კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ბიჭოლა „დოლჩე და გაბანას“ დახურულ წვეულებაზე

 

ცხოვრების მეოთხედი არ გაუვლია და იმას მიაღწია, რაზეც შეიძლება, ბევრმა ოცნებაც ვერ გაბედოს. ბიჭოლა თეთრაძე მოდის ბოჰემას თავიდან ბოლომდე შეიგრძნობს – შოუებით, სამოსის მაღალ დონეზე მომზადებით, ტოპ-მოდის სახლების ჩვენებებსა და სპეციალურ წვეულებებზე მიწვევით, ინტერვიუებით  „ფეშენ-თივისთვის” და სხვა... სულ ცოტა ხნის წინ ბიჭოლა მილანში მამაკაცების მოდის კვირეულზე იმყოფებოდა, სადაც დაესწრო „დოლჩე და გაბანას”, „არმანის”, „გუჩის”, „პრადას” და სხვათა ჩვენებებს. 

ბიჭოლა: „ანუკი ბიჭოლას” მცირე შვებულება ჰქონდა. ეს სტატია რომ დაიბეჭდება, უკვე კიევში ვიქნები, სადაც ახალ კოლექციაზე მუშაობას გავაგრძელებთ. მაგრამ, ჩვენი საუბრის მთავარი მიზეზი მილანის მამაკაცების მოდის კვირეულია – Milan Fashion Week Uomo. მილანამდე ვიყავი ლონდონში. სპეციალურად ჩავედი იქ, რომ მილანისთვის ყველა საჭირო სამოსი თუ აქსესუარი შემეძინა. ამ კვირეულზე, კომპანია „ნიუ თრენდის”, კონკრეტულად კი, ნონა მაჭავარიანის დახმარებით მოვხვდი და დავესწარი „გუჩის“, ჯორჯო არმანის, „ემპორიო არმანის“, „დოლჩე და გაბანას“ და სხვათა კოლექციებს.

– „ნიუ თრენდის” ბაიერი იყავი?

– არა, ვაკვირდებოდი კოლექციებს, რის შემდეგაც, ნონას რეკომენდაციების სახით მივცემ, რა შეიძინოს, ვისი კოლექციებია უფრო თბილისზე მორგებული, რას ჩაიცვამენ აქ და სხვა. კონკრეტულად სამოსის შეძენა უკვე „შოუ-რუმებში“ ხდება. კარგად მაქვს შემუშავებული კონცეფცია, თუ როგორ უნდა მოახდინო ეფექტი ჩვენებებზე, რა სჭირდებათ ჟურნალისტებს, ბლოგერებს, ფოტოგრაფებს... სწორედ ამისთვის იყო საჭირო სამილანო ტური ლონდონში. ზუსტად ვიცოდი, რომ ლონდონში შეძენილი აქსესუარები იქ ფურორს მოახდენდა და ასეც მოხდა. ჩემი პარტნიორი, ანუკი, მილანში იმყოფებოდა და ყველასთვის გასაგები მიზეზების გამო, ამ ხმაურიან ამბებს ვერ ესწრებოდა (ანუკი მეორე შვილს ელოდება – ავტორი). ჩვენებებზე მეგობრებთან ერთად დავდიოდი, ერთი-ორი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე და ამაზე ქვემოთ მოგიყვებით. 

– ლონდონის შოპინგი დაგეტყო, „ფეშენ-თივიდან” დაწყებული, „დოლჩე და გაბანას” ოფიციალური ვებ-გვერდით დამთავრებული, ვიდეოებში სულ ფიგურირებ – ხან რაღაცას ყვები, ან უბრალოდ, შენს ჩაცმულობას გვაჩვენებენ.

– ასე იყო. ლონდონში შევიძინე ჯერემი სკოტის დიზაინით შექმნილი „ადიდასის“ ფეხსაცმელი, რომელიც ლიმიტირებული რაოდენობით გამოვიდა – სულ, დაახლოებით, ოცი წყვილი მთელ მსოფლიოში. ამას, ვიცოდი, დიდი გამოხმაურება მოჰყვებოდა და ასეც მოხდა. აეროპორტიდან რომ დაიწყო, ჩვენებებზეც გაგრძელდა ყურადღება...

– მხოლოდ ფეხსაცმელზე არ არის, აქ მთელი ანსამბლია. პლუს შენი გარეგნობა და რაღაც ქარიზმა, რაც სულ ყურადღების ცენტრში გაქცევს.

