშვებთან წავედი, ნუგზარს სიტუაცია ავუხსენი. მას ხმა არ ამოუღია, რაც ძალიან გამიკვირდა. საღამოს ნანამ ისევ დამირეკა – ვერ ხვდები, რომ ოჯახს ანგრევ, აღარ მოხვიდე, ყველასთან თქვი, რომ სხვა სამსახური იშოვე და ამიტომ წახვედიო. ვუთხარი, რომ მე და ნუგზარს შორის არაფერი ხდებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არ დამიჯერა.

მეორე დღეს, 21 დეკემბერს ბავშვებთან იმის გამო წავედი, რომ ნუგზარის დედამ მთხოვა მისვლა. მას და ჰყავდა ცუდად და იქ მიდიოდა. ბავშვებს ვაბანავებდი, როცა შუქი ჩაქრა. რადგან გამაცხელებელი დენზე ჰქონდათ, ნუგზარმა, ყოველი შემთხვევისთვის, წყალი გაზზეც დადგა. თუმცა, ბავშვებისთვის ცხელი წყალი საკმარისი აღმოჩნდა, ვაბანავეთ და დავაძინეთ. რა დროს მოვიდნენ ნანა და ნარგიზა, არ გაგვიგია, რადგან სააბაზანოში ვიყავით. საქმე ისაა, რომ სიბნელეში ხელი გავიჭერი და ნუგზარი სისხლის გაჩერებას ცდილობდა. სწორედ ამ დროს შემოვიდა ნარგიზა ხ. ის განწირული ხმით კიოდა, რომ მის ქმარს ვყვარობდი და ხელი თმაში წამავლო. ნუგზარ ლ. რომ არა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ფეხი დამიცურდა და თავი აბაზანას მივარტყი. ერთადერთი, ის მახსოვს, ნუგზარი ჩემ წამოყენებას ცდილობდა, რომ დავიხედე, სისხლიანი ვიყავი. გონზე საავადმყოფოში მოვედი. იქ გავიგე, რომ მისმა ცოლმა ორივეს დანა დაგვარტყა და ადუღებული წყალიც გადაგვასხა... ვაღიარებ, ჩემსა და ნუგზარს შორის რაღაც გრძნობა ნამდვილად გაჩნდა, მაგრამ ინტიმური კავშირი არასდროს ყოფილა...”

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს პატიმრის ქმარმაც. მან განაცხადა, რომ ცოლი მისმა დამ წააქეზა, რადგან ხატია არ უყვარდა და მასზე ცუდის თქმის შანსს ხელიდან არ უშვებდა.

დაზარალებულის ჩვენებიდან: „ხატიას მიმართ მართლა რაღაც გრძნობა გამიჩნდა, მაგრამ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა არასდროს მქონია. თუმცა, ვაღიარებ, მხოლოდ მასთან დაახლოების შემდეგ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი – ნარგიზა ცოლად არ უნდა მომეყვანა. ამის მიუხედავად, მასთან არც გაყრას ვაპირებდი და არც კამათს. როგორც ჩანს, ნარგიზაც გრძნობდა, რომ ჩვენს შორის ყველაფერი რიგზე ვერ იყო. დარწმუნებული ვარ, ის ჩემმა დამ წააქეზა, რადგან ხატიას მიმართ ნანა თავიდანვე არაკეთილგანწყობილი იყო. რა მოხდა, ბოლომდე ვერც მე გავიგე”.       

მიუხედავად დაზარალებულების მტკიცებისა, რომ  მათ შორის არაფერი მომხდარა, რძალ-მული ირწმუნებოდა, რომ ისინი საყვარლები იყვნენ. თუმცა, სასამართლოზე ეს დეტალი მსჯელობის საგანი არ გამხდარა. ჩვენებებზე დაყრდნობით, კოლეგიამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება. თუმცა, იმის გამო, რომ ნარგიზა ხ. წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა და ორი მცირეწლოვანი შვილის დედაა, მას პირობით, ორი წელი მიესაჯა... 

 

 

скачать dle 11.3