კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დაავალა ირაკლი მაისურაძეს ქართველი მღრღნელების უფლებების დაცვა და რით იცილებს ის ობს

ცნობილი ტელესახე, ირაკლი მაისურაძე ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი ჟურნალისტია. ვეტერანის ამპლუა სულ არ აფრთხობს, უფრო მეტიც, ხარისა და რქების იგავს ისე ოსტატურად იყენებს, მისი ფასი ბაზარზე  არ ეცემა. აქტიური ჟურნალისტიკის პარალელურად, ირაკლი ბევრ ფრონტზე იბრძვის ერთად – სანიტარული ბიზნესი, ოქრომჭედლობა, უდიპლომო ბიოზოოლოგია და კიდევ ბევრი სხვა ეგზოტიკური ჰობი ირაკლი მაისურაძეს უკვე ცხოვრების სტილად ექცა.     

 

ირაკლი მაისურაძე: ვეტერანიც ვარ და ობმოდებულიც. ასაკში შესული ჟურნალისტისთვის, ეს ყველაზე უწყინარი  შეფასებაა (იცინის), მაგრამ, ამის მიუხედავად, საინფორმაციო სამსახურში მუშაობა ისევ ისეთი აზარტულია ჩემთვის, როგორც ეს  წლების წინ იყო. პირდაპირი ჩართვის დროს  ადრენალინი ისე მემატება, ობი ვის ახსოვს? (იცინის). ალბათ, იმიტომაც შემოვრჩი ამდენ ხანს საინფორმაციოს, რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, მით უმეტეს მაშინ, როცა რაიმე განსაკუთრებული, ან „ჩეპე” ხდება. 

– ეგ ბებერი ხარის რქების ამბავია. ახალ თაობასთან  კონკურენციაში გეხმარება?

– მაპატიოს ყველამ,  მაგრამ ვიტყვი, რომ  ყველას თავისი ადგილი აქვს და გამოცდილება, რომელიც ძალიან ბევრს ნიშნავს,  თავისას შვრება. „კურიერში” ძალიან კარგი ახალი თაობა გვყავს,  საინტერესო და გონიერი ბავშვები არიან, რაც ძალიან მიხარია. თუმცა,   „ჩაჩოჩების” მომენტი ჩვენთან არაა. მით უმეტეს, რომ, როგორც ჩანს, მაინც უფრო გოგონები ირჩევენ  ჟურნალისტის პროფესიას, ვიდრე ბიჭები, რომლებიც  ბაზარზე არცთუ ისე ბევრნი არიან. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე ჩემი ფასი არ ეცემა (იცინის).

– როგორც ვიცი, ჟურნალისტიკის პარალელურად, სხვა საქმეებშიც ხარ ჩართული და პატარა ბიზნესიც კი გაქვს.

– ო,  ბიზნესი ცოტა ხმამაღალი  შეფასებაა (იცინის). სრულიად შემთხვევით, წელიწად-ნახევრის წინ, მე და ჩემმა მეგობარმა გავაკეთეთ სანიტარული სამსახური. ეკოლოგიური პრობლემების, მავნებლების მოცილებაზე ზრუნვა ჟურნალისტიკის მიღმაც ხომ შეიძლება? ჩვენ დავაფუძნეთ საქართველოს სანიტარიული ეპიდემიოლოგიური ცენტრი და ვებრძვით მღრღნელებს, მავნებლებს თანამედროვე სტანდარტებით და ტექნოლოგიებით. აღარ ვიყენებთ დარიშხანს, მეცხრამეტე საუკუნის ყველაზე პოპულარულ ნივთიერებას. საერთოდ, მავნებლებსა და მღრღნელებს ახასიათებთ მიჩვევა იმ შხამქიმიკატებთან, რომლებსაც მათ წინააღმდეგ იყენებენ. ამიტომაც, დროდადრო მათი შეცვლაა საჭირო. მღრღნელებს მჟავებითა და მომწამლავი ნივთიერებებით არ ვებრძვით. ჩვენ მიერ მოწამლული მღრღნელი ადგილზე არ კვდება, გადის ტერიტორიიდან, გადასცემს ინფორმაციას სხვა ვირთხებს, რომ იმ ადგილზე აღარ შევიდნენ. ჰო, მთავარია, ჩვენი მღრღნელები და ვირთხები ტანჯვით არ კვდებიან, ესეც ევროსტანდარტების მოთხოვნაა. ასე ვზრუნავ ქართველი  მღრღნელებისა და ვირთხების უფლებებზე (იცინის).

 – კომერციულად მღრღნელებთან ბრძოლა სარფიანი თუა?