– ალბათ. ამას ხშირად მეუბნებიან და დიდი მადლობა. მოკლედ, ჩავედი მილანში, დავბინავდი, გავამზადე ლუქი, თუ რას ვიცმევდი „დოლჩე და გაბანას” ჩვენებაზე და წავედი ჩემს მეგობარ ანდრეისთან ერთად. ბეჭდები, ყელსაბამი, საყურეც კი, ყველაფერი გათვლილი იყო. მეცვა – „ანუკი ბიჭოლა”, ასევე, „ეიჩ ენ ემი”, „ტოპ შოპი” და ასეთი ბრენდებიც. ჩემს გარდერობს დემონსტრირებას არასდროს ვუკეთებ, მაგრამ იქ ეს ნორმაა. მოდის ჟურნალისტი და მას თავიდან ბოლომდე უნდა მოუყვე, რა გაცვია. ეს ჩვენი ბრენდის რეკლამირების საუკეთესო საშუალება იყო. მისული არ ვიყავი, რომ სრულიად ბლოგერები, ფოტოგრაფები მაჩერებდნენ, ფოტოებს მიღებდნენ, მეკითხებოდნენ, რა მეცვა. ისე უცნაურად მეცვა, ანუკი მეუბნებოდა, ჩვეულებრივი კოსმოსური „რაკეტა” ხარო. იქაც სულ ეძებენ ახალ და საინტერესო ტიპაჟებს. მოსწონდათ წვერი... სხვათა შორის, სულ მეკითხებოდნენ, საიდან ხარო. ყველას აზიის ქვეყნებიდან ვეგონე, უფრო არაბი. ზოგს იტალიელი ვეგონე და რომელიმე ჟურნალის ახალი სახე ხომ არ ხარო, ან მოდის ჟურნალის რედაქტორი? (იცინის).

– არ გინდა, იტალიური „ვოგის” რედაქტორობა?

– არა, ფრანკას ვერ შევეცილები (იცინის). ჩემი მოწოდება დიზაინერობაა და ეს მინდა, ვაკეთო სულ. იქაც სულ ვყვებოდი, რომ ვარ მოდის დიზაინერი საქართველოდან. ვინც არ იცოდა, სად არის საქართველო, დაუზარლად ვყვებოდი მის შესახებ, სად იყო და რა მაგარი ქვეყანაა. ერთი სიტყვით, „დოლჩე და გაბანას” ჩვენების დროს, მოდის გოგო და მეუბნება, „დოლჩე და გაბანა” ეძებს ხუთ ყველაზე საინტერესოდ ჩაცმულ სტუმარს, რომელიც მათ ჩვენებაზე მივიდაო. მათ აქვე უნდა ჩავაწერინოთ სიმღერა, გაგიკეთებთ ყურსასმენებს, ვიდეოს გადაგიღებთ და რამდენიმე წუთი უნდა იცეკვოო. ჩაიწერეს ჩემი სახელი, გვარი, მისამართი. გამიკეთეს ეს ყურსასმენები და გადავიღეთ ვიდეო. ყველაფერი ის, რასაც ახლა ვყვები, მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდება. მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ნებისმიერ ინტერვიუში ხაზი გამესვა ჩემი წარმომავლობისთვის, მესაუბრა საქართველოზე და ამასაც აუცილებლად ნახავთ. შემდეგ დაიწყო ჩვენება, რომელსაც ესწრებოდნენ – სოლან ნოულსი, ბიონსეს და, ფრანკა სონზანა იტალიური „ვოგიდან“, ანა დე ლა რუსო – იაპონური „ვოგი“, რომელსაც უკვე ბევრჯერ შევხვდი. საღამოს იყო „დოლჩე და გაბანას” „ვიაიპი“ წვეულება, სადაც ისევ და ისევ „ნიუ თრენდის” მეშვეობით მოვხვდი. საოცარი სიტუაცია იყო. კარგად გავიცანი დომენიკო და სტეფანო, მივულოცე წარმატებული ჩვენება, ჭიქაც მივუჭახუნე. (იცინის). ჟურნალისტებთან ვისაუბრე მათ წარმატებაზე. ორი ჭიქა თეთრი ღვინის შემდეგ, გადასარევად მოვერგე იქაურ სიტუაციას. იქ იყვნენ ჩემი მეგობრები – პაბლო და დანილო, რამაც ადაპტაცია გამიადვილა. 

