კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაჭრა შეთე გულუხაისძემ მოკლული შვილის ცხედარი 75 ნაწილად და რა მოსთხოვა თანამებრძოლებს თითო ნაწილის სანაცვლოდ

შეთე გულუხაისძის შესახებ მრავალი ლეგენდა თუ ზეპირსიტყვიერებაა გავრცელებული. როგორც ჩვენი რესპონდენტი, ფოლკლორისტი, ეთნოლოგი, მწერალი გიორგი ცოცანიძე განმარტავს: ზეპირი ისტორიების თვისებაა, რომ გმირის შესახებ გადმოცემებს ლეგენდებად აქცევენ და ეს ლეგენდები ძალიან ხშირად მითიურ საბურველშიც იხვევა ხოლმე. თუმცა, ფაქტია, რომ ასეთი პიროვნება რეალურად არსებობდა და საკმაოდ მნიშვნელოვან ისტორიულ მომენტებშიც აქვს თავისი წვლილი შეტანილი. 

 

– შეთე თუში გმირია. გმირი თავისი ფიზიკური მონაცემებითა და ცხოვრების წესით: არის მეცხვარე, მეურნე, ტიპური თუში გლეხი. ასევე მეთაური და მონაწილე მაჰმადიან მეზობლებზე მეკოპრული თავდასხმებისა. ამ წესით ცხოვრობდნენ იმ პერიოდში, როგორც თუშეთში, ასევე თუშეთის მეზობელი მთიელი ტომები. როგორც წესი, თუშებიცა და მათი მეზობლებიც ხშირად მიმართავდნენ ურთიერთთავდასხმებს, ძარცვას, ქურდობასაც და მოტაცებასაც. ეს არ ითვლებოდა დანაშაულად. დანაშაული იყო ამგვარი საქციელის ჩადენა თემის შიგნით. ანუ თუშს თუშისთვის არც უნდა მოეპარა, არც ცოლი წაეგვარა, არც მიჯნა გადაეწია და ასე შემდეგ. 

– ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, მაგრამ, დავუბრუნდეთ შეთეს...

– შეთე გულუხაისძე ქუმელაურთის სასოფლო თემის წევრი, ქუმელაურთელი კაცი ყოფილა. მის შესახებ მრავალი გადმოცემა შემოგვრჩა, როგორც სახელოვანი კაცისა. დაბადებულა არა თუშეთში, არამედ ხევსურეთში, სოფელ არდოტში. შეთეს მამას, ზვიად გულუხაისძეს არავინ იცის, რა დანაშაული ჩაუდენია, მაგრამ იმას კი ამბობენ, სასოფლო თემს მოუკვეთავს და იძულებული გამხდარა, ამანათად წასულიყო ხევსურეთში. ამანათი არის უცხო თემ-სოფელს შეკედლებული, შეხიზნული, თავისი თემ-სოფლისაგან მოკვეთილი ლტოლვილი კაცი.  შეთე ამ დროს დაბადებული არ იყო. ის სწორედ იმ ზამთარს დაიბადა, როდესაც მისი დედ-მამა ხევსურეთში დასახლდა. მამაც იმავე წელს გარდაეცვალა. უქმროდ დარჩენილი შეთეს დედა, თავის შვილიანად თუშეთში, სოფელ ჭონთიოში დაბრუნდა. ამ სოფელში მისი და იყო გათხოვილი და ქვრივიც მის ოჯახს შეეკედლა. როდესაც შეთე მოიზარდა, დედამ მამისეული ხმალ-ხანჯალი გადასცა. შეთე საუკეთესო მონადირე და ძალიან შესამჩნევი ყმაწვილი დადგა. მის მონადირეობასთან დაკავშირებით თუშეთში ერთი ლეგენდაა შემორჩენილი, ნახევრად მითიური ხასიათის...

– გვიამბობთ ამ ლეგენდას?

– სიამოვნებით. შეთემ დღისით ინადირა და ღამეს მონადირის ეხში ათევს. ცეცხლი უნთია და წვავს მწვადს. უცბად, მას ყმაწვილი ქალი მიადგა. შეთეს გაუკვირდა, რა უნდოდა ქალს იქ. დააკვირდა და შეამჩნია, რომ ფეხის ტერფები შებრუნებული აქვს. ეს ნიშანია იმისა, რომ ის ავსულია. შეთე არ შეშინდა. ყურადღებას არ აქცევს. ეშმაკის ნაშიერი კი ჩამომჯდარა ცეცხლის გვერდით და მწვადიდან გამოსულ წვენს, თითს აწობს, შემდეგ ილოკავს და თან, ამბობს: „კიწიმწვარა, კიწიმწვარა ჩემი წილი კი შემწვარა”. შეთემ აიღო ერთი მუგუზალი, მოუქნია ეშმაკს და სული გააფრთხობინა. გარშემო ხევხუვმა და კლდეებმა ჟრიალი გაიწყო: „სართი, შეთევ, სართი”. ანუ კიდევ ერთი დაარტყიო. გადმოცემის თანახმად, თუ ავსულს მოკლავ დარტყმით, მეორე დარტყმით მას აცოცხლებ. „სართიც ეს არის და სატანიც“, – თქვა შეთემ, მოავლო მოკლულ ავსულს ხელი და მოისროლა. 

