კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ უნდა ვაიძულოთ თავს ჩვენთვის საძულველი პიროვნების მომსახურება და რატომ უნდა შესწიროს ადამიანმა ღმერთს მადლობა თავსდატეხილი უბედურების გამო

სჯული არის სულიერი კავშირი ღმერთსა და კაცს შორის. ერთი მხრივ, კაცი ევედრება ღმერთს თავისი საჭიროებისთვის და მეორე მხრივ, ღმერთი აძლევს კაცს წყალობას. ამ ურთიერთობას ღმერთსა და კაცს შორის ღრმა საფუძველი აქვს და ის ადამიანებისგან ერთმანეთისადმი სიყვარულსა და პატივისცემას მოითხოვს. ამ საკითხის შესახებ გვესაუბრება ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გურამი (გურამიშვილი).

 

– ქრისტიანობა ერთადერთი სჯულია, რომელიც აკმაყოფილებს კაცის სულიერ მოთხოვნილებებს. ამ სჯულმა არ იცის გარჩევა ეროვნებისა, სქესისა და ასაკისა. თვით სახარება კი, არის წიგნი სამარადისო, ყველა დროსა და ყველა ხალხისთვის გამოსადეგი, საჭირო და გასაგები. თვით უფალი იესო ქრისტე ძველი აღთქმის წიგნებს უწოდებს ღვთის სიტყვას, სულიწმიდის სიტყვას, ღვთის ბრძანებას. სასოწარკვეთილების წუთებში ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ გვტოვებს ჩვენ, არამედ ჩვენ ვტოვებთ მას. ღვთის ბრძანების თანახმად, ყველანი ასე უნდა ვცხოვრობდეთ: როდესაც მარტონი ვიქნებით, მწუხარეებიც უნდა ვიყოთ და რომც არ გვინდოდეს, მაინც უნდა მოვუხმოთ ჩვენს გულებში მცხოვრებ უფალ იესო ქრისტეს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს უფლის სიყვარული, მისადმი მორჩილების სურვილი. ქრისტეს მორჩილებას საკუთარი არა, ღვთის ნება უნდა ჰქონდეს, რომელმაც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ მოციქულებსაც კი აუკრძალა მომავლის გამოძიება, რაც მხოლოდ ღმერთის უფლებაა.

– ზოგიერთი ადამიანი თავს ეკლესიაში სიარულით იწონებს, სხვებთან ურთიერთობისას ხშირად ახდენს ამის აფიშირებას.

