კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი

 

უგო ჩავესის ქალიშვილის დოლარები

ვენესუელის ექსცენტრიკული პრეზიდენტის, უგო ჩავესის ქალიშვილმა – 14 წლის როსინეს ჩავესმა სოციალურ ქსელში დოლარებით ხელში გადაღებული ფოტო განათავსა. ამით თანამემამულეებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ცნობილია, რომ უგო ჩავესი კაპიტალისტური ღირებულებების წინააღმდეგ იბრძვის და მისი ქალიშვილის ფოტომ ვენესუელელების უკმაყოფილება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ დოლარებით გადაღებულ ფოტოს, როსინესმა თინეიჯერი გოგონების კერპ-მომღერალთან, ჯასტინ ბიბერთან ერთად გადაღებული ფოტოც მიაყოლა. გავლენიანი მამის კავშირების დახმარებით როსინესი ბიბერს შეხვდა. ვენესუელაში ლიმიტირებულად შემავალ ამერიკულ ვალუტასთან გადაღებული ფოტო კი, იმაზე მიანიშნებს, რომ ჩავესი თავისი მოქალაქეებისთვის აკრძალული ფულის თვლით არის დაკავებული.

ჯაგერის უარი კამერონს

„როლინგ სთოუნზის” ქარიზმატულმა ლიდერმა, მიკ ჯაგერმა უარი განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, დევიდ კამერონის მიერ მოწყობილ ჩაის სმის ცერემონიალში მონაწილეობის მიღებაზე, რომელიც შვეიცარიულ დავოსში გაიმართა. ჯაგერმა განაცხადა, რომ არ უყვარს პოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის მიღება და „პოლიტიკური ფეხბურთი” მისთვის მიუღებელია. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ჩაის დევიდ კამერონთან ერთად, ტოპ-მოდელი – ლილი კოული და ლონდონის მერი – ბორის ჯონსონი მიირთმევენ.

დანიის სამეფო ოჯახში მატებაა

დანიის სამეფო ოჯახში მატებაა. პრინცი იოაკიმი და პრინცესა მარი ქალიშვილის მშობლები გახდნენ. პრინცესამ კოპენჰაგენში იმშობიარა. ჯერჯერობით უსახელო პატარა პრინცესას წონა 2,93 კილოგრამია და დედასთან ერთად, ისიც თავს მშვენივრად გრძნობს. პრინცესა მარისთვის ეს მეორე შვილია, ხოლო იოაკიმისთვის მეოთხე. წყვილს ერთი საერთო შვილი ჰყავს – დანიის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეცხრე ადგილზე მყოფი, პრინცი ჰენრიკ კარლი. იოაკიმს კი, პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – 12 წლის პრინცი ნიკოლაი და 9 წლის პრინცი ფელიქსი. პრინცი იოაკიმის პირველი ცოლი ფრედენსბორგის გრაფინია, ალექსანდრა იყო. პრინცი იოაკიმი დედოფალ მარგრეტ მეორის მეორე შვილია.

ვიზიტი იმპერატორთან

მავანმა იაპონელმა ახალგაზრდამ იმპერატორ აკიჰიტოს სასახლესთან მდებარე აუზი გადაცურა, რათა პირადად ენახა იმპერატორი. თუმცა, დაცვამ მისი დაკავება მოახერხა. ინციდენტი დილის 5 საათზე მოხდა და აღსანიშნავია, რომ მოცურავე სრულიად შიშველი იყო. დაკავებულს პოლიციელებმა პირველადი ჩვენება ჩამოართვეს. მისი თქმით, მხოლოდ იმპერატორის ნახვა უნდოდა და მეტი არაფერი. არანაირი პოლიტიკური მოტივები მას არ ამოძრავებდა. საინტერესოა, რომ ეს მეორე შემთხვევაა, როდესაც იმპერატორის აუზში შიშველ მოცურავეს იჭერენ. 

მიხაილ პროხოროვი ოფიციალურად გახდა პრეზიდენტობის კანდიდატი

ცნობილმა რუსმა ოლიგარქმა, მიხაილ პროხოროვმა წარმატებით გაიარა რეგისტრაცია რუსეთის საარჩევნო კომისიაში და ოფიციალურად დარეგისტრირდა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი. აღსანიშნავია, რომ იმავე კომისიამ, ხელმოწერების გაყალბების ბრალდებით, არ დაარეგისტრირა – გრიგორი იავლინსკი და დიმიტრი მეზენცევი. ამრიგად, ცხადი გახდა, თუ რომელი კანდიდატები იბრძოლებენ საპრეზიდენტო სავარძლისთვის 4 მარტს: ვლადიმირ პუტინი, მიხაილ პროხოროვი, ვლადიმირ ჟირინოვსკი, სერგეი მირონოვი და გენადი ზიუგანოვი. ცნობისთვის, გამარჯვების შემთხვევაში, პროხოროვი იძლევა დაპირებას, რომ გაატარებს დემოკრატიულ რეფორმებს, შექმნის ძლიერ ეკონომიკას და აღადგენს ოთხწლიან საპრეზიდენტო ვადას.

 

 

скачать dle 11.3