კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიმართლე ვაშლზე

 

იქნებ, არც იცით, რომ ვაშლი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ხეა. ვაშლის ბაღებს ხუთი მილიონი ჰექტარი უკავია, ანუ, ფაქტობრივად, ყოველი მეორე ხე დედამიწაზე – ვაშლია. წელიწადში 36 მილიონი ტონა ვაშლი იკრიფება. არის ვაშლის ხეები, რომლებიც 300 კილოგრამ ნაყოფს იძლევა.

მსოფლიოში მთავარი იმპორტიორი ქვეყნებია: ამერიკა, კანადა, ჩინეთი და თურქეთი. მსოფლიოში ყველაზე დიდი ვაშლი პეკინის გამოფენაზე გაიყიდა 10 დოლარად – ის 600 გრამს იწონიდა.

ყველაზე გრძელი ვაშლის ქერქი, რომელიც ვაშლს წრიულად შემოაცალეს, 52 მეტრი და 51 სანტიმეტრი იყო და ეს ნათალი გინესის რეკორდების წიგნში აღმოჩნდა. ამერიკელი კეტი ვალფერი ვაშლს 12 საათის განმავლობაში ფრთხილად თლიდა, რომ კანი არ გასწყვეტოდა.

მთელ მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ბრენდია „ეიფლი“, რომელიც აიფონებს აწარმოებს. „ვაშლის“ კომპანიის ისტორია კი ასე დაიწყო: მისმა დამფუძნებელმა, ლეგენდარულმა სტივ ჯობსმა, თავის პარტნიორებს ულტიმატუმი წაუყენა: თუ ხუთ საათში რამე უკეთესს არ შემომთავაზებთ, კომპანიას „ვაშლს“ დავარქმევო და...

P. S. ვაშლი ცხოვრების ხის ნაყოფი, სიცოცხლის სიმბოლო და, ასევე, პირველი ცოდვის განსახიერება. ვაშლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისთვის. ის ამყარებს ძვლებს, აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და აუმჯობესებს მხედველობას. ასევე ამცირებს კიბოს რისკს.

 

скачать dle 11.3