კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმოსური საჩუქარი მაროკოს

 

ოქროს ღირებულებაზე 10-ჯერ უფრო ძვირი მეტეორიტული წვიმის ნიმუშები ჩამოცვივდა მაროკოს უდაბნოში გასული წლის ივლისში. რამდენიმე თვის შემდეგ ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მეტეორიტები  მარსიდანაა და, სავარაუდოდ, მსხვილი ასტეროიდის წითელ პლანეტასთან შეჯახების შედეგად წარმოიქმნა.

ამ ნიმუშებს ფასს ის გარემოება უმატებს, რომ პრაქტიკულად პირველყოფილი სახით ჩამოცვივდა და არ მოესწრო დედამიწის კლიმატისა და მიკროორგანიზმების ხანგრძლივი ზემოქმედების ქვეშ ყოფნა. მსგავსი მეტეორიტული წვიმები ძალზე იშვიათია. აქამდე მათი რეგისტრაცია სულ ოთხჯერ – 1815, 1865, 1911 და 1962 წლებში მოხდა.

როგორც ნიუ-იორკის მაკოვიჩის სახელობის მეტეორიტების კოლექციის კურატორმა, დერილ პიტმა განაცხადა, მაროკოს უდაბნოში ნაპოვნმა მეტეორიტების წონამ 11 კილოგრამი შეადგინა. სულ მარსიდან ჩამოცვენილი მეტეორიტების საერთო წონა 100 კილოგრამია. „თუ ნიმუშში აღმოაჩენენ ორგანიკას, მაშინ დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის მარსული წარმოშობისაა“, – განმარტა მეტეორიტებისა და მეტეორიტული სხეულების ინსტიტუტის დირექტორმა კარლ ეიჯიმ. მეტეორის შესწავლისას მეცნიერები მოიპოვებენ მნიშვნელოვან ინფორმაციას წითელი პლანეტის, მაგალითად, მისი ატმოსფეროს შემადგენლობის, კლიმატის განსაკუთრებულობის, ორგანული ნივთიერებების არსებობის ალბათობის, წყლის არსებობის შესახებ და აქედან გამომდინარე, სიცოცხლის არსებობის შესახებაც. მკვლევართა გარდა, მათ მუზეუმები და კოლექციონერები იძენენ. 

იმის მიხედვით, თუ როგორ არის შენახული და როგორი სტრუქტურისაა მეტეორიტის ნიმუში, 1 გრამი 300-დან 1 000 დოლარამდე ღირს. მაშინ, როცა ოქროს 1 გრამის საბაზრო ღირებულება 58 დოლარია. 

 

 

скачать dle 11.3