კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოლიტისა და მსხვილი ნაწლავის ანთების დროს მიმართეთ ხალხურ რეცეპტებს

 

 

 

ბოსტნეულის წვენების რეგულარულად მიღება სრულად კურნავს კოლიტისა და მსხვილი ნაწლავის ანთებით დაავადებებს. დღის განმავლობაში უნდა მიიღოთ ნახევარი ლიტრი ახლად გამოწურული სტაფილოს წვენი, ან წვენების ნაკრები, კერძოდ: 300 მილილიტრი გრამი სტაფილოს, 100 მილილიტრი წითელი ბოლოკისა და 100 მილილიტრი კიტრის წვენი. დაავადებისგან განკურნების უებარი საშუალებაა, ასევე, თაფლი: 1 სადილის კოვზი თაფლი გახსენით 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ და გაციებულ წყალში და დალიეთ ჭამის წინ. დღეში უნდა მიიღოთ 3 ჩაის ჭიქა, მკურნალობის კურსი კი ერთი თვეა.

ამ დროს უებარია ხალხურ მედიცინაში აპრობირებული ნაყენები. კერძოდ:

2 სადილის კოვზ ჟოლოს გამხმარ  ფოთოლს დაასხით 2 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი და თავდახურულ ჭურჭელში გააჩერეთ დაახლოებით ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჭიქა, ჭამამდე, დღეში ოთხჯერ;

ერთმანეთში აურიეთ გვირილის ყვავილები, სალბი და ასისთავა. 3 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი. შეფუთეთ და გააჩერეთ ნახევარი საათით. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ყოველ ორ საათში ერთხელ, 1 ჩაის კოვზი, ორი თვის განმავლობაში.

1 სადილის კოვზ გამხმარ კრაზანას დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დაახლოებით, 15-20 წუთით გააჩერეთ წყლის ორთქლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ და მიიღეთ თითო სადილის კოვზი, დღეში 5-ჯერ.

2 სადილის კოვზი მოცვის გამხმარი ნაყოფი ჩაყარეთ 2 ჩაის ჭიქა წყალში და ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. შემდეგ ჩაასხით მასში 1 ჩაის ჭიქა წითელი ღვინო, ადუღეთ ათი წუთი დაბალ ცეცხლზე, გააცივეთ, გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ.

10 გრამ მატიტელას გამხმარ ძირებს დაასხით 1 ლიტრი წითელი ღვინო, მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 10 წუთი. ნახარში მიიღეთ დღეში ოთხჯერ. კურსი 2 კვირაა, შემდეგ კი ნახარშს დაუმატეთ 100 გრამი დანაყილი ნიორი და მიიღეთ ისევ 2 კვირის განმავლობაში.

 

რა სიმპტომები ახასიათებს ინფარქტისა და ინსულტის განვითარებას და როგორ დავიცვათ თავი

გულის უპირველესი მტერი ათეროსკლეროზია. მის განვითარებას ხელს უწყობს ცხიმიანი საკვები – ის არის სისხლძარღვების კედლებზე ქოლესტერინის ბალთების წარმოქმნის მიზეზი, რომელიც აზიანებს შიდა ფენას. დაზიანებულ ადგილას გროვდება სისხლის სხეულაკები, რომლებიც დროთა განმავლობაში გარდაიქმნება თრომბად და ნელ-ნელა ეცობა ვენებს, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ხუთვას, გულში სიმძიმის შეგრძნებას. ეს კი შესაძლოა, ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდეს. შეტევა იწყება ჭამის ან ნერვიულობის დროს. მისი სიმპტომებია გაძნელებული სუნთქვა, ხუთვა და წვა ბეჭის არეში.

პროფილაქტიკისთვის ადამიანმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს კვების რაციონს. რაციონალურ კვების რეჟიმს, ზომიერ ფიზიკურ დატვირთვას, სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონეს, დიაბეტის პროფილაქტიკას და ასე შემდეგ. გულის საშიში მტერია, აგრეთვე, ინსულტი, რომლის მთავარი მიზეზია ტვინში სისხლის მიმოქცევისა და მიწოდების მკვეთრი შემცირება. სისხლჩაქცევა ხდება ტვინისთვის სისხლის მიმწოდებელი ერთ-ერთი ძარღვის შევიწროვების გამო. ინსულტის უძლიერესი შემთხვევა ტვინში სისხლის ჩაქცევის მიზეზით ხდება. დარტყმის დროს ტვინის უჯრედები იღებს ნაკლებ ჟანგბადს, საკვებ ნივთიერებას და იღუპება. ინსულტის სიმპტომებია: სხეულის ერთი მხრის დაბუჟება, გონების დაბინდვა, გაძნელებული მეტყველება, აღქმა, მხედველობის დაქვეითება, კოორდინაციის დარღვევა და ძლიერი თავის ტკივილი. ხშირად, ინსულტს წინ უძღვის მინიინსულტი, რომელიც რამდენიმე წუთს გრძელდება. პროფილაქტიკის მიზნით, აუცილებელია დასვენება, ჯანსაღი კვება, ნორმალური ფსიქოლოგიური გარემო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მკურნალობა.

