კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა დავადგინოთ ავტომობილის შეფერხებით მუშაობის მიზეზი თუ „ჩეკი“ არ ინთება

ჟრიალი, გაურკვეველი ჯიკაობა, დაქოქვის შემდეგ ავტომობილის ისეთი მდგომარეობა, თითქოს ჩაქრობის პირასაა – ყველა ამ გაუმართაობას სხვადასხვა მიზეზი აქვს. მევლუდ მელაძე აგვიხსნის, რა მითითებები უნდა მივცეთ ხელოსანს, რომ ჩვენმა ავტომობილმა უცნაური ქმედება შეწყვიტოს.

 

მევლუდ მელაძე: საწვავთან დაკავშირებით ავტომობილს ხშირად ექმნება ისეთი პრობლემა, რომლის მიზეზის დადგენა და პრობლემის აღმოფხვრა ხელოსნებს ძალიან უჭირთ. ყველა რაღაც ნაწილს ცვლის და შედეგი არ არის. თანამედროვე, ვგულისხმობ 1990 წელს ზემოთ გამოსულ ავტომობილებს, რომელიც კარბურატორის ნაცვლად, ინჟექტორებიანი სისტემით  არის აღჭურვილი, აქვთ კომპიუტერი, რომელიც საწვავის მიწოდებას არეგულირებს. 2000 წელს ზემოთ გამოშვებულ ავტომობილს კი შემდეგი მოწყობილობა აქვს – ხელსაწყოების დაფაზე ანთებს ეგრეთ წოდებულ „ჩეკ ენჯინს”. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერზე შეერთების დროს უნდა იწერებოდეს, თუ რა სჭირს ავტომობილს, ანუ ახდენდეს მის დიაგნოსტიკას. მაგრამ, საწვავის მოწოდებასთან დაკავშირებით, არის ისეთი პრობლემებიც, რომელსაც კომპიუტერი არ წერს – ვერ კითხულობს. შესაბამისად, მექანიკურად გვიწევს პრობლემის მოძებნა. მაგალითად, ასეთი შემთხვევაა, ვაწვებით გაზს, მაგრამ ავტომობილი ჯიკაობით, შეფერხებებით მიდის, თითქოს საწვავის გატანა უჭირს, ან საწვავი იცლება და ცოტა ხანში ჩაგვიქრება. მალე ისევ კარგად მიდის, მაგრამ მერე იგივე ეწყება. მოკლედ, გვაწვალებს. ასეთ შემთხვევაში, უპირველესად ცვლიან საწვავის ფილტრს. მიზეზი, რა თქმა უნდა, ესეც შეიძლება იყოს. პრობლემა ნებისმიერ შემთხვევაში, ნაპერწკლის მიწოდების მექანიკურ სისტემაშია, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც დაზიანებულია. სწორედ იმ კონკრეტულ დეტალს უნდა მივაგნოთ. 

– მექანიკური პრობლემის ძებნას მხოლოდ მაშინ ვიწყებთ, თუ „ჩეკ ენჯინი” არ აანთო?

– კი. თუ აანთო, კომპიუტერი პრობლემის დიაგნოსტირებას იოლად შეძლებს, რაც მაქსიმუმ, ოცდახუთი ლარი ღირს. თუ არ აინთო, სწორედ მაშინ არის პრობლემა, რადგან თავად უნდა ვიპოვოთ მიზეზი. ავტომობილი მიგვყავს ინჟექტორების მწმენდ ხელოსანთან ან სერვისცენტრში. მაგალითად, როგორიც „თეგეტა მოტორსია”, რომელიც ყველა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი და თან, სერვისი ძვირიც არ ჯდება. თავდაპირველად, ვამოწმებინებთ ბენზინის წნევას. თუ წნევა დავარდნილია, შემდეგ უკვე ვამოწმებთ წნევას ბენზინის ფილტრამდე. თუ ორივეგან დაბალია წნევა, მაშინ ფილტრი არაფერ შუაშია და ის არც უნდა შეიცვალოს. ამის მიზეზი ბენზინის „ნასოსია”, რომელიც ინჟექტორიან მანქანებში ავზში, ან მის გარეთ დგას, მაგრამ არა ძრავასთან ახლოს. თუ წნევა ფილტრამდე კარგია და მის შემდეგ იწევს დაბლა, მხოლოდ ამ შემთხვევაში იცვლება ფილტრი. თუ ორივე მხარეს წნევა მწყობრშია, ხელოსანი აუცილებლად გეტყვით, მიზეზი მაინც „ნასოსი” იქნებაო და არ დაუჯეროთ (იცინის), თუ წნევა გამოირიცხა, ამის შემდეგ ვამოწმებთ, ეგრეთ წოდებულ „აბრატნი კლაპანს”, ანუ უკან დამაბრუნებელ სარქველს, რომელიც უზრუნველყოფს საწვავის ძრავადან უკან, ავზში დაბრუნებას. „ბენზონასოსმა” რომ უკეთ იმუშაოს, ამისთვის სპეციალური მოწყობილობაა დამონტაჟებული, რომელიც ზედმეტ საწვავს უკან, ავზში აბრუნებს. შეიძლება ის დაზიანებული იყოს და ამის გასაგებად, შეამოწმეთ რა სიდიდის წნევას იჭერს „აბრატნი კლაპანი”. თუ ეს მოწყობილობაც მწყობრშია, მაშინ საწვავის სისტემას თავს ანებებთ, ის ავტომობილის შეფერხებებით მუშაობის მიზეზი არ არის. ამის შემდეგ ამოწმებთ „სვეჩას” და თუ ისიც მწყობრშია, უნდა შემოწმდეს ეგრეთ წოდებული „ვოზდუხამერი” – ჰაერის მზომი. ეს მოწყობილობა ჰაერის ფილტრის შემდეგ დგას. თუ იქამდეც მიხვედით, ჰაერის ფილტრიც დაფერთხეთ. ჰაერის ფილტრი მწყობრიდან ხშირად გამოდის და მისი გამოცვლა ძალიან იოლია. ჰაერის ფილტრის გამოცვლის შემდეგ, თუ პრობლემა კვლავ არის, მიზეზი ერთი დარჩება – რომელიმე მილიდან ჰაერი იპარება. უნდა იპოვოთ ეს მილი და გამოცვალოთ. ამ თანმიმდევრობას და გამორიცხვის ამ მეთოდებს იმიტომ გირჩევთ, რომ წვრილმანი გაუმართაობის პოვნა, ხელოსნებს ძალიან უჭირთ. სიჩქარეთა კოლოფის ჩაშლას ყველა მიხვდება, ასეთი უცნაური მიზეზის გაგება კი მართლაც რთულია. როდესაც გეცოდინებათ გამორიცხვის რა მეთოდით მიჰყვეთ ავტომობილს, ხელოსანსაც გაუიოლებთ საქმეს და შეკეთებაც გაცილებით იოლი დაგიჯდებათ. ასე რომ, მიჰყვებით თანმიმდევრობას – სინჯავთ ბენზინის წნევას სამ ადგილას: ფილტრამდე, ფილტრის შემდეგ და „აბრატნი კლაპანის” ჩართულობით; შეამოწმებთ „სვეჩს“, ჰაერის მზომს და ბოლოს რომელიმე მილს. 

 

скачать dle 11.3