კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა დაავადებებს იწვევს ცხოველებში ჭარბი წონა და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას

თანამედროვე მსოფლიოში აქტუალური და მეტად პრობლემურია ჭარბი წონის საკითხი, რომელიც გვაწუხებს არა მარტო ადამიანებს, არამედ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც. შინაური ძაღლებისა და კატების დაახლოებით 30-40 პროცენტს აწუხებს ჭარბი წონა, გაცხიმოვნება და სიმსუქნე. ყველაფერ ამასთან დაკავშირებით ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი ზაქრო ბაჯიაშვილი გვესაუბრება.

 

– რა არის ჭარბი წონის მიზეზი ცხოველებში?

– ამის გამომწვევი მიზეზი არის მოუწესრიგებელი და უხარისხო კვება, ზედმეტი საკვების მიღება და სხვადასხვა სტრეს-ფაქტორის ზემოქმედება. ჭარბწონიანობას განაპირობებს კიდევ სხვა ფაქტორები: თანდაყოლილი მიდრეკილება და განწყობა ჭარბი წონისადმი, ჰორმონული დისბალანსი, კასტრაცია, უმოძრაო ცხოვრების წესი. გასუქება შეიძლება მოხდეს ორგანიზმის ნერვული და ჰორმონული ენდოკრინული სისტემის – ჰიპოთალამუსის, ფარისებრი ჯირკვლისა და თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის დროს. როგორც წესი, ცხოველებს ამ დროს გაძლიერებული მადა აქვთ და სწრაფად იმატებენ წონაში. მიუხედავად იმისა, თუ რა რაოდენობის საკვებს იღებს ცხოველი, ის მაინც იმატებს წონაში.

სიმსუქნე დღეისთვის ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს შინაურ ცხოველებში და ძალიან დიდ აჟიოტაჟს იწვევს სპეციალისტებს შორის, რადგან ამ დროს ძალიან დიდია ისეთი დაავადებების განვითარების რისკი, როგორებიცაა: კატებში – შარდკენჭოვანი დაავადება, ხოლო ძაღლებსა და კატებში შაქრიანი დიაბეტის მეორე ტიპის განვითარება, კანის დაავადებები, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, სახსრების, გულის დაავადებები; ასევე, ამ დროს ქვეითდება იმუნიტეტი, იზრდება ანესთეზიის დროს გართულების რისკი, ტრავმატიზმის საშიშროება და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მცირდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა.

– მაინც, რა არის სიმსუქნე?

– სიმსუქნე არის ცხიმოვანი ქსოვილის ზედმეტად ჩალაგება კანქვეშა უჯრედისსა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში. ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილი ფორმირდება იმ შემთხვევაში, როცა ცხოველი იღებს იმაზე მეტ საკვებს, რასაც „წვავს“. 

– ამ შემთხვევაში რა დოზით ხდება ცხოველის წონის მატება?

– წონა დაახლოებით 15 პროცენტით იმატებს ნორმასთან შედარებით.

– თუ არიან ისეთები, რომლებსაც აქვს მიდრეკილება სიმსუქნისკენ და ეს სულაც არ არის კონკრეტული ცხოველის ბრალი?

– დიახ, ასეთი ჯიშები არსებობს. ესენია: დალმატინელი, ლაბრადორი, ტაქსა, ბალონკა, ბასეტები და სხვები. 

– როგორ უნდა გავარკვიოთ, აწუხებს თუ არა ჩვენს ძაღლს ჭარბი წონა?

– იმისთვის, რომ გაარკვიოთ, აწუხებს თუ არა თქვენს ცხოველს ჭარბი წონა, უპირველესად ის უნდა აწონოთ. გახსოვდეთ, რომ ზრდასრულ ძაღლს  მოძრაობაში ადვილად უნდა გამოეკვეთებოდეს ორი უკანასკნელი ნეკნი. თუ ეს ასეა, მაშინ თქვენს ცხოველს ზედმეტი წონა არ აქვს, მაგრამ, ეს არაა ყველა ჯიშისთვის დამახასიათებელი. თუ გაგიჩნდებათ იმის ეჭვი, რომ ცხოველს ჭარბი წონა აწუხებს, სასურველია, მიმართოთ სპეციალისტს, რომელიც მოახერხებს აღნიშნულის დაზუსტებას. 

 გაცხიმოვნებისა და გასუქების ნიშნებია: სიარულის მანერის შეცვლა; ცხიმოვანი ბალიშებისა და გროვების გაჩენა სხეულის იმ ადგილებში, სადაც  ეს დამახასიათებელია; ასევე, მოძრაობის აქტივობის დაქვეითება, ქოშინი, გახშირებული გულისცემა, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითება.

– როგორ ვებრძოლოთ ჭარბ წონას ჩვენი ძაღლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?

– როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში, სიმსუქნესთან ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხია. აღნიშნულისთვის აუცილებელია დაბალკალორიული დიეტა და მეტი მოძრაობა; რაციონიდან უნდა ამოვიღოთ ცომეული, ტკბილეული და ცხიმიანი პროდუქტები; უნდა მოხდეს სპეციალური დაბალკალორიული, დიეტური საკვების გამოყენება; ასევე, უნდა გავზარდოთ ფიზიკური დატვირთვა. თუ ცხოველის სიმსუქნე გამოწვეულია სხვა სახის დარღვევებით, უნდა უმკურნალოთ ჯერ ძირითად დაავადებას, მერე კი – სიმსუქნეს. 

სიმსუქნის პროფილაქტიკისთვის აუცილებელია, ყურადღება მივაქციოთ ჩვენი ცხოველის