– ვერ ვიტყვი, რომ ამ ბიზნესიდან დიდი შემოსავალი  გვაქვს, მაგრამ ვზრუნავთ გაზრდასა და გაფართოებაზე. ჯერ პატარა საწარმო გვაქვს, მინილაბორატორია, სადაც ჩვენ თავად  ვაწარმოებთ ადგილობრივ პრეპარატებს. თუმცა, ხანდახან, არც უცხოური წარმოების პრეპარატების გამოყენებაზე ვამბობთ უარს. ჟურნალისტური სამუშაოს დღის ბოლოს, ამ ჩემი  პატარა კომპანიის საქმეებს ვუძღვები. იქ მარკეტინგია მისახედი, კიდევ სხვა პატარ-პატარა პრობლემები და ვართ  ამ ამბებში. ამას გარდა ავისრულე ჩემი ბავშვობის ოცნება და  ვმუშაობ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც გამოიცემა ფოტოალბომი. ადრე, საკმაოდ პატარა ვიყავი, როცა ხელში ჩამივარდა ფოტოალბომი, სადაც ძველი თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეების ამსახველი გრაფიკული სახის   ძველი ფოტოები იყო თავმოყრილი.  წლების მერე, როცა ეს წიგნი ჩემს შვილებს ვანახე, მათაც იგივე რეაქცია ჰქონდათ, რაც მე – ბავშვობაში.  მათაც გაუჩნდათ შეკითხვები: დღეს ეს შენობა რა არის? როგორია? ამიტომაც გადავწყვიტე, ამ ფოტოალბომის გამოშვება. მე და ჩემი მეუღლე არქივის დახმარებით,  მამუკა კიკალას სტუდიასთან ერთად, ვმუშაობთ ამ პროექტზე და ამ წელს გამოვცემთ მაღალი პოლიგრაფიის წიგნს,  სადაც  ძველი ფოტოების გვერდით, იქნება დღევანდელი რეალობის ამსახველი ფოტო. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი გამოვა, სადაც საუკუნის წინანდელი და დღევანდელი რეალობა იქნება ერთად თავმოყრილი. 

– მეუღლე რატომ ჩართე ამ პროექტში?

– მაგდას აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ძალიან მოეწონა ჩემი იდეა. მაგდა რომ არა, ალბათ, ამ იდეის ხორცშესხმას ვერ შევძლებდი. დროის თვალსაზრისით, სწორედ მან მაიძულა, რომ გამერისკა. არა უშავს, მოასწრებ, მიდი, გააკეთე, – სულ ამას მეუბნებოდა.  ცეცხლი შემინთო, მეც პროექტი რომ დასრულდება, კარგ ჰონორარს გადავუხდი. ყველაფრის წილში მყავს, ჩემი ხელფასი მაინც სულ მისი არაა? (იცინის).

– ამდენ საქმესთან ერთად, ოქრომჭედლობაც იცი, საიდან, როგორ?

– ეს მამაჩემის დამსახურებაა. მამა ფიზიკა-მეთემატიკოსია,  საიმედოობის თეორიის სპეციალისტი. როგორც ვიცი, ამ საქმის სპეციალისტები მსოფლიოში იშვიათადაა შემორჩენილი. მამა სამხედრო ობიექტზე მუშაობდა, ძალიან საინტერესო თემებზე. ოქრომჭედლობა მისი ჰობი იყო.  მამაჩემმა აღადგინა სევადა, ვერცხლის მოპირკეთება, რაზეც საქართველოში, სამწუხაროდ, ბევრი არ მუშაობს.  სახლში გვქონდა პატარა სახელოსნო, სადაც მამა მუშაობდა და მეც პატარაობიდან  ვეხმარებოდი ხოლმე. დღემდე  ვცდილობ, გავიმეორო მამის ხელწერა – მან დედას აჩუქა ულამაზესი ბეჭედი, ძველი  ქართული სტილის, ყვავილითა და ორნამენტებით, მაგრამ ჯერჯერობით არ გამომდის. მე დღესაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობებზე მუშაობა. ჩემი და ჩემი ცოლის  კამათის თემა ესაა – მე ვერ ვიტან, როდესაც ის ქსოვს, ნერვები მეშლება. მაგდა მეუბნება: ასე მეშლება მე ნერვები, როცა ზიხარ და პატარა ქლიბს უსვამ და უსვამ, ორნამენტი გამოგყავსო. მოკლედ, მე და ჩემი ცოლი, გატაცებების მხრივ,  ბარი-ბარში ვართ.

– როგორც ვიცი, ცოლს საქორწინო ბეჭედი  თავად გაუკეთე,  მაღალი სინჯის ოქრო გამოიყენე, თუ რამე შეაპარე?

– არა, რას ამბობ, ცოლის ბეჭედს რამეს შევაპარებდი? (იცინის) ბაჯაღლოს სტრუქტურა არ მიყვარს, რადგან რბილია. ამიტომ, გადავწყვიტე და  ოქროს სინჯი გავაკეთე არასტანდარტული – ჩვეულებრივ ოქროზე მაღალი, მაგრამ ბაჯაღლოს სტანდარტზე დაბალი, სამაგიეროდ ფერი ბაჯაღლოსი „დავსვი”. მარტო მაგდასი კი არა, ჩემი საქორწინო ბეჭედიც თვითონ გავაკეთე. მამა მედგა თავზე, მაგრამ ყველაფერს მე  ვაკეთებდი.  დროში ვიყავი შეზღუდული, მაგრამ იმის გაცნობიერება, რომ  საკუთარი ქორწინების ბეჭდებს ვაკეთებდი, ემოციური იყო.  ის ემოციაც  მახსოვს, რაც მაშინ მქონდა, როცა ბეჭდების გაკეთება დავასრულე  და ზუსტად ისეთი გამოვიდა, როგორიც მინდოდა. მაგდას თითის ზომა ვიცოდი, ჟურნალისტს ამ ინფორმაციის მოპოვება გამიჭირდებოდა?!