შეთეს ვაჟკაცობის ამბავმა მის მამისეულ სოფლამდის, ქუმელაურთამდის მივღწია. ქუმელაურთა ლეკების მომიჯნავე სოფელია და გულადი მეომარი ასეთ ადგილას ძალიან ძვირად ფასობს. სოფელმა იმსჯელა და გადაწყვიტა, მამისეული ცოდვა შეთესთვის ეპატიებინა. ამის შემდეგ შეთე მოიყვანეს და დაასახლეს მამის ფუძეზე. ამის შემდეგ იწყება შეთეს ცხოვრების ხანგრძლივი ეპოპეა. ამ ეპოპეაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მის მეკოპრულ თავდასხმებს მეზობელ ლეკებზე. შეთეს თანასოფლელი არის მისივე თანატოლი ჯაო ბერიკაიძე. ეს ორნი მოსვენებას არ აძლევენ ლეკებს. ერთ დღესაც შეთემ, ჯაომ და კიდევ ერთმა მათმა თანასოფლელმა გადაწყვიტეს, დიდოეთში წასულივნენ მეკოპრად. სამი სალოცავია ქუმელაურთაში, წასვლის წინ სამივე სალოცავში სანთელი აანთეს და შესთხოვეს გამარჯვებით დაბრუნება. თან აღუთქვეს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, თითო სალოცავში თითო ცხვარს დაკლავდნენ. 

მართლაც, გადავიდნენ ლეკეთისკენ. დაელოდნენ დაღამებას. შეთეს და მესამეს ეძინათ, ჯაო კი ფხიზლობდა, რომ შემთხვევით მტერი არ მიპარვოდა. ყარაულობისას ჯაო თავისი პერანგის დათვალიერებით გართულა და ერთი ლეკი ნაიბი თავისი მეომრებით ისე შეუმჩნევლად მიუახლოვდა, რომ ბოლო მომენტანდე ვერ გაიგო. შეთე, დიდოები! – შესძახა ჯაომ და გადახტა მათთან საფარში. შეთეს სახელის გაგონებაზე მეომრები უკან მიაწყდნენ. ნაიბი მათრახით ედგა მათ უკან და თან ამბობდა: შეთე, თოფი, არ ასრა (არ ისროლოო), ჯაო, თოფი არ ასრა! – მართლაც ისე მიუახლოვდნენ, თოფი არ გავარდნილა. ნაიბმა უთხრა: აი, ხომ ხედავთ, თქვენი დახოცვა შეგვეძლო, მაგრამ არ დაგხოცეთ, ნურც თქვენ დაგვხოცავთ. თქვენც მშვიდობით წადით – ჩვენც მშვიდობით დავბრუნდებით და ნუღარ დავეცემით ერთმანეთსო. თუშები დასთანხმდნენ. თუმცა, ლეკები რომ გასცილდნენ ჯაომ ჰკითხა შეთეს: შენ გჯერა მათი? არაო – უთხრა შეთემ. აქედან კი გაგვიშვეს, მაგრამ გზაზე აუცილებლად მზირი ჰყავთ ჩასაფრებული და აუცილებლად დაგვხოცავენო. მაშ რა ვქნათ? – ჰკითხა ისევ ჯაომ. რა ვქნათ და უფრო სიღრმეში წავიდეთ კაპუჭისკენ, – უთქვამს შეთეს.

ისინი კაპუჭის მთებში მეცხვარეებს დაეცნენ, 3 ფარა ერთად შეჰყარეს და ლაგოდეხში გაყიდეს. ამ ფარებიდან 3 ნაყოჩარი აარჩიეს, წინ გამორეკეს და ამოიყვანეს ქუმელაურთაში ხატებისთვის შეპირებული მსხვერპლის შესაწირავად. შეთესთან ასოცირდება შამილთან ომები და შამილის დატყვევების ამბავიც. იმდროინდელ საქართველოში გავრცელებული იყო აზრი, რომ შამილის დაჭერაში მთავარი პერსონა შეთე იყო. 

– ეს მართლაც ასეა?

– როგორ გითხრათ, მთავარი არ იყო, მაგრამ აქტიური კი იყო.