– გეთანხმებით. ზოგიერთი თავმომწონედ, ამპარტავნულად ამბობს, იცით, მე მარხვაზე ვარ, ეკლესიაში დავდივარ, მოძღვარი მყავს, აღსარებას ვამბობ, ვეზიარები. ეს ყველაფერი უნდა იყოს გამოხატულება მორჩილებისა, ეკლესიური ცხოვრებისა, თავმდაბლობისა, სიყვარულისა და არა ამპარტავნებისა. რაც უფრო მეტი მოგვეცა, უფრო მეტი მოგვეთხოვება. თუ უფალმა მოგვმადლა იმის ნიჭი, რომ ვიაროთ ეკლესიაში, ვეზიაროთ, ის უფრო მეტად მოგვთხოვს, ვიყოთ ღვთისნიერები, თავმდაბლები, მოსიყვარულეები და გაწონასწორებულები. ადამიანი თუ არ შეინანებს, არ გააცნობიერებს, რომ ცდება, არასწორად იქცევა, და მას ამპარტავნება ღუპავს, მართლა დაიღუპება და დაისჯება. ადამიანებს ძალიან გვიყვარს მეგობრების, ახლობლების მხილება, ისე, რომ მათ ამით ხშირად ვტკენთ გულს. ნათქვამია: დუმილი ოქროა, ბრძნად მეტყველება – ვერცხლიო. ამიტომ, ყველაფერი მოთმინებით, მდუმარებით უნდა დავითმინოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მსაჯული უფალია. მან უნდა განსაჯოს ტყუილ-მართალი. ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან ძნელია, ადამიანმა საკუთარი ცოდვა დაინახოს, ხოლო, თუ ამაზე სხვები მიუთითებენ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია და შეიძლება, უარეს ცოდვაში ჩავარდეს. მითითების მიცემა უფრო მისაღები იქნება, რადგან მხილება შეიძლება ადამიანის დაკარგვის მიზეზი გახდეს. ამიტომ, ჯობია, ის მივიყვანოთ მოძღვართან, რომელიც მას მიუთითებს, დაანახვებს ცოდვას და გულწრფელი აღსარების შემდეგ გათავისუფლდება მისგან. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანებს ხშირად სხვისი ცოდვის დანახვა უფრო გვიადვილდება, ვიდრე საკუთარის. სხვის ცოდვებზე, უარყოფით მხარეებზე უფრო ადვილად ვსაუბრობთ, ვიდრე საკუთარზე. არადა, შეიძლება, თავად უფრო მეტი უარყოფითი თვისება გააჩნდეს ადამიანს, ამ დროს კი საკუთარი თავი კეთილი, სათნო ეგონოს. ადამიანი არ უნდა მიეცეს თვითკმაყოფილებას, ყოველთვის უნდა ეძიებდეს უფალს და რაც მთავარია, უნდა გააჩნდეს თვითკრიტიკის უნარი. ასევე, არ შეიძლება, ვინმე დავიწუნოთ ფიზიკური ნაკლის გამო და მასთან ურთიერთობაზე უარი ვთქვათ. შეიძლება, ის სულიერად ლამაზი იყოს. ამიტომ, ვინც ადამიანებს თანამდებობის, საზოგადოებრივი მდგომარეობის ნიშნით გამოარჩევს, ის ამპარტავნებაშია ჩავარდნილი. როგორც მეგობრის, ასევე ცხოვრების თანამგზავრის არჩევა ანგარებით არ არის მიზანშეწონილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფლის წინაშე ყველანი თანასწორები ვართ.

– ხშირად ადამიანები თანამშრომლებს, მეგობრებს, ნაცნობებს, უცნობებს უფრო კარგად ექცევიან, ვიდრე მათ, ვისთან ერთადაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ადამიანს მასთან ერთად მცხოვრებ სხვა პიროვნებასთან?

– თუ სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მათ უნდა ემსახუროთ კიდეც, როგორც თავად ღმერთს და ნუ მოითხოვთ სიყვარულის წილ სიყვარულს, სიმდაბლის წილ – ქებას, სამსახურის წილ – მადლიერებას. რითაც შეიძლება, რომ დააბრკოლოთ ან შეურაცხყოთ მოყვასი, იმას საერთოდ ნუ გააკეთებთ, ხოლო თუ ის შეურაცხგყოფთ, ეს მიიღეთ არა როგორც შეურაცხყოფა, არამედ, როგორც ღვთისგან თქვენთვის გამზადებული იარაღი, რომლითაც თუ კი ისურვებთ, შეგიძლიათ, მოსპოთ თქვენში არსებული ყოველგვარი უწმიდურება გულისა. მაშინ, ცხოვრების წიგნში ჩაიწერება თქვენი სახელი წმიდა მამების გვერდით. არავის მოექცეთ ცუდად. ყველანაირად წინ უნდა აღუდგეთ სიფიცხეს და ღვთის შეწევნით, ის აუცილებლად შესუსტდება. „თუ მოხდება ისე, რომ გაცხარდები, შეეცადე, არაფერი თქვა, ან გაშორდი იქაურობას, ან კლიტე დაიდე ბაგეებზე, რომ არ გადმოინთქას საშინელი ცეცხლი, შენი სულის დამწველი და შენ გვერდით მყოფთათვის ამაო ამბოხის მომწყობი. მაგრამ, როგორც კი ალი დაიშრიტება და გული შენი დამშვიდდება, ილაპარაკე“. ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ არაფერზე გავბრაზდეთ. ყოველი ჩვენი უსიამოვნება მოდის არა თავისთავად, არამედ იშვება ღვთის განგებულებით, იმაზე მხსნელი მიზნებით, რითაც წმიდა მოციქულ პავლეს ეწვეოდა ხოლმე. არასდროს არ უნდა განვსაჯოთ სხვა ადამიანი, ის დგას თუ ეცემა, ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს, შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს ის დაცემის შემდეგაც. ჩვენ, ყველამ საკუთარ დაცემასა და აღდგომაზე უნდა ვიფიქროთ, ვიღვაწოთ იმისთვის, რომ მყარად ვიდგეთ ფეხზე, რადგან შეიძლება, მეორე წუთს ისე დავეცეთ, რომ ადგომა ვეღარ მოვახერხოთ.