– ოქრომჭედლობაც არის შენი შემოსავლის წყარო? სახლი ოქროს ზოდებით გექნება სავსე. 

– არა, რას ამბობ, ეს ჩემი ჰობია, ჩემს სახლში ოქროს ზოდები არ დევს, მე უფრო ვერცხლის პატივისმცემელი ვარ. მომწონს ლითონის ფერი. ოქროზე ისეთი ალერგია მაქვს, საქორწინო ბეჭედს ძალიან დიდხანს ვეჩვეოდი. ყველაფერი, ძირითადად, მაინც  მაგდასთვის მაქვს გაკეთებული.  ერთხანს ვაპირებდი, კოლექცია გამეკეთებინა და საზოგადოებისთვის მეჩვენებინა. მაგრამ, უდროობის გამო, ამის გაკეთება ვერ შევძელი. როგორც ამბობენ, ოქრომჭედლობა მომგებიანი საქმეა, მე ამისთვის სად მცალია?  ოქრომჭედლობა სკურპულოზურ მუშაობას მოითხოვს. ძალიან მომწონს ჩრდილოკავკასიელი ოქრომჭედლების სტილი. მუშაობის დროს მეც მიყვარს ისეთი არაპროპორციული დეტალების გამოყვანა, რაც ნივთს სიძველის იერს აძლევს. ძალიან მიყვარს ბებიის სკივრიდან ამოღებული ყველაფერი – ნივთიც, რჩევაც, დარიგებაც.  ბებიის სკივრში საგულდაგულოდ ვინახავ მათ და როცა მჭირდება, მაშინ ვიღებ, განსაკუთრებით ვიყენებ   ბალახეულისგან მომზადებული ნაყენების რეცეპტებს.  ვირისტერფა და  გვირილა  ჩემს სახლში ყოველთვის არის.  დედაჩემი მოხევეა, ძალიან ბევრ დროს ვატარებდი ყაზბეგში, სადაც ერთმა მოხუცმა ქალმა ბევრი რამ მასწავლა ბალახეულის, მათი გარჩევისა და თვისებების შესახებ. მაგალითად, ქონდრის ჩაისა და თავშავას ბევრი ვერაფერი შეედრება.

– უდიპლომო ბიოლოგი ყოფილხარ.

– ეგრე გამოდის, მარტო ბიოლოგი და ზოოლოგი არა? მრავალი ინტერესი მაქვს და ყოველთვის ვცდილობ, მაქსიმალურად ბევრი ინფორმაცია მქონდეს იმაზე, რაც მაინტერესებს.  მე ხომ მცირედი სამედიცინო განათლება მაქვს და ესეც ძალიან მეხმარება. სახლში მყავს მონადირე ძაღლი – ლაიკა. მალე ჩემი სიმბოლიკო მამა გახდება. ძაღლთან ერთად სეირნობა საუკეთესო „რელაქსია“. მე და ჩემი  ლაიკა გვიან ღამით განახლებულ პლეხანოვზე ვსეირნობთ ხოლმე. ამ დროს ქუჩაში სიმშვიდეა, ცოტაა ძაღლები და გამიშვი-დამიჭირე არ წყდება. შეიძლება, ვინმემ ჩემზე თქვას, გაგიჟებულაო, მაგრამ რა ვქნა? სიმბა ისეთი ჭკვიანია, რასაც ვეუბნები,  ესმის. 

– პლეხანოვზე აცდენ მონადირე ძაღლს?

– ასე გამოდის. ნადირობასთან დაკავშირებით მათი მთავარი პრინციპია, რომ სამნი  ერთად უნდა იყვნენ  სანადიროდ.  ვინაიდან, თბილისში მისი შესაფერისი ძაღლი ძალიან ცოტაა, მისთვის კომპანიონების მოძიება გამიჭირდა. შიგადაშიგ ჩემი ლაიკა ჭიშკართან ნადირობს მტრედებსა და ვირთხებზე. მტრედები კი ძალიან მეცოდებიან, მაგრამ რა ვქნა? 

– მეზობლებზეც ინადირებს სიმბა.

– მოვახერხეთ და ისე გავზარდეთ, რომ  აგრესიული არაა. ეზოსთან ორ მეტრში რომ ვინმე ჩაივლის, სიმბა იყეფება. ამით გვატყობინებს, რომ სახლთან უცხო ადამიანია. სულ ესაა სიმბას აქაური „ნადირობის”  პიკი (იცინის).

 

 

скачать dle 11.3