ასევე, გულის საშიში მტერია მიოკარდიის ინფარქტი. ის იწვევს წვრილი არტერიული ძარღვების დახშობას. შეტევის დროს ერთ-ერთი არტერია, რომელიც გულს კვებავს, წყვეტს საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებას გულის კუნთებისთვის, შედეგად კი ზიანდება გულის კუნთების ქსოვილის ნაწილი. მიოკარდიის ინფარქტის სიმპტომებია გულში აუტანელი ტკივილი, რომელიც ბეჭის არესაც გადაეცემა. სუნთქვა გაძნელებულია, სახის კანი – მკრთალი შეფერილობის. ზოგჯერ ინფარქტი უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. პროფილაქტიკის მიზნით, დროულად ჩაიტარეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მკურნალობა, აკონტროლეთ ემოციები, უარი თქვით მავნე ჩვევებზე, არეგულირეთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობის დონე და დაიცავით დიეტა.

 

რა გავლენას ახდენს კერძში დამატებული სანელებლები მამაკაცის პოტენციაზე

 

გარდა იმისა, რომ სანელებლები კერძებს განუმეორებელ და მაგიურ გემოს აძლევს, ის აუცილებელი საკვები დანამატია მამაკაცებისთვის.

ქინძი კარგი საშუალებაა მამაკაცის სექსუალური პრობლემების მოსაწესრიგებლად. ის ამაღლებს სექსუალურ პოტენციას, ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გააქტიურებას.

მიხაკ-დარიჩინი სანელებელთა შორის. ყველაზე ძლიერია სექსუალურობის ასამაღლებლად. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მისი გადამეტებული მიღება სახიფათოა, რადგან, შესაძლებელია, გამოიწვიოს სექსუალური აგრესია და აგზნება.

მუსკატის კაკალიც სასიკეთო ძვრებს იწვევს მამაკაცის ორგანიზმში, თუმცა, მისი გადამეტება საპირისპირო შედეგს იძლევა, კერძოდ, ადუნებს ორგანიზმს და იწვევს ჰალუცინაციებს.

ვანილი ძლიერი სქესის წარმომადგენელთა სექსუალურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მამაკაცი მისი მიღების შემდეგ განსაკუთრებით აქტიური პარტნიორია. ამიტომ, ვინც ბევრ ტკბილეულს მიირთმევს, მას ნაკლებად შეექმნება სექსში პრობლემები.

 

რა უნდა გაითვალისწინონ ვარიკოზული ვენების მქონე ადამიანებმა

 

ხანგრძლივად ფეხზე დგომა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, სისხლის შეჩერება ქვედა კიდურებში კი იწვევს ვენების გაგანიერებასა და ვენური ნასკვების წარმოქმნას.

ვენების გაგანიერების ერთ-ერთი დროული პროფილაქტიკაა ყოველდღიურად, ნახევარი საათით, ფეხების დასვენება. ამ დროს უნდა დაწვეთ და ფეხები მაღლა ასწიოთ.

უკვე დაავადებული ვენების შემთხვევაში კი ეს დასვენება უნდა იყოს უფრო ხანგრძლივი, კერძოდ, ერთსაათიანი, ძილის დროს კი ფეხები ოდნავ შემაღლებულზე უნდა გეწყოთ.

თანდაყოლილი ვენების გაგანიერებისა და უკვე წარმოქმნილი ვენური ნასკვების შემთხვევაში, მუშაობის დროს უნდა იხმაროთ ელასტიკური ბინტი ან წინდა. ის უნდა შემოიხვიოთ დილით, როცა ფეხები დასვენებულია და არ არის დასიებული, კვირაში ორჯერ კი უნდა გაიკეთოთ ოცწუთიანი წყლის აბაზანა, სამკურნალო ბალახების ნაყენის დამატებით.

სისხლძარღვების კედლების ელასტიკურობის, თანდაყოლილი დეფექტების ან სისხლის მიმოქცევის დარღვევების დროს, ორსულობის პერიოდში, შესაძლოა, ფეხებზე წარმოიქმნას წვრილი სისხლძარღვების ბადე. იმ ადამიანების კვების რაციონში ვისაც ფეხებზე აქვთ ვენოზური კვანძები ან წვრილი სისხლძარღვები, აუცილებლად უნდა შედიოდეს C და D ვიტამინებით გაჯერებული საკვები, უნდა ჭამონ ბევრი ბოსტნეული, არ მოწიონ სიგარეტი, რადგან ნიკოტინი უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვთა კედლების ელასტიკურობაზე; არ უნდა გაიკეთოთ მასაჟი ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თუ მკვეთრად გამოხატული ვენები გაქვთ, შხაპის მიღების შემდეგ მსუბუქად დაიზილეთ ფეხები ტერფიდან მუხლებამდე – ასეთი მასაჟით სისხლის მიმოქცევას აღადგენთ და სიმძიმეს მოიხსნით.

