კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ცხოვრობს ქალბატონი თაკო ელოშვილი ორსართულიან სახლში მხოლოდ მეუღლესთან ერთად და რატომ არ მიიღეს მონაწილეობა მისმა შვილებმა ბინის მოწყობაში


ამ უაღრესად ლამაზი და მყუდრო სახლის დიასახლისი მომხიბლავი ქალბატონი თამარ ელოშვილია. იგი „ავერსის“ სამკურნალო კოსმეტიკის წარმომადგენელია და, ძალზე დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, მშვენივრად ახერხებს, სამსახურის საქმეს დიასახლისისა და გულითადი მასპინძლის როლებიც შეუთავსოს.

ქალბატონი თაკო ორსართულიან სახლში მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს, უფრო სწორად, ამჟამად მხოლოდ მეუღლესთან ერთად, რადგან გოგონები გათხოვდნენ და მშობლებს ერთი-ორი კვირით თუ ესტუმრებიან ხოლმე ქმრებითა და შვილებით.

ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე განთავსებულია აბაზანა-ტუალეტი და საუნა (რომლებიც მიმდინარე რემონტის გამო ვერ გადავიღეთ), ასევე ბარი, სამზარეულო და მარანი, რომელსაც ძველებურ სტილში მოპირკეთებული კედლები და მამაპაპური ბუხარი განუმეორებელ სიმყუდროვეს სძენს. ეს მარანი ქალბატონი თაკოსა და ბატონი დათოს მეგობრების განსაკუთრებით საყვარელი ადგილია, რადგან არაჩვეულებრივად არის შეხამებული ძველებური სტილი თანამედროვე ელემენტებთან და საოცარი მშვიდი აურა აქ ქეიფს განსაკუთრებულ ეშხს სძენს. მათი ქალიშვილების მეგობრებს კი უფრო მეტად მეორე სართულზე მდებარე მწვანე მარმარილოთი მოპირკეთებული ბუხრიანი ოთახი უყვართ, რადგან იქ არეც მეტია და მთლიანობაში ოთახიც უფრო „ამ ეპოქის შვილია“.

პირველი და მეორე სართულები ერთმანეთს ხის ხვეული შიდა კიბით უკავშირდება, რომლის გასწვრივაც ელოშვილების უმცროსი ქალიშვილის – ანუკას ნახატებია ჩამწკრივებული.

მეორე სართულზე, საკმაოდ მოზრდილი ჰოლის ერთ ნაწილში, სამლოცველო კუთხეა მოწყობილი, ოთახებს კი ყველას ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. აქვეა მეორე სამზარეულო თავისი ბარით. განსაკუთრებით მყუდროდ და კომფორტულად კი მწვანე ონიქსის მარმარილოს ფილებით მოპირკეთებულ ბუხართან ვიგრძენით თავი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მისაღებში მდებარეობს. მასიური ფუმფულა სამეული სტილითაც და ფერითაც საოცრად ერწყმის ოთახს.

საწოლი ოთახი თეთრ და ლაჟვარდის ფერებშია გადაწყვეტილი და ძალზე რომანტიკულ განწყობას ქმნის.

– ქალბატონო თაკო, ვინ არის თქვენი სახლის არქიტექტორ-დიზაინერი: თქვენ, თქვენი მეუღლე თუ მოწვეული სპეციალისტი?

– არქიტექტურაც და დიზაინიც ძირითადად ჩემს მეუღლეს – დათოს და მის მეგობარს – პაატა ქერაშვილს ეკუთვნით. ცხადია, მეც შემქონდა პატარ-პატარა კორექტივები, როგორც დიასახლისს, მაგრამ ლომის წილი დათოსა და პაატაზე მოდის. ახლა საუნისა და სველი წერტილების ახლებურად მოპირკეთება გადავწყვიტეთ, მე მგონი, კარგი გამოვა.

– თქვენი გოგონები არ იღებდნენ მონაწილეობას სახლის დიზაინში?

– როცა ჩვენ რემონტს ვაკეთებდით, გოგონები პატარები იყვნენ და არაფერში ჩარეულან, ახლა კი ორივე გათხოვილია, საკუთარი ოჯახები აქვთ და არანაირ ცვლილებებზე არ გამოუთქვამთ პროტესტი. ალბათ, იმიტომაც, რომ მშობლების გემოვნებას ენდობიან.


скачать dle 11.3