კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ყვავილაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყვავილა.

სოფელ კოდაში მოიხსენიება ყვავილა პოჩიკაშვილი.

ამავე ძირისაა გვარი ყვავილაძე.

კოდაში გადმოსული თუშ იჯარაულთა ოჯახი შეეკედლა ყვავილაშვილს და მათ გვარზე დაეწერა. მათ დღესაც „თუშიკოანთ“ ეძახიან.

საქართველოში 194 ყვავილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, თეთრი წყაროში – 47, რუსთავში – 29.

ბასილაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბასილი, რომელიც ბერძნულია და ქართულად სამეფოს ნიშნავს.

1727 წელს მოიხსენიება ბოცვეთის მკვიდრი, ვინმე ბასილაშვილი.

ასევე, 1721 წელს სამჩვეთში მოიხსენიება იარალაშვილების ყმა, დათუნა ბასილაშვილი.

გოლთეთელმა გიორგი ბასილაშვილმა დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის ეკლესიაში მონათლა თავისი შვილი – ევა. მიმრქმელი იყო თანასოფლელი ქარია წითელაური.

ამავე ძირისაა გვარები: ბასილაძე, ბასილაია, ბასილისძე, ბასილიძე.

საქართველოში 2 138 ბასილაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 693, გურჯაანში – 216, ბოლნისში – 202. არიან სხვაგანაც.

ჯანიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანიკო.

ელიზბარა ჯანიაშვილი 1695 წელს მოიხსენიება მეჯვრისხევში, ბატონყმობის წიგნში.

1843 წლის აღწერით, სოფელ წვერში ცხოვრობდა გლახა ჯანიაშვილი.

ასევე, გვხვდება მეგრული გვარი – ჯანია.

საქართველოში 2 610 ჯანიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 739, სიღნაღში – 542, გურჯაანში – 175. არიან სხვაგანაც.

არდიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი არდი. ეს სახელი ურარტუში მზის ღვთაებას ერქვა.

სოფელ წინწყაროში 1886 წლიდან არდიშვილები ბერძნებად არიან ჩაწერილები და გვარად არუდოვები არიან.

არდიშვილები იმერეთში აზნაურები იყვნენ.

საქართველოში 29 არდიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 15, ქუთაისში – 14.

სინატაშვილი

სინატაშვილი იმერეთში წარმოშობილი ქართული გვარ-სახელია. სიტყვა სინა ქართულში ბევრი მნიშვნელობით გვხვდება. პავლე ინგოროყვას მამაკაცის საკუთარ სახელად დაფიქსირებული აქვს სახელი სინი.

ფუძით სინი ნაწარმოებია სახელები: სინო, სინარი, სინჩი.

სინა მეორე მნიშვნელობით მავთულსაც ნიშნავს.

გვარი სინატაშვილები ადრინდელ ისტორიულ საბუთებში დაფიქსირებულია სვინატაშვილებად. სიტყვა სვინა სულხან-საბას ლექსიკონში განმარტებულია, როგორც შვილის მომნათვლელი. ამ გვარის წარმომადგენლებში ბევრი ნათლია და მეჯვარე გვხვდება.

გვარი სვინატაშვილი-სინატაშვილი, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ხშირად გვხვდება მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეების იმერეთის ეპარქიის საეკლესიო მეტრიკულ დავთარში.

„ქუთაისის მაზრის სოფელ რიონის მცხოვრებმა სვიმონ სინატაშვილმა იქორწინა დარეჯანზე, მეორე ქორწინებით. საბატონო გვირგვინი ყმა მღვდელმა ჩხიკვაძემ უკურთხა“.

საქართველოში 456 სინატაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 266, წყალტუბოში – 154, თბილისში – 36.

გამსახურდაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გამსახურდია, გამსახურდი.

1829  წელს ღოუბნელმა იოსებ გამსახურდაშვილმა ჯვარი დაიწერა მარაბდელ ტეტია ოძელაშვილის ქალიშვილზე. გვირგვინი უკურთხა მღვდელმა აბრამ ხუროშვილმა.

სოსია გამსახურდაშვილი 1828 წელს სოფელ მარაბდაში იყო ზაქარია ბაჩაშვილის მეჯვარე.

საქართველოში 79 გამსახურდაშვილი ცხოვრობს: თერჯოლაში – 33, გორში – 10, თბილისში – 8. არიან სხვაგანაც.

მუჯირიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული თანამდებობის აღმნიშვნელი სიტყვა მუჯირი.

მუჯირიშვილები ცხოვრობენ ქვემო ქართლში, გომარეთში, დმანისის რაიონში, ბოლნისის რაიონში, თბილისში და სხვაგანაც.

მუჯირიშვილი დაწინაურებული საგვარეულო იყო.

1666 წელს ზებია მუჯირიშვილსა და გიორგი მუჯირიშვილს შორის სადავო ყმა-მამულის წიგნში მოიხსენიება ქაიხოსრო ციციშვილი.

1680 წელს უშუკა მუჯირიშვილს, რომელიც საწვერისში ცხოვრობდა, ზაზა ციციშვილის ყმისთვის კარაპნის ადგილი თავად აუშენებია.

საქართველოში 433 მუჯირიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 284, დმანისში – 60, ბოლნისში – 43. არიან სხვაგანაც.

ყავრიშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყავრი. გადმოცემის მიხედვით, ის წინაპართა საქმიანობის საფუძველზე შექმნილი გვარია, კერძოდ, წინაპრები ყავრის გადამხდელები იყვნენ.

1876 წელს სოფელ გოლთეთში მოიხსენიება ანდრია ყავრიშვილი.

საქართველოში 75 ყავრიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 44, საგარეჯოში – 27, რუსთავში – 4.

ამურველაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ამურველა.

მათი თავდაპირველი გვარი ამრუმელაშვილი ყოფილა.

1871 წლის აღწერით, მარაბდაში მოიხსენიება გოსტაბაშვილის ყმა ოქრუა ამურველაშვილი.

ამურველაშვილები დიდ ენაგეთში სოფელ ერწოდან გადასულან.

საქართველოში 100 ამურველაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 49, თეთრი წყაროში – 41, გურჯაანში – 6. არიან სხვაგანაც.

ჯანგებაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯანგება.

სიტყვა ჯანგება ნიშნავდა ჯანიანს, ძალით მომგებს.

1721 წელს ღოუბანში მოიხსენიება იესა სოლოღაშვილის ყმა, ზურაბა ჯანგებაშვილი.

საქართველოში 96 ჯანგებაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 70, თბილისში – 25, კასპში – 1.

დარისპანაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დარისპანი, რომელიც სპარსული სიტყვიდან მომდინარეობს და ისპაჰანის კარს ნიშნავს.

ბერი დარისპანაშვილი გიორგი ჭანიშვილის მიერ გაცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოწმედ არის მოხსენიებული ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში.

1872 წელს, ვინმე დარისპანამ ნასახლარი მიჰყიდა წმიდა დავითის მონასტრის წინამძღვარ პავლეს.

საქართველოში 652 დარისპანაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 191, თბილისში – 56, გურჯაანში – 13. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

 

скачать dle 11.3