– ადამიანები ხშირად ვკამათობთ უამრავ საკითხზე, რაც შემდეგ ხმამაღალ საუბარში, შეურაცხყოფაში გადადის. ეს კი თავისთავად იწვევს წყენას.

– არ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას, ვინც გაწყენინათ და რისთვის. მხოლოდ ერთი რამ უნდა გახსოვდეთ, ვერავინ გაბედავდა თქვენს წყენინებას, ღმერთს რომ არ სდომოდა ამის დაშვება. ამიტომ უმჯობესია, მადლობა შესწიროთ უფალს, რამეთუ თავსდატეხილი მწუხარებით ის ნათლად გიჩვენებთ, რომ თქვენ მისთვის უცხო არ ხართ და სასუფეველში მიჰყავხართ. თავი ანებეთ სიმკაცრეს ადამიანებთან ურთიერთობისას და ღვთის წინაშე იყავით, როგორც ბავშვები. მუდამ ღვთის სიყვარულში უნდა იმყოფებოდეთ, სწავლობდეთ, სუნთქავდეთ მისით: „ღმერთი სიყვარული არის და რომელი ეგოს სიყვარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგავდეს და იგი ღმერთის თანა“. ამ მხრივ, წუთისოფელში ტკბილია ღვთიური სიყვარულით ცხოვრება. ხსნა მრავალსიტყვაობაში კი არ არის, რომელსაც ხშირად მივმართავთ კამათის დროს, არამედ საკუთარი თავისადმი სრულ ყურადღებაში. უნდა გადაეჩვიოთ კამათს, რადგან ის აღელვებს გულს, გართმევთ სულის მშვიდობიან განწყობას. აღშფოთების წუთებში უნდა შეეცადოთ, რომ გაჩუმდეთ და ამ დროს უნდა ილოცოთ იესოს ლოცვა. მოყვასთან ურთიერთობაში განცდილი ნებისმიერი უსიამოვნებისას უნდა ჩაიხედოთ საკუთარ სულში. თითქმის ყოველთვის აღმოაჩენთ, რომ თავად იყავით უკმაყოფილების მიზეზი. ნუ იმართლებთ თავს, ნუ იკამათებთ. უნდა ანუგეშოთ ყველა და თითოეული, რითაც შეგიძლიათ, ყველაზე ცოდვილად და უკანასკნელად უნდა მიიჩნიოთ თავი. მოყვასთან კი არ უნდა კამათობდეთ, მას უნდა მიმართოთ მხიარულად, სიყვარულით. უნდა გიყვარდეთ მოყვასი, ემსახუროთ მას. ისიც ქრისტეს ასოთაგანია. მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც ნუ შეურაცხყოფთ. როდესაც უცებ თქვენში ვინმეს მიმართ აღმოაჩენთ ზიზღს, შეეცადეთ, დაამარცხოთ ეს ცოდვიანი შეგრძნება. უნდა აიძულოთ თავი და ილოცოთ ასე: „უფალო იხსენი მონა შენი (სახელი) და მისი წმიდა ლოცვებით მოალბე გული ჩემი“. უნდა აიძულოთ თავი, რომ მოემსახუროთ თქვენთვის საძულველ ადამიანს და უნდა გამოიჩინოთ მისდამი ყოველგვარი ყურადღება. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ ამას გააკეთებთ, უფალი დაინახავს თქვენს კეთილ განზრახვას. ეს კი თქვენი გულიდან ზიზღს განდევნის და ამ ადამიანსაც წმიდა სიყვარულით აღავსებს.

 

 

скачать dle 11.3