გახსოვთ, ალბათ, ფიროსმანის ნახატი, სადაც მთიელი მეომარი რუს გენერალს უჩვენებს რაღაცას. ქვემოთ კი სურათს აწერია: „შეთე უკაზუეტ ბარატსკომუ კაკ პოიმატ შამილა”, – ასე მიუწერია დიდ მხატვარს რუსული ასოებით. ჩემი აზრით, ეს ნახატი იმის დასტურია, რომ დაღესტნის ომები ქართველებისთვის წარმოუდგენელი იყო შეთეს გარეშე. 

შეთეს გმირობას, მისი თანამედროვე და დიდოეთის ექსპედიციის ომების აღმწერი, რუსი სამხედრო ჟურნალისტი ვოლკონსკიც აღწერს კრებულში „კავკაზკი ზბორნიკ”. არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც საქართველოში სტუმრად მყოფმა იმპერატორმა, ნიკოლოზმა მოინდომა შეთეს გაცნობა. მართლაც თიანეთში მოხდა მათი წარდგენა. იმპერატორს უკითხავს: რამდენი კაცი გყავს მოკლული ბრძოლაშიო? შეთეს უთქვამს – თორმეტიო. იმპერატორს გაჰკვირვებია თორმეტი მოწინააღმდეგის მოკვლა ძალიან ბევრი რუსი ჯარისკაცისთვის ჩვეულებრივი ამბავიაო. ამაზე შეთეს გასცინებია: 12 ისეთი მოვკალი, რომელსაც შევხედე და შემომხედა, მეცა და ვეციო. აბა, ისე, გაქცეული მეომარი რამდენი მომკვდარა ჩემი ტყვიით, მაგას ვინ დათვლისო.

– როგორც ცნობილია, ეს რუსი ჟურნალისტი აღფრთოვანებული იყო შეთეთი და მის შესახებ არაერთი ისტორია შემოგვინახა.

– ასეა. შეთემ იძია შური თანამებრძოლების თანადგომით თავისი შვილების მკვლელებზე, – ამასაც ვოლკონსკი გვიამბობს. შეთე თავს დაესხა უმცროსი შვილის მკვლელის სოფლიდან გახიზნულ ხალხს. ბანაკი გაანადგურა და ადგილზე დარჩა 8 მოკლული ლეკის გვამი. ამ რვიდან შეთეს მიერ 2 იყო მოკლული. რადგან მას ორზე მეტისთვის მარჯვენა არ მოუჭრია. 

არის ლეგენდები შეთეს მიერ შვილების მკვლელებზე შურისძიების შესახებ. თითქოს შეთემ თავისი მოკლული ვაჟი 75 ნაწილად დაჭრა, თითო-თითო ნაჭერი გაუგზავნა ნათესავებსა და თანამებრძოლებს და მათგან თითოს სანაცვლოდ თითო ლეკის მარჯვენა მოითხოვა. როგორც ჩანს, ეს ლეგენდა იმდენად გავრცელებული ყოფილა, მისი ანარეკლი ალექსანდრე დიუმას „კავკასიაშიც” მოხვედრილა. ისიც იგივე ამბავს აღწერს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეთეს „შეთიდ” მოიხსენიებს.

– როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა, ამ ლეგენდას, თუნდაც მცირედი კავშირი სინამდვილესთან?

– წარმოუდგენელია. თუშები ომში მოკლულ მეომარს არათუ ნაწილებად დაჭრიდნენ, არამედ დაასაფლავებდნენ ბრძოლის ადგილას და უკანა გზაზე აუცილებლად წამოასვენებდნენ სამშობლოში, რათა იქ აღესრულებინათ ყოველნაირი წესი მიცვალებულის გასაპატიოსნებლად. ცნობილია, რომ შეთემ თავისი ორივე შვილი ერთად მოასვენა და დაკრძალა მამა-პაპისეულ სასაფლაოზე. 

ვალკონსკი ამბობს, რომ შვილების სიკვდილის შემდეგ, სრულიად შეცვლილა შეთეს დამოკიდებულება ლეკების მიმართ. თუ მანამდე ხშირად ვნახავდით შეთეს რომელიმე მეზობელი თემის ლეკთან ჩამომჯდარს და მომუსაიფეს, მას შემდეგ შეთესთვის ყველა ლეკი უნდა მომკვდარიყო და სასურველი იყო, მისი ხელით. ამბობენ, შეთემ შვილები რომ მოასვენა, წინ ცოლი შეეგება და შესძახა: შეთევ, არ მოისვენე, სანამ შვილებიც არ დასჭამე! შეთეს უპასუხია. ეგრეა, დედაკაცო! მე სხვების დედებს ვატირებდი და ახლა სხვები ატირებენ ჩემი შვილების დედასო. შეთეს გმირობის შესახებ არსებულ ლეგენდებზე ტომები დაიწერება, მაგრამ მის პიროვნულ თვისებებზე წარმოდგენას, ალბათ, აქ მოთხრობილიც შეგიქმნით. 

 

 

скачать dle 11.3