კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მეტეორებისგან „სამყაროს დასასრული“ არ არის მოსალოდნელი

 

ამას წინათ დედამიწას ახლოს ჩაუქროლა შავმა მეტეორიტმა, რომლის ზომები ავიამზიდის ზომების ტოლია. სწორედ ამის გამო გადაწყვიტეს მიუნჰენის უნივერსიტეტის სწავლულებმა, გამოექვეყნებინათ ის დამამშვიდებელი დასკვნები, რომლებიც მათ ახალი კვლევების შედეგად მიიღეს – ჩვენს პლანეტაზე გიგანტური მეტეორიტის ჩამოვარდნაც კი არ გამოიწვევს კატასტროფას. მეცნიერები გვიხსნიან, რომ მსგავსი თეორიების აგებისას ყოველთვის იყენებდნენ დედამიწის სფერულ და იდეალურად სწორ მოდელს, მაშინ, როდესაც სინამდვილეში მას ელიფსის ფორმა აქვს, მისი ზედაპირი კი დასერილი და ნაოჭებიანია – მაღალი მწვერვალები ღრმა ქვაბულებს ცვლიან... ყველაფერი ეს მკვეთრად შეასუსტებს დაჯახების შედეგებს.

მეტეორიტის დედამიწაზე ჩამოვარდნა, შეიძლება, წყალში ქვის ჩავარდნას შევადაროთ, როდესაც წრეები ამ წერტილიდან იწყებენ მოძრაობას – ამას ამტკიცებს ციური სხეულების „კვალი“ დედამიწასთან შეხებისას. ეს კვალი კოსმოსიდანაც კი ჩანს, მაგალითად, კრატერი საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე ჩადის.

რა თქმა უნდა, სწორი ზედაპირის შემთხვევაში, აღნიშნული წრეები არ შეხვდებიან წინაღობას და დიდ ფართობზე გავრცელდებიან, ანუ, ძალზე დიდი მეტეორიტის ჩამოვარდნისას წარმოქმნილი მიწისძვრები და ცუნამები ტერიტორიის უზარმაზარ ნაწილს მოიცავენ. მაგრამ, რეალობაში, მთები და ღრმულები „ჩააქრობენ“ ეფექტს, ასე რომ, გლობალური კატასტროფის პერსპექტივა, ფაქტობრივად, გამოირიცხება. ასე მოხდა, მაგალითად, 65 მილიონი წლის წინათ, გიგანტური მეტეორიტის ჩამოვარდნის დროს, რომლის გამოც, როგორც ვარაუდობენ, დინოზავრები ამოწყდნენ, მისი კვალი კი  მექსიკაში, ნახევარკუნძულ იუკატანზეა დარჩენილი 180 კილომეტრის დიამეტრის კრატერ-ჩიკსულების სახით, რომელიც სწორ ზედაპირზე გაცილებით დიდ კატასტროფას გამოიწვევდა.

მიუნჰენის გუნდი დარწმუნებულია, რომ, მოდელის საშუალებით, სადაც გათვალისწინებულია დედამიწის რელიეფისა და ფორმის განსაკუთრებულობანი, შეიძლება, დავაზუსტოთ წარსულის სხვა მსგავსი მოვლენები, აგრეთვე მაქსიმალურად ზუსტად გამოვთვალოთ, სახელდობრ, რომელ მეტეორიტს შეუძლია კატასტროფის გამოწვევა მომავალში.

 

скачать dle 11.3