კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (49)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რა დაუთმო ცირა სუქნიძეს მეუღლემ და რატომ დაირქვა უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ „მის საქართველომ“ ახალი სახელი

მშვენიერი „მის საქართველო“, ცირა სუქნიძე ამჟამად პატარა, 5 თვის უსაყვარლესი ნატალის დედაა. ყველაფრის მიუხედავად, ცირა არც შვილს აკლებს ყურადღებას, არც მეუღლეს, უნივერსიტეტშიც მაღალ ქულებს იღებს და მომავალ კარიერაზე ფიქრსაც ახერხებს.

 

ცირა სუქნიძე: ბავშვი მუცელში სანამ იყო, კი მოძრაობდა, მაგრამ ვერ ვგრძნობდი, რომ დედა უნდა გავმხდარიყავი. როგორც კი დაიბადა, მისი ტირილის ხმა გავიგე და სახესთან ახლოს მომიყვანეს, მაშინვე გავაცნობიერე ყველაფერი. თან, თავი ვერ შევიკავე და ტირილი დავიწყე. ემოციებში ვიყავი და იმწამსვე გავაცნობიერე – რა არის დედობა. ქალს სანამ შვილი არ ეყოლება, მანამდე ამას ვერ მიხვდება. რაც მთავარია, ყველაფერი თავისთავად მოდის. ინსტინქტურად ხვდები, რომ უნდა აჭამო, უნდა მოუარო, უნდა იზრუნო მასზე.

– მეუღლე დაესწრო ბავშვის დაბადებას?

– არ დასწრებია, არც უნდოდა და ვერც გაუძლებდა. დედაჩემს უნდოდა შემოსვლა, მაგრამ ისიც ისე ნერვიულობდა ბავშვი რომ დაიბადა, მერე შემოვიყვანე. პაპარაცივით შემოიჭრა, ვიდეოთი გვიღებდა მე და ბავშვს.

– სახელი შენ შეურჩიე?

– ისე მომწონდა ეს სახელი, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე, ბავშვებს ვუთხარი, ნატა დამიძახეთ-მეთქი, ნატას რომ მეძახდნენ, არ ვიხედებოდი. ხალხი გიჟდებოდა – გაგვაგებინე, რა გქვიაო. ორსულად რომ ვიყავი, თავში სხვა სახელი არც მიტრიალებდა, თან როგორც კი ბავშვს დავხედე, მაშინვე – ნატალი დავუძახე. ბავშვს რომ დახედავ, უკვე ხვდები, რა სახელი მოუხდება. მეუღლესაც არ ჰქონია პრობლემა. მითხრა, შენ როგორც გინდაო, დამითმო. ბიჭზე ვნახოთ, ალბათ, გამოთქვამს თავის აზრს.

– როგორი ბავშვია?

– ძალიან მშვიდი, წყნარი ბავშვია. სამშობიაროში იმით გამოირჩეოდა, რომ დიდი თვალებით იყურებოდა და არც ტიროდა. თავიდან, როგორც ყველა ბავშვს, კვების პრობლემები გვქონდა, მაგრამ მერე გამოსწორდა. ღამე ყოველთვის პატივს მცემდა – ერთხელ-ორჯერ იღვიძებდა, ჭამა რომ უნდოდა. ახლა, შედარებით დიდია და მე ვიღვიძებ, რომ ვაჭამო. მეშინია, დიდხანს არ იყოს მშიერი. ადვილად გასაზრდელი ბავშვია, არც ჭირვეულია. ახლა, აქ რომ წამოვედი, ჩემს მამამთილთან დავტოვეთ. ძიძა არ მეხმარება, ჩემი ქმრის დები, მულები მეხმარებიან. როცა უნივერსიტეტში გავდივარ, მათ მაშინ ვუტოვებ, დანარჩენ დროს სულ ჩემთან არის. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, მგონი, ყველაფერს ვახერხებ – ოჯახსაც მივხედო, ბავშვსაც და სწავლასაც. ვცდილობ, დრო კარგად გადავანაწილო. სხვათა შორის, ყველაზე კარგი ქულები მაქვს, რაც კი ოდესმე მქონია. ლექტორები ამბობენ, შვილიანი სტუდენტი დედები ყოველთვის უფრო მოტივირებულები არიანო. ალბათ, ამ დროს ირთვება ინსტინქტი – უნდა გქონდეს კარგი სამსახური, რომ შვილს კარგი მომავალი შეუქმნა.

– ახლა ყველაზე საინტერესო ეტაპი აქვს, რაღაცეებს სწავლობს, ახალ-ახალ თვისებებს ავლენს...

– რომ მხედავს, ისე უხარია... უკვე ემჩნევა, რომ თბილი, მოსიყვარულე ბავშვი იქნება. სახლში რომ მოვდივარ, მომიხარია, მოვფრინავ. ერთი სული მაქვს, ხელში ავიყვანო. რადიკალურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. მთელი დრო მას მიაქვს, ყველაფერი უნდა შესწირო. ბავშვთან ერთად ვერაფერს გააკეთებ, მუდმივად სჭირდება ყურადღება. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა და გამიმართლა, რომ კარგი ბავშვია, თორემ ვერაფერს გავაკეთებდი.

– შენი მეუღლე თუა ჩართული ბავშვის გაზრდაში, გეხმარება?