 

რა კავშირია ჰორმონებსა და ჭამას შორის და იწვევს თუ არა ისინი სიმელოტეს

თმის ცვენა ქალებში ჰორმონულ რეგულაციასთანაა დაკავშირებული, ამიტომ, ყოველთვის უნდა შემოწმდეს ფარისებრი ჯირკვლის, ჰორმონების, პროჰესტერონისა და დიჰიდროტესტოსტერონის დონე. ეს ის ჰორმონებია, რომელთა მიზეზითაც ხდება თმის ცვენის დაწყება.

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების გამოსავლენად აუცილებლად უნდა შემოწმდეს თირეომასტიმულირებელი ჰორმონის რაოდენობა. მისმა ნაკლებობამ, შესაძლოა, სიმელოტე გამოიწვიოს. ამ ჰორმონის სწორი ფუნქციონირება, შესაძლებელია, დიეტამ და საკვების დანამატების სიჭარბემ დაარღვიოს.

როცა მამაკაცს თმა სცვივა თავის ზედა ნაწილში, გვერდებში კი უხვად აქვს, ეს ტესტოსტერონისა და მისი მეტაბოლიტის – დიჰიდროტესტოსტერონის ცვლის დარღვევებზე მიუთითებს. ასეთ დროს აუცილებელია, ჭამოთ თევზი, ხორცი, ნიორი, ხახვი, ვაშლი, ქლიავი; ქალებს კი, რომლებსაც ტესტოსტერონის სიჭარბე აღენიშნებათ, ქალური ტიპის სიმელოტე უვითარდებათ. სიმელოტის ასეთი სახე იკურნება ბიოდანამატებითა და ფინასტერილით, რომლებიც ტესტოსტერონის დიჰიდროტესტოსტერონად გარდაქმნას ბლოკავს. ამ საშუალებებს უკუჩვენება მხოლოდ ორსულობის დროს აქვს.

ხშირ შემთხვევაში, ქალებში თმის ცვენას პროჰესტერონის ნაკლებობა განაპირობებს. სწორედ ამ მიზეზის გამო, ორსულებს ხშირად აღენიშნებათ თმის ცვენა. საკვები, რომელსაც მიირთმევთ და ჰაერი, რომელსაც სუნთქავთ, გაჯერებულია ესტროგენის მსგავსი ნივთიერებებით. როცა ორგანიზმში ესტროგენები ჭარბად ხვდება, პროჰესტერონის დონე ქვეითდება, რაც სიმელოტეს იწვევს. ჭამეთ ბევრი ნიგოზი, თხილი, ქიშმიში, თევზი, საქონლის ხორცი.

 

ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს

ფორთოხალი ბევრ დაავადებას ებრძვის და დაგვიცავს  სავალალო შედეგებისგან: მას ორგანიზმიდან გამოაქვს ნივთიერებათა ცვლის ნარჩენები და ტოქსინები. კარგია მისი ახალგამოწურული წვენის სმაც. ფორთოხალი შეიცავს კალიუმს, A, B1, C ვიტამინებს, ფოლის მჟავას, მაგნიუმს, რკინას, ფოსფორს, მანგანუმს, სპილენძსა და თუთიას, რაც აძლიერებს იმუნიტეტს.

იმ ნივთიერებებთან ერთად, რომლებსაც ფორთოხლის ქერქი შეიცავს, ვიტამინები, სტიმულს აძლევს ორგანიზმს ანტისხეულების გამოსამუშავებლად, ეს კი აძლიერებს ჩვენს გამძლეობის უნარს, გვიცავს სხვადასხვა ინფექციისა და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან.

ფორთოხალი ამცირებს კიბოს წარმოშობის რისკს – კუჭში დალექილი ნიტრატები წარმოქმნის კანცეროგენულ ნივთიერებებს, მასში შემავალი C ვიტამინი კი აფერხებს მათ წარმოქმნას. ასევე, თუ ყოველდღე ერთ ცალ ფორთოხალს შეჭამთ, ამით თრომბის წარმოქმნის რისკსაც შეამცირებთ.

უზმოზე ფორთოხლის ჭამა აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას, საუზმეზე დალეული ფორთოხლის ახალგამოწურული წვენი კი ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. სამხარზე აუცილებლად მიირთვით მთლიანი ფორთოხალი, რადგან, მის ქერქში არსებული პექტინები აკონტროლებს ორგანიზმში ქოლესტერინის დონეს.

 

скачать dle 11.3