კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (50)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

შეიცვალეთ იმიჯი – გაიხალისეთ ცხოვრება!

 

არ აქვს მნიშვნელობა იმას, თოვლივით თეთრი კანი გაქვთ, ხორბლისფერი, შავგვრემანი თუ მოწითურო – ნარინჯისფერი ჭორფლით; არც იმას, წლების განმავლობაში ქერათმიანი ხართ, წაბლისფერთმიანი, შავთმიანი, ვერცხლისფერთმიანი, წითურთმიანი თუ მელირება გაქვთ გაკეთებული; არც იმას, რა სიგრძის თმას ან როგორ ვარცხნილობას ატარებთ... მთავარი ისაა, რამდენ ხანს გაგრძელდა თითოეულის ხანგრძლივობა, ანუ, რამდენი წლის განმავლობაში გაქვთ ერთი და იმავე ფერისა და სიგრძის თმა, ერთი და იგივე ვარცხნილობა.

რა თქმა უნდა, შეჩვევაზე ბევრია დამოკიდებული და, ალბათ, სწორედ იმიტომ შეეჩვიეთ, რომ თავიდან კომფორტულად იგრძენით თავი. მაგრამ, ხანდახან ეს კომფორტულობაც მოსაწყენია, რადგან, არა მარტო თქვენ გარშემო მყოფებს, არამედ, თავადაც, შეიძლება, მოგბეზრდეთ კიდეც თუნდაც შეჩვეული და კომფორტული ერთფეროვნება და ამან საგრძნობლად გაგიფუჭოთ განწყობა – აბა, რა სასიამოვნოა, როცა დაბადების დღეზე, პაემანზე ან სადმე ახალ სიტუაციაში მიდიხართ და ვერავის გააოცებთ, ანუ, არც თვითონ თქვენ და არც მათ, ვისაც უნდა შეხვდეთ, არ შეგექმნებათ სიახლის, სიურპრიზის შეგრძნება. არადა, ხანდახან ეს არა მარტო სიხალისის მომტანი, არამედ, აუცილებელიცაა, რომ განწყობა აგიმაღლდეთ, რომ თქვენი ქალური ღირსებები მთლიანად შეიგრძნოთ და გამოამზეუროთ. ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, დაუთმეთ საკუთარ თავს ცოტაოდენი დრო (თუნდაც, სარეცხის ან ჭურჭლის გარეცხვის ხარჯზე) და ჯერ თმის ფერი შეიცვალეთ, შემდეგ – ვარცხნილობა, ბოლოს კი – მაკიაჟიც. ოღონდ, სასურველია, ეს პროცედურები გამოცდილ სტილისტთან ჩაიტაროთ, რადგან ის უკეთ შეახამებს თქვენი სახის კანის ფერთან თმის ახალ ფერს და, სახის ნაკვთებისა და თვალების ფერის შესაფერის ვარცხნილობასა და მაკიაჟსაც გაგიკეთებთ.

თუ პირველი ექსპერიმენტი მაინცდამაინც არ მოგეწონათ, გული არ გაიტეხოთ და მაშინვე არ დაიბრუნოთ პირვანდელი იმიჯი, განაგრძეთ ცდების ჩატარება (შეგიძლიათ, რამდენიმედღიანი შუალედებიც გააკეთოთ, რომ ახლობლები უფრო ხშირად გააოცოთ) და, დარწმუნებული იყავით, ძალიან მალე მიაგნებთ „თქვენს“ ფერს, ვარცხნილობასა და მაკიაჟს, ოღონდ, დიდხანს ნურც ამ ახალ აღმოჩენას „დაემონებით“. საკუთარი თავის ძიება მუდმივი პროცესი უნდა იყოს – ამით თქვენში ათმაგი ძალითა და ენერგიით გაიღვიძებს ქალი, რომელიც ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე კონსერვატორი საზოგადოებისთვისაც სასურველი და მისაღები იქნება, რადგან თვით ყველაზე თავგადაკლული კონსერვატორებიც კი უძლურები ხდებიან მომხიბვლელი, ძლიერი და საინტერესო ქალების წინაშე.

 

скачать dle 11.3