კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნინო ძოწენიძემ ახალი ჯგუფის პრეზენტაცია მოაწყო

 

 

 ორწლიანი მუშაობის შედეგი ჯგუფმა „ნეომ” სააშკარაოზე გამოიტანა. ნინო ძოწენიძემ ახალი ჯგუფის პრეზენტაცია კონკრეტულად მათთვის აშენებულ სარეპეტიციო დარბაზში მოაწყო. რვა ადამიანისგან შემდგარმა ბენდმა პრეზენტაციაზე ცოცხალი მუსიკა, ეგრეთ წოდებული „ქავერები“ და საკუთარი სიმღერები წარმოადგინა. ჟურნალისტებისთვის გამართულ კონცერტს მომღერლის მეგობრებიც დაესწრნენ. 

ნინო ძოწენიძე: უკვე ორი წელია, ამ ბენდთან ერთად ვმუშაობ. ჩემი ოცნება იყო ცოცხალ ბენდთან მუშაობა. დადგა დრო, ჩვენი შემოქმედება ფართო მასებისთვის გაგვეცნო. პროგრამას დავარქვით „კოქტეილი“, ვინაიდან, ერთ მიმდინარეობაზე არ ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა ჟანრში გვემუშავა და ქართველი მაყურებლის გემოვნება გაგვეთვალისწინებინა. 

მიშა ანდღულაძე: „ქავერები“ მანამადეც ვიცოდი და ნაკლებად საინტერესო იყო ჩემთვის. მე უფრო მათი სიმღერები მომეწონა. ნინოს ვოკალის ფანი ვარ. სერიოზული ბენდია, რომ იტყვიან, კაი შეკრული ბენდი. 

ანრი ჯოხაძე: აქამდე კულუარულად ვიცოდი ამ ჯგუფის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ გაოცებული ვარ. ასეთი პროფესიონალიზმი ჩვენს ქვეყანაში იშვიათია. ნინო მსოფლიო დონის მომღერალია. 

ვალერი კოჩაროვი: ძალიან კარგი ჯგუფია. განსაკუთრებით პიანისტი და მომღერალი მომწონს. ნინო საინტერესო გოგონაა. მისი ვოკალით მოვიხიბლე. აქვე დაიბადა იდეა, რომ მე, მიშა ანდღულაძემ და ნინო ძოწენიძემ ჯანის ჯოპლინის ხსოვნის საღამო მოვაწყოთ. ზაფხულში გორში ჩატარებულ კონცერტს თუ არ ჩავთვლით, ჯგუფს „ნეო” საქართველოში სოლო კონცერტი არ ჰქონია. ჯგუფი მალე კიევში ჩაატარებს კონცერტს. მათ წინ ექვსთვიანი გასტროლი ელოდებათ.

 

скачать dle 11.3