კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მზეს მოვარიდოთ ნერინე და სად დავდგათ ის ზამთარში

ნერინე ულამაზესი და, ამავე დროს, ნაკლებად პრეტენზიული მცენარეა. როგორ გავახაროთ ის, როგორ ვაყვავილოთ უხვად და რა პირობები შევუქმნათ ამ სეზონზე, ამ თემაზე სასაუბროდ „ფლორა ინტერნაციონალის” ბიოლოგიის მეცნიერ-მუშაკს, ბატონ ამირან ბიწაძეს ვესტუმრეთ. 

 

– როგორი მცენარეა ნერინე?

– ნერინე ულამაზესი მცენარეა. ის მოყვავილეა, აქვს ბოლქვოვანი სისტემა და შედის ამარილისებრთა ოჯახში. მისი სამშობლოა იაპონია. 

– შესაძლებელია თუ არა ოთახის პირობებში და საქართველოს კლიმატში მისი გახარება?

– საქართველოს პირობებში ნერინე მშვენივრად ხარობს და ყვავილობს. ოთახში მისი გაზრდა დასაშვები და შესაძლებელია. 

– პრეტენზიული მცენარეა ნერინე გასახარებლად?

–  ნერინე არ არის პრეტენზიული მცენარე, პირიქით, იოლად იზრდება, ულამაზესია და არც გამრავლების დროს შეგიქმნით პრობლემებს. ნებისმიერ მოყვარულს შეუძლია, თავის ბინაში გაახაროს ეს მცენარე.  

– როგორ მოვუაროთ ნერინეს ახლა, ანუ რა პირობების შექმნა სჭირდება მას ზამთარში?

– ამ მცენარეს ზამთარში სჭირდება 20-22 გრადუსი ტემპერატურა, ის დაბალ ტემპერატურას ვერ უძლებს –  დაბალი ტემპერატურის პირობებში, მცენარე დაიძინებს და ისე ჩავა მიწაში, ფოთოლიც კი აღარ ექნება. 

– ეს იმას ნიშნავს, რომ სიცივის შემთხვევაში მცენარე დაიღუპება?

– არა, ეს მხოლოდ დაძინების პროცესია. თუ თქვენ ბინაში არ გაქვთ მისთვის შესაფერისი ტემპერატურა, ის, უბრალოდ, ზამთარში არ გაიზრდება და დაიძინებს, გაზაფხულიდან კი კვლავ გამოცოცხლდება, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარე გახარებული იყოს ამ სეზონზეც, მაშინ, აუცილებელია, 20 გრადუსი ტემპერატურა მაინც. 

– რა სიხშირით მოვრწყათ ეს მცენარე წელიწადის სხვადასხვა სეზონზე და განსაკუთრებით ახლა, ზამთარში?

– ზაფხულში ნერინე უნდა მორწყათ რეგულარულად, ზამთარში კი –  ხუთ დღეში ერთხელ. წყლის შეპკურებისგან ამ სეზონზე თავი შეიკავეთ. 

– შესაძლებელია თუ არა ახლა მცენარის გადარგვა?

– ზამთრის სეზონზე მცენარე არც ირგვება და არც მისი გამრავლება ხდება ამონაყრებით. მისი გამრავლება შეგიძლიათ გაზაფხულის დასაწყისისთვის. შესაძლებელია, მცენარემ ზამთარში იყვავილოს და ამიტომ გადარგვა სასურველი არ იქნება. 

– როგორ შევუწყოთ ხელი, რომ ნერინემ  უხვად იყვავილოს და რით დავეხმაროთ მას ზამთარში ასაყვავილებლად?

– ნერინეს აქვს დიდი ზომის ბოლქვი, ის ირგვება ძალიან ვიწრო და მაღალ ქოთანში, რათა ფესვთა სისტემა სიგრძეზე წავიდეს და არა სიგანეზე. გაითვალისწინეთ, რომ მას არ უყვარს დიდი ზომის ქოთანი. თუ გსურთ, რომ მან ზამთრის სეზონზე იყვავილოს, ბინაში სითბოს მოუმატეთ და ფოთლები შეატეხეთ. ნერინეს ყვავილობა დამოკიდებულია მისთვის შექმნილ პირობებზე. მან, შეიძლება, იყვავილოს წელიწადში ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და ოთხჯერაც კი. 

–  რა არის მისი მოვლის მთავარი პირობა, რის შედეგადაც ის კარგად და ხშირად იყვავილებს?

– მისი მოვლის მთავარი პრინციპია: არ მოვაკლოთ მის ნიადაგს ვიტამინები და მცენარეს მიწაში ჰქონდეს ყველაფერი დოზირებულად. მისი მიწა უნდა იყოს როგორც ნაკელიანი, ასევე, ტორფიანი. შეგიძლიათ, მისი ნიადაგი ვიტამინებით გაამდიდროთ ორ თვეში ერთხელ. 

– ამ სეზონზე თუ არის მიზანშეწონილი სასუქების მიწოდება?

– ზამთარში დამატებითი კვება ნერინეს მიწისთვის დასაშვებია. 

–  შეიძლება თუ არა ნერინეს გასხვლა და ფორმირება?

– ნერინეს გასხვლა და გაკრეჭა შეუძლებელია, ის თავის ნებაზე უნდა მიუშვათ, რა ზომისაც გაიზრდება. მას აქვს ერთღეროვანი სისტემა, რომელიც დახუნძლულია ულამაზესი ფოთლებითა და ყვავილებით. 

– რაც შეეხება მავნებლებს?

– ამ მცენარეს მავნებლებიდან უჩნდება მხოლო ტილი და ტკიპა. მათი მოშორება შესაძლებელია შხამ-ქიმიკატებით. შეგიძლიათ, მიბრძანდეთ ყვავილების მაღაზიებში ან სამთო ქიმიის შენობაში და კონკრეტულად ნერინესთვის საჭირო წამალი შეიძინოთ, რის საშუალებითაც მოაცილებთ მავნებლებს. 

– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის თესლით გამრავლება?

– საქართველოს პირობებში ძალიან რთულია ნერინეს თესლით გამრავლება, ამიტომ, გირჩევთ, მის ამონაყარს დაელოდოთ. 

– კიდევ რა გავითვალისწინოთ ამ სეზონზე, თუ გვსურს, რომ ბინაში ნერინე გვქონდეს?

–  ზამთარში მცენარე უნდა დადგათ დასავლეთის მხარეს. ის სინათლის მოყვარული მცენარეა, თუმცა, არ უყვარს მწველი მზის სხივები. სასურველია, ამყოფოთ გაფანტულ მზეზე. ზაფხულში შეგიძლიათ, გარეთ ან აივანზე გაიტანოთ, თუმცა, ახლა აუცილებლად ბინაში უნდა გქონდეთ. 

–  ზამთარში გაყინვის საშიშროება ხომ არ ემუქრება ახლა ნერინეს?

–  ის დაბალ ტემპერატურაზეც კი არ იყინება, მხოლოდ იძინებს. ნორმალური ტემპერატურის შემთხვევაში კი ჩვეულებრივად განაგრძობს სიცოცხლეს.

– კიდევ რა დამატებით რჩევებს მოგვცემთ ნერინესთან დაკავშირებით?

– გაითვალისწინეთ კიდევ ერთი რამ: როდესაც მცენარე ყვავილობას დაასრულებს, ნაყვავილარი ღეროვანი სისტემა მიწიდან მთლიანად არ ამოიღოთ, შეგიძლიათ, მხოლოდ მოაჭრათ. სხვა დამატებითი მოვლა მას არ სჭირდება.

 

скачать dle 11.3