კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„თუ კაცსა ცოდნა არა აქვს…“

აკი უკვე გამორეფორმირებულიაო?!

 

გავრცელებული ინფორმაციით, რაკი საერთაშორისო კვლევებით, ქართველი მოსწავლეები ისეთ შედეგებს აჩვენებენ, აქეთ – მშობლები უნდა მირბოდნენ მტკვრისკენ ორ-ორი აგურით ხელში (თან, საქმე მოსწრებაზეა, რადგან, თუ მტკვარს კალაპოტი შეეცვალა, ვეღარ უწერია ასრულება პოეტის სიტყვებს: „მტკვარი ახლოა, მინდა, მტკვარში თავი დავიხრჩო“), იქით – განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სრული შემადგენლობა, მინისტრის მოადგილის, ბ-ნი სეფერთელაძის თაოსნობით (რომელიც ჩემს ამ კონკრეტულ ხილვაში ასეთ დროსაც კი ჩოხაში უნდა იყოს გამოწყობილი), სამინისტრომ მათზე უარი თქვა და თავის საკუთარს ატარებს, თანაც, სულ ისეთებს, რომლებიც თავიდან ბოლომდე ადასტურებენ, რომ ქართველი მოსწავლეები წარმატებით ართმევენ თავს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და ცოდნის სათანადო დონესაც აჩვენებენ.

მეორე მხრივ, მართალია, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არც მტკვრისკენ მიეშურება და არც საერთაშორისო კვლევებს სწყალობს, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ვერც ქართველ მოსწავლეთა ცოდნის დონეს აუმჯობესებს და ვერც კვლევების ჩატარებას აფერხებს.

ჰოდა, რაკი ვერ აფერხებს, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტმა (EPPM), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, კვლევაც ჩაატარა და ზედაც დაადგინა, რომ გამოკითხულთა 90 პროცენტი რეპეტიტორების აუცილებლობას აღიარებს. თუმცა, მათგან მხოლოდ 40 პროცენტი სარგებლობს რეპეტიტორთა მომსახურებით, დანარჩენი 60 პროცენტი კი ამას, უბრალოდ, ობიექტური საფუძვლით ვერ ახერხებს: არ აქვთ შესაბამისი ფინანსები.

გამოკითხულებს არც ის დაუმალავთ, რომ რეპეტიტორებს ორი მიზეზით აკითხავენ: ჯერ ერთი, სასკოლო განათლების ხარისხი დაბალია და, რაც მთავარია, სკოლაში მიღებული ცოდნა უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მოთხოვნებთან სრულიად შეუსაბამოა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ კონკრეტული კვლევის შედეგებზე კომენტარი არ გაუკეთებია, ოღონდ, ისიცაა, რომ, საერთოდაც, მედიასთან ცოცხალ კონტაქტს ერიდებიან (შესაძლოა, გენიალურ აზრებს არ იფრთხობენ), მაგრამ, ამის მიუხედავადაც, იბადება რიტორიკული კითხვა: აკი, უკვე გამოვარეფორმირეთო?!

 

скачать dle 11.3