კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

კითხვა: მყავს პატარა ბავშვი. რას ფიქრობთ სამკურნალო ცურვაზე – პატარებისთვის წყლის ვარჯიშებზე?

პასუხი: ძალიან კარგია, რომ ცდილობთ, განავითაროთ თქვენი პატარა. ცურვა უწყობს ხელს კუნთოვანი კორსეტის ჩამოყალიბებას, ამაგრებს ძვლებსა და მყესებს, ზრდის ფილტვების სუნთქვით შესაძლებლობებს, რაზეც პირდაპირაა დამოკიდებული მთელი ორგანიზმის მდგომარეობა და განვითარება, მათ შორის – იმუნიტეტიც. ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ცურავენ, თანატოლებს ასწრებენ განვითარებაში და ნაკლებს ავადმყოფობენ.

კითხვა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარს აქვს C-ჰეპატიტი. ქალი არის ორსულად. პირველი შვილი დაეღუპა. ახლა მეორეს ელოდება. საშიშია თუ არა ეს დაავადება თვით ახალგაზრდებისთვის და ნაყოფისთვის?

პასუხი: C-ჰეპატიტი, რა თქმა უნდა, სერიოზული დაავადებაა, რომელსაც სჭირდება ყურადღება და ჯანსაღი ცხოვრების წესი. ორსულმა ყოველთვე უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა C-ჰეპატიტის გამწვავების დროულად სამკურნალოდ. ვირუსს შეუძლია პლაცენტაში შეღწევა და ნაყოფის დაზიანება, რაც დამოკიდებულია ვირუსის აქტივობაზე. მშობიარობის შემდეგ ბავშვს იკვლევენ, არის თუ არა ის ვირუსის მატარებელი და შეჰყავთ იმუნოგლობულინი. 

კითხვა: პერიოდულად სხეულზე მიჩნდება წვრილი ხალები. რისი ბრალია ეს და როგორ ვუმკურნალო?

პასუხი: ხალების გაჩენა დაკავშირებულია მზეზე ხანგრძლივად ყოფნასთან. ასაკთან ერთად მათი რაოდენობა იმატებს. მკურნალობას არ საჭიროებს, მოერიდეთ მზეს.

კითხვა: ვარ 75 წლის. ფეხის ფრჩხილზე მაქვს სოკოვანი დაავადება. როგორ ვიმკურნალო სახლის პირობებში?

პასუხი: სოკოვანი დაავადება ყველაზე ხშირად ფეხის ფრჩხილებს აზიანებს (სითბო და მაღალი ტენიანობა უწყობს ხელს). განკურნება შეიძლება თანამედროვე პრეპარატების გამოყენებით (ლამიზილი, ნიზორალი, ორუნგალი და სხვა); ასევე, საჭიროა აბების ყოველდღიური მიღება, პლუს, ადგილობრივად მალამოების ან სპეციალური ლაკის წასმა, მაგრამ, მკურნალობა ხანგრძლივია (თვეების განმავლობაში) და საკმაოდ ძვირად ღირებული. ამიტომ, გირჩევთ თვითმკურნალობას მოერიდოთ და მიმართოთ მიკოლოგს ან დერმატოლოგს. სოკოს მკურნალობის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს პირად ჰიგიენას. ყველა ფეხსაცმელი უნდა დაამუშავოთ სპეციალური ხსნარებით ან გამოცვალოთ.

კითხვა: ვარ 70 წლის. მაწუხებს ოფლიანობა. ჩიყვი არ მაქვს. რისი ბრალია ეს და რა წამალი მივიღო? არის თუ არა ამის მიზეზი კლიმაქსი?

პასუხი: ჭარბი ოფლიანობა   შეიძლება იყოს ენდოკრინოლოგიური დაავადების (ფარისებრი ჯირკვალი და ჰიპოფიზი), ჰემატოლოგიური (ლიმფოგრანულომატოზი) და, უბრალოდ ვეგეტატიური ნერვული სისტემის დარღვევის სიმპტომი. მიზეზის დასადგენად დასაწყისისთვის მიმართეთ თერაპევტს.

კითხვა: ვარ 28 წლის, გათხოვილი. მაქვს მენსტრუალური ციკლის დარღვევა. გამოკვლევისას აღმომაჩნდა პაპილომა-ვირუსი. საშიშია თუ არა ის და რით შეიძლება მისი გაუვნებელყოფა?

პასუხი: საშიშია პაპილომა-ვირუსის ონკოგენური ტიპები (16 და 18). გამოკვლევა ხდება სპეციალური მეთოდებით. გადადის სქესობრივი გზით. მკურნალობა ესაჭიროება ორივე პარტნიორს, მაგრამ, ვირუსი რჩება სისხლში და იმუნიტეტის დაქვეითებისას შესაძლებელია რეციდივი.

რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

 

 

скачать dle 11.3