– ზუსტად იმ სიტუაციაში ყოფილხარ, ტელევიზორში რომ ვუყურებთ და ძალიან მიუწვდომელი გვგონია.

– კი, ასეა. დომენიკოსთან და სტეფანოსთან ერთად ვდგავარ და მათთან ვიღაც ცოლ-ქმარი მოვიდა. ისე ისაუბრეს, მივხვდი, ძალიან ახლობლები იყვნენ. მერე მათ ჩემთან გადმოინაცვლეს, კომპლიმენტები მითხრეს და მკითხეს, საიდან ხარო. „ჯორჯია“ რომ ვუთხარი, ამერიკა ეგონათ. არა, რუსეთის გვერდით პატარა, ლამაზი ქვეყანაა-მეთქი. და უცებ, ეს კაცი ამბობს – რაფერ კაცო, ქართველი არი (იცინის)? ეს კაცი აღმოჩნდა ებრაელი ბიზნესმენი, რომელიც არასდროს ყოფილა თბილისში, მაგრამ დედა ჰყოლია ქუთაისელი. ანუ, საქართველოდან წასული ებრაელების შვილია, რომელიც დღეს „დოლჩე და გაბანას“ უახლოესი მეგობარია. მისი ცოლი მეუბნება – „მიყვარს ლუბიანი, ტყლაპი, ტყემალი...” გავგიჟდი კინაღამ. მერე მითხრეს. კარგად ვერთობით, მაგრამ მონაკოს პრინცი გველოდება, იქ უნდა წავიდეთო (იცინის). მეორე დღეს მათთან ერთად ვისადილე და ბევრი ვისაუბრეთ საქართველოზე.

– არავის რომ არ ერიდება მოსვლა, გაცნობა, კომპლიმენტის თქმა – ეს ძალიან მომწონს.

– ერიდებათ კი არა, თავს ვალდებულად მიიჩნევენ, შეაქონ ადამიანები, რომლებიც მოსწონთ, საინტერესოდ ეჩვენებათ. მოშვებულები, ლაღები და მხიარულები არიან. ამ ჩვენებაზე გავიცანი ქართველი ბიჭი – მოდელი, რომელიც „დოლჩე და გაბანას” ჩვენებაზე გამოდიოდა. ის მეორე დღეს „ემპორიო არმანის” ჩვენებაზე დავპატიჟე, ჩავაცვი სულ „ანუკი ბიჭოლა” და ფეხზე „ვესტვუდები”. ჩვენი ლუქი ისე მოეწონათ, რომ ის „ფეშენ-თივიმ” ჩაწერა, გადაიღეს ბლოგერებმა და მისი ფოტოები style.it-ზეც დევს. ცხრამეტი წლის ძალიან კარგი გარეგნობის ბიჭია, რომელიც იტალიაში არქიტექტურულზე სწავლობს და თან, მუშაობს. „არმანის” ჩვენებაზე დავპატიჟე კიდევ ერთი ქართველი გოგო, რომელიც მილანში „ფეშენ-მენეჯმენტზე” სწავლობს. მისი ლუქიც ერთად ავაწყვე და ასევე, ირინკაც მოხვდა უამრავი ფოტოგრაფის ობიექტივში. რაც შეეხება შოუებს, ყველა თავისებურად, ძალიან საინტერესო იყო, „დისქუარდს” ჰქონდა ყოველდღიური სამოსი თავის სტილში. პოდიუმზე საკლასო ოთახი ჰქონდათ გაკეთებული, ზარი დაირეკა და მოდელები მერხებიდან ადგნენ. სკოლის სტილი ჰქონდათ გადმოტანილი პოდიუმზე და კარგი გამოვიდა. ბერეტებსა და ქუდებზე ჰქონდა აქცენტი გადატანილი „ემპორიო არმანის”. „ჯორჯო არმანის” ხაზი კი, როგორც ყოველთვის, უფრო კლასიკური, ელეგანტური და დახვეწილი იყო. არმანი იტალიელების კერპია, გიჟდებიან ისე უყვართ. ორმოცი წლის ისტორია აქვს, თან უნაკლო. მოკლედ, საოცარი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი იტალიიდან და ახლა კიევში სამუშაო განწყობით მივემგზავრები. 

 

 

скачать dle 11.3