– თავიდან რომ ნახა, თითქოს შოკში იყო, ვერ აცნობიერებდა. ისიც ჩემი ტოლია, პატარაა – ბავშვის ბავშვი გამოდის. 21 წლისანები ვართ. ახლა, რაც იზრდება ნატალია, უფრო მიეჩვია – უვლის, უცვლის, აძინებს. გამოვწიწკნი ხოლმე ხელიდან, ისე ეფერება და ჩხვლეტს წვერებით, რომ მეცოდება. არასდროს შეშინებია ბავშვის ხელში დაჭერა, დაბანის დროსაც მეხმარება. როცა ნატალის ეძინება, აუცილებლად მამა აძინებს. მე ვერ ვაძინებ, მასთან მაშინვე ჩუმდება. ეტყობა, კარგად უჭირავს, მე მემძიმება.

– არ უმღერის?

– კი. აქვს სიმღერის ნიჭი, ადრე ბარძიმაშვილის სტუდიაში მღეროდა. ორივეს გვაქვს სურვილი, რომ დავხვეწოთ ეს ნიჭი, ვოკალზე ვიაროთ, მაგრამ ჯერ არ გვცალია. ახალგაზრდები ვართ, წინ გვაქვს ყველაფერი. მომავალში მივხედავთ ამ საქმეს და შეიძლება, დუეტიც გავაკეთოთ.

– როდესაც ოჯახში ახალშობილია, ქმრებს მეუღლეების მხრიდან ყურადღება აკლდებათ, რაც ხშირად პროტესტის მიზეზი ხდება.

– ეს მომენტი ცოტა არ იყოს – არის. მაგრამ, სულ ვცდილობ, ყურადღება მეუღლეზეც გადავანაწილო და ბავშვზეც. მაგრამ ჩემი მეუღლეც არ მაწუხებს, იცის, რომ ამ ეტაპზე ბავშვი უფრო მნიშვნელოვანია და ამის გამო შეიძლება, თავის რაღაც დათმოს. ამიტომ, ამ ყველაფერს გაგებით ეკიდება.

– ბავშვის დაბადების შემდეგ, მეუღლეებს შორის ურთიერთობაც ხშირად იცვლება. სხვა ფაზაში გადადის.

– აქეთ-იქით მე და ჩემი მეუღლე ვართ, შუაში ბავშვია, რომელიც კიდევ უფრო გვაკავშირებს – შემაკავშირებელი ძაფებია გაბმული. ჩემი მეუღლე არ არის ისეთი, რომ ჩვენ მხოლოდ ცოლ-ქმარი ვიყოთ, მოსაწყენი, მონოტონური ურთიერთობა გვქონდეს. უნდა, რომ ერთფეროვანი არ იყოს ეს ურთიერთობა და ცდილობს, გაამრავალფეროვნოს. ბოლო დროს ერთად გასვლა-გამოსვლას ვეღარ ვახერხებთ, რომ სადმე დავსხდეთ, მაგრამ სახლის პირობებში ვცდილობთ, ერთმანეთის გახარებას, რაღაც სიახლის შემოტანას.

– დაქორწინებულ წყვილებს ხშირად შეყვარებულობის პერიოდი ენატრებათ.

– არ მენატრება, იმას თავისი დრო და ხიბლი ჰქონდა, ახლა სხვა პერიოდი დაიწყო. თუმცა, არაფერი განელებულა. ადრე უფრო ხშირად ვურეკავდი, ახლა ბავშვით ისე ვარ დაკავებული, ისეთი ინტენსიურობით ვეღარ ვურეკავ და ამაზე ბრაზდება – რატომ არ მირეკავ, რატომ არ მომიკითხავო. ცოტა რომ მოაკლდა ყურადღება, არ მოსწონს. არ უნდა, რამე შეიცვალოს, თორემ არ ეჭვიანობს, უნდა რომ ისევ ძველებურად ვიყოთ.

– აქტიურად აგრძელებ სწავლას?

– ინგლისურს ვსწავლობ, რომ არ დამავიწყდეს. უნივერსიტეტში ბაკალავრიატს ვამთავრებ, მერე მაგისტრატურის გაკეთებას ვაპირებ. სტაჟირების დაწყებაც მინდა, ვნახოთ, რა გამოვა.

– მახსოვს, შენი მეუღლე მომავალი მფრინავი იყო.

– კი, დიდ ავიაციაში უკვე ნახევარი ნაბიჯი აქვს შედგმული. მისი პროფესიის ხალხი ცოტაა. პერსპექტივაა, რომ კარგი სამსახური იშოვოს, თან ახლა პრაქტიკები აქვს. რომ წარმოვიდგენ, როგორ იფრენს, ცოტა მეშინია. მაგრამ, სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა და ისე უყვარს ეს პროფესია, იქ გადავიდა. უყვარს თავისი საქმე, ბაბუა პილოტი ჰყავდა და გენებში აქვს.

– 20 წლის ასაკში შექმენით ოჯახი. ეს არც ძალიან ადრეა და არც – გვიან. როგორ ფიქრობ, რამდენად იყავით ამ ყველაფრისთვის მზად?

– არაფერს ვნანობ და არც შეცდომა  დაგვიშვია. თან, ყველაფერში გვეხმარებიან. შვილის არსებობა ორივემ მალევე გავაცნობიერეთ. მე ყველა მის წვრილმანს ვაკვირდები, მისი სუნთქვით ვსუნთქავ. ეს ორივეს მხრიდან გააზრებული ნაბიჯი იყო.

 

 

скачать dle 11.3