კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (52)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: რას ნიშნავს მირონცხება?

პასუხი: მირონცხება ერთ-ერთი მართლმადიდებლურ-ქრისტიანული საიდუმლოთაგანია. ის ნათლობასთან არის გაერთიანებული და ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ამ საიდუმლოს აღსრულების დროს მორწმუნე ადამიანს სულიწმიდის მადლი ენიჭება, რაც მას ქრისტეს მცნებათა დაცვაში ეხმარება. წინათ, მირონცხებულად მოიხსენიებდნენ მეფეებს.

კითხვა: შეიძლება თუ არა, ტაძარში, ღვთისმსახურების დროს, სპეციალური მოსახსენიებლით მოვიხსენიოთ არამართლმადიდებელი ახლობლები ან სახლში ვილოცოთ მათთვის?

პასუხი: ტაძარში ლიტურგიის დროს არამართლმადიდებელთა მოხსენიება კატეგორიულად არ შეიძლება. რაც შეეხება თქვენს ლოცვებს, შეგიძლიათ, დილის ლოცვებში ზოგადად მოიხსენიოთ, მაშინ, როდესაც იხსენიებთ „წვალებათაგან დაბნეულთ“ და „ჭეშმარიტებისა გზათა შეცდომილთ“.

კითხვა: გთხოვთ, მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა რელიგიურ დღესასწაულებზე მიწის დამუშავება და მოსავლის აღება?

პასუხი: მიწაზე მუშაობა არც ერთ საუფლო, რელიგიურ დღესასწაულზე არ შეიძლება. ასევე, არ უნდა იმუშაოთ უქმე დღეებში. ღმერთმა სამუშაოდ ექვსი დღე დააწესა, ხოლო მეშვიდე, უქმე დღე უფლისაა. ამ დღეს ადამიანმა ყოველდღიური საზრუნავი უნდა დაუტევოს და ლოცვისთვის გაემზადოს. სასურველია, მთელი ამ დღის განმავლობაში უფლისთვის სათნო საქმეები აღასრულოს. ამ განაწესს უფლის სიყვარული უდევს საფუძვლად, რადგან უფალს არ სურს, ადამიანი მუდმივად ქანცგაწყვეტილი შრომობდეს და შეელახოს ჯანმრთელობა. ამიტომ, თუკი უქმე დღეებში დასვენებით მთელი წლის მოსავალი არ იღუპება, დაისვენეთ, მობრძანდით ტაძარში, ილოცეთ, განადიდეთ უფალი და სთხოვეთ მას, დაიფაროს თქვენი ნაშრომ-ნაღვაწი.

კითხვა: რომელი ფორმაა სწორი: „წმინდა“ თუ „წმიდა“?

პასუხი: ორივე ფორმა სწორია – საეკლესიო ხელნაწერებში გვხვდება როგორც „წმიდა“, ასევე „წმინდა“.

 

скачать dle 11.3