კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წვეულნი

„ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა, პატივცემულო“

 

გასულ კვირას სამშობლო რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერმა დატოვა: მათი ნაწილი ევროპაში გაემგზავრა, ევროპელ მეგობრებთან შესახვედრად, ორნი კი, სულაც – შორეულ ოკეანისგაღმეთში. პოლიტიკური პარტიის  ლიდერს ვამბობ, თორემ, ერთ-ერთი (ოკეანისგაღმა გამგზავრებულთაგან) საქართველოს პრეზიდენტია, რომელიც თავის ამერიკელ კოლეგას, არც მეტი, არც ნაკლები, ოვალურ დარბაზში უნდა შეხვდეს.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ „ნიუზში“ ნათქვამია, რომ პრეზიდენტები იმსჯელებენ აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობაზე, საქართველოს წვლილზე ერაყ-ავღანურ კამპანიაში (ეს საერთაშორისო მისიები რომ არ ყოფილიყო, წესით, უნდა გამოგვეგონა, რომ ასე იოლად დაგვემსახურებინა, თუმცა, ჩვენ რა, ჩვენს ხელისუფლებას დაემსახურებინა პარტნიორთა მადლობების წვიმა), ზედაც, აშშ-საქართველოს შორის სავაჭრო, სამეცნიერო, განათლებისა თუ სხვა ამგვარ სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები.

რაც მთავარია, როგორც ირკვევა, ბ-ნი ობამა მოუთმენლად ელის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს და, ბუნებრივია, მისი უზადოდ  და დემოკრატიულად ჩატარების იმედიც აქვს (ღმერთმა იმედი ნუ მოუშალოს მას და ამერიკელ ხალხს!).

ჩვენ არ ვიცით, გაუმართლდება თუ არა მოლოდინი აშშ-ის პრეზიდენტს, თუმცა, ვიცით, რომ მან ჩვენს პრეზიდენტს 30 იანვარს ოვალურ დარბაზში უკვე უმასპინძლა (ეს ის დარბაზია, მონიკა ლევინსკიმ რომ ბილ ქლინთონი შეაცდინა, თუ პირიქით, ოღონდ, ამას ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა), ხოლო  2 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტს გიორგი თარგამაძეს შეხვდება, თანაც, საუზმეზე.

ჩვენ არ ვიცით, რა გახდა თეთრ სახლში ქართველ პოლიტიკოსთა ერთდროულად ცვენის რეალური მიზეზი, თუმცა, რაკი ვიცით, რომ ქართული პოლიტსპექტრი თეთრ სახლში გასეირნების მსურველების ნაკლებობას არ უჩივის, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ ეტაპზე, უბრალოდ, ხელის მოსაკიდებელი ადგილი აღარ დარჩა.

 

скачать dle 11.3