კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** – რატომ ყოფს სირაქლემა თავს მიწაში შიშის დროს? – თხუნელას ეძახის საშველად.

 

– ანკეტის გრაფაში – „გყავთ თუ არა ნათესავები“‚ თქვენ უარყოფითი პასუხი ჩაგიწერიათ.  ნუთუ საერთოდ არავინ გყავთ?

– იცით‚ საქმე ისაა‚ რომ მე არ მყავს‚ მაგრამ, იმათ ვყავარ‚ თანაც – რეგულარულად...

***

– ისე მიყვარს წიგნების კითხვა‚ ისე, რომ გვერდის ნომრებსაც კი ვკითხულობ.

 

***

– ნელიკო‚ ამ ბოლო დროს შენს გოგოს ხშირად აკითხავს ვიღაც ბიჭი მოტოციკლით‚ მერე ვხედავ‚ რომ კუს ტბისკენ მიდიან ერთად. რამე ცუდი არ მოხდეს...

– ღმერთო ჩემო‚ რა უნდა მოხდეს‚ ორივეს ხომ ჩაფხუტი ახურავს?!

***

– იცით‚ რატომ მოჰპარა ღმერთმა ადამს ნეკნი და გააკეთა ევა? – ამით გვაჩვენა‚ რომ ქურდობით არაფერი კარგი არ გამოვა...

***

ოფისმენეჯერი სამსახურიდან შინ‚ ჩვეულებრივ‚ გვიან დაბრუნდა.  ქმარ-შვილს სუფრა გაუწყო, აალაგა‚ ბავშვებს საშინაო დავალება შეუმოწმა‚ გაკვეთილები გამოჰკითხა‚ დასაძინებლად მოაწესრიგა. სარეცხ მანქანაში გამოცვლილი ტანსაცმელი შეყარა. ჭურჭელი დარეცხა‚ სახლი მიალაგა‚ ინტერნეტში მოძებნა საჭირო მასალა და უფროსის დილის თათბირზე წასაკითხი მოხსენებაც ამობეჭდა კომპიუტერზე. დაწვა და... ქმარი მიუჩოჩდა.

– ჰო‚ მართალს ამბობენ‚ ქალისთვის სახლი მეორე სამსახურიაო... – გაიფიქრა.

***

– დედა‚ ბავშვები როგორ იბადებიან?

– ჯერ გამოდის თავი‚ შემდეგ ხელები‚ ტანი და ბოლოს ფეხები...

– და, მერე აწყობენ?

***

– როდის დავქორწინდებით?

– რა მოხდა ასე უცბად? ზუსტად ერთი კვირის წინ არ მითხარი‚ რა დროს ჩემი გათხოვებააო?!

– ერთმა ბიძიამ მითხრა‚ რომ ზუსტად გათხოვების დროაო.

– დედის ძმამ?

– არა‚ გინეკოლოგმა.

***

ცხოვრებისეული პარადოქსია: ადამიანის თავზე მიზიდულობის ძალის მოქმედებით პირველ ადგილზე დგას ასფალტი – სიარულის დროს‚ მეორეზეა საცივი – ქეიფის დროს‚ საფერფლე კი,  ოჯახშიც და ოფისშიც – საუბრის დროს.

***

რატომ აქვთ ქალებს დიდი თვალები‚ მამაკაცებს კი – პატარა? 

– ქალებს დიდი თვალები სჭირდებათ‚ რომ კარგად დააკვირდნენ და თვალყური ადევნონ ქმრებს; მამაკაცებს კი პატარა თვალები იმიტომ აქვთ‚ რომ ძნელი იყოს მათ ამოკაწვრა.

***

სამედიცინო დასკვნა: „ფსიქოლოგიური დაავადება არ აღინიშნება‚ ის‚ უბრალოდ‚ შტერია“.

***

„ახალგაზრდა‚ დროებით ფხიზელი მამაკაცი‚ ეძებს ერთთვიან სამუშაოს“.

***

ამონაწერი ჩინეთის სისხლის სამართლის კოდექსიდან:

„სტატია 76. ჩინეთში სერიულ მკვლელად ითვლება ის პიროვნება‚ რომელმაც მოკლა 100 და მეტი ჩინელი“.

***

ქმარი აბაზანაში წვერს იპარსავს.

– მიშველე‚ მიშველე‚ სად ხარ? – ყვირის ცოლი.

– რა მოხდა? – გამოვარდა ქმარი.

– დედაჩემი აივნიდან გადავარდა.

– რამდენჯერ უნდა გითხრა, ფეთიანივით ნუ იქცევი-მეთქი? ხომ შეიძლებოდა, ლოყა გამეჭრა?!

***

ტიპი კინოთეატრში შევიდა. ახალი თრილერი გადიოდა. სადილზე ლობიო ჰქონდა ნაჭამი და ფილმის დაწყებიდან რამდენიმე წუთში მუცელმა შეაწუხა – ლობიომ შეახსენა თავი. იკავებს თავს‚ იკავებს და... მშველელად ფილმში განვითარებული მოვლენები მოევლინა – ატყდა სროლა და კაცმაც მოახერხა გაზების გამოშვება შეუმჩნევლად. უცბად უკანა რიგიდან ვიღაცამ მხარზე დაადო ხელი:

– ბოდიში‚ ვერ ვხედავ და... რა ააფეთქეს‚ ტუალეტი?

***

ორი სვანი გზაზე მიდის‚ უცბად ერთი დაიხარა, ძირს დაგდებული ფული აიღო, ისევ დააგდო და ჩაილაპარაკა:

– ათდოლარიანი ვიპოვე...

– მერე, რატომ გადააგდე?

– ყალბი იყო.

– როგორ მიხვდი?

– სად გინახავს ათდოლარიანი ორი ნულით?

***

... მე დავინახე სინათლე გვირაბის ბოლოს... და გინეკოლოგის კეთილი სახე...

***

სოციოლოგიური გამოკითხვის ბოლო შედეგების მიხედვით‚ მოსკოველთა 60 პროცენტი იყო რუსეთის დედაქალაქში კავკასიელთა ცხოვრების წინააღმდეგი. დანარჩენი 40 პროცენტი‚ რომლებმაც დადებითი პასუხი გასცეს ამ კითხვას‚ კავკასიელები იყვნენ.

***

– ხვალ სკოლაში ბაბუას მოიყვან!

– თქვენ გინდოდათ გეთქვათ – მამას...

– არა‚ ბაბუას! მინდა ვაჩვენო‚ რა სულელურ შეცდომებს უშვებს მისი შვილი შენი საშინაო დავალების შესრულების დროს.

***

– საკმარისია კომპიუტერთან ამდენ ხანს ჯდომა‚ ჯობია‚ გაკვეთილებს მიხედო... რამე წიგნი მაინც წაიკითხე!

– მომიტანე და წავიკითხავ.

– მართლა? საინტერესოს შეგირჩევ‚ ახლავე...

– უკვე შევარჩიე – „ბავშვთა უფლებების დაცვა“ მომიტანე!

***

რუსმა ჰაკერებმა მარსმავალ „სპირიტზე“ ახალი პროგრამა ჩატვირთეს. ახლა ის უკვე წყალს კი არ ეძებს‚ არამედ – სპირტს.

***

ორი დაქალი თვითმფრინავით მიფრინავს.

– ვაი‚ რაღაც ფრთები ყანყალებს‚ არ მოძვრეს‚ არ ჩავვარდეთ! – დაპანიკდა ერთი.

– რა შტერი ხარ‚ ფრთებს იქნევს‚ აბა, ისე როგორ ვიფრენთ? – დაამშვიდა მეორემ.

***

წარწერა მანქანის აირბაგზე.

„ახლა თქვენი მანქანა კიდევ უფრო იაფი გახდა“.

***

– მამა, რას ნიშნავს „უიღბლო ტყუილი“?

– მაგალითად‚ შვილო‚ შარშან‚ 1 აპრილს ბებიაშენს დავურეკე – ჩამოდი‚ გელოდებით-მეთქი და... მართლა ჩამოვიდა.

 

скачать dle 11.3