კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ნასა“ ახალ აპარატს წითელი პლანეტისკენ 25 ნოემბერს გაუშვებს

 

 ახალი მარსმავალი წითელი პლანეტისკენ 25 ნოემბერს გაემართება. ამის შესახებ სულ ახლახან განაცხადა ამერიკის კოსმოსურმა სააგენტომ – „ნასამ“. გეგმის მიხედვით, მარსმავლის გაშვება წამტანი რაკეტა „ატლას 5-ის“ საშუალებით, ფლორიდის შტატის კანავერალის კონცხიდან მოხდება, 10:25 საათიდან 12:08 პერიოდში.

ვარაუდობენ, რომ მარსმავალი, რომელსაც Curiosity („ცნობისმოყვარე“) უწოდეს, გეილის კრატერზე 2012 წლის აგვისტოში დაჯდება.

აპარატი იქ მარსული წლის განმავლობაში იმოგზაურებს, რაც დედამიწის ორ წელიწადს შეესაბამება.

ექვსბორბლიანი სამეცნიერო ლაბორატორია ზომით დაახლოებით „ფოლკსვაგენის“ ტოლია: სიგრძეში 2,8 მეტრია და აქვს 900 კილოგრამი მასა, ანუ, ორჯერ უფრო გრძელი და ხუთჯერ უფრო მძიმეა „ნასას“ ნებისმიერ სხვა აპარატზე, რომელიც აქამდე დაშვებულა წითელ პლანეტაზე. მარსმავალს ენერგიას პლუტონიუმის წყარო მიაწვდის.

აპარატზე დამონტაჟებულია 10 სამეცნიერო ხელსაწყო, მათ შორის, ნეიტრონული გენერატორი, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს წყლის შემცველობა გრუნტში.

ამ პროგრამის ღირებულებაა 2,5 მილიარდი დოლარი.

 

скачать dle 11.3