კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

 

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, ჩაითვლება თუ არა მტკიცებულებად უცხოეთში მყოფი მოწმის ნოტარიულად დამტკიცებული და გამოგზავნილი ჩვენება, რომელიც, სხვა მოწმეების მსგავსად ხაზს უსვამს კონკრეტული პირის ბრალეულობას? 

პასუხი: მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად სხვა სახით მიცემული ჩვენება არ შეიძლება ჩაითვალოს მოწმის ჩვენებად. თუმცა, მას, შეიძლება, გარკვეული მტკიცებულებითი ძალა მიენიჭოს იმ შემთხვევაში, თუ დასაშვებ მტკიცებულებად იქნება ცნობილი სასამართლოს მიერ.

კითხვა: მინდა დავწერო ანდერძი და დავუტოვო მამიდაშვილს სახლის ნაწილი (მეორე ნაწილი ისედაც მას ეკუთვნის) და მიწის ნაკვეთი. რა ხარჯებთანაა დაკავშირებული ანდერძის ოფიციალურად გაფორმება მემკვიდრეობის მისაღებად? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ანდერძი უნდა შედგეს აუცილებლად წერილობითი ფორმით. ამასთან, შესაძლებელია, წერილობითი ანდერძი დადასტურდეს სანოტარო ფორმით ან ამის გარეშე. ანდერძის სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ის შედგენილი და ხელმოწერილი იქნეს მოანდერძისგან და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის – თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ანდერძის ორივე ფორმა ოფიციალურია, მაგრამ, თუ თქვენ სანოტარო ფორმას გულისხმობთ, მისი ნოტარიულად დამოწმება შეგიძლიათ ნებისმიერ ნოტარიუსთან და დაგიჯდებათ 11 ლარი.  

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოდ? 

პასუხი: სასამართლოს განაჩენი უკანონოა თუ არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს, ან, რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს; ასევე, თუ მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა არასწორი კვალიფიკაცია ან გამოყენებულია სასჯელის ისეთი სახე ან ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. 

კითხვა: სისხლის სამართლის საქმეზე რა შემთხვევაში ცნობს საკასაციო სასამართლო საჩივარს დასაშვებად და როდის ხდება საჩივრის განხილვა? 

პასუხი: სისხლის სამართლის საქმეზე საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან;

გ) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. თუ საკასაციო სასამართლო განჩინებით საჩივარს დასაშვებად მიიჩნევს, ის ნიშნავს საკასაციო სხდომის თარიღს, რომელიც იმართება საჩივრის დასაშვებად, შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში.  

კითხვა: გთხოვთ, განგვიმარტოთ, რა შემთხვევაშია შესაძლებელი, მოხდეს სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო და რა ითვლება ახლად გამოვლენილ გარემოებებად? 

პასუხი: განაჩენის გადასინჯვა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ახალი გარემოებები, რომლებიც განაჩენის გადასინჯვის საფუძვლებს წარმოადგენენ. განაჩენის გადასინჯვის ახლად გამოვლენილი გარემოებებია, თუ: 

ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდება, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;

გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;

დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;

ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევის ფაქტი ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;  

ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისთვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო; 

ზ) წარდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და, თავისთავად თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე, ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო. 

კითხვა: გთხოვთ, გვაცნობოთ, რა ვადაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის ვადა შეუზღუდავია. 

კითხვა: მაინტერესებს, როდიდან ამოქმედდება მოწმის დაკითხვის მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესი? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ ამჟამად მოქმედებს დაკითხვის დროებითი წესი, რომელიც განსაზღვრულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ხოლო 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ზოგადად დაკითხვა და მათ შორის მოწმის დაკითხვა იწარმოებს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით.  

კითხვა: ჩემი ოჯახის წევრი არის პატიმარი და სასჯელის მოხდის პერიოდში დაავადდა, რის გამოც საჭიროებს გადაუდებელ მკურნალობას. როგორ ხდება მსჯავრდებულთა მიმართ სამედიცინო მომსახურების გაწევა? 

პასუხი: მსჯავრდებულთა სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების შესაბამისად. თუ მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს სასჯელაღსრულების  დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებაში ან საერთო პროფილის საავადმყოფოში. 

 

скачать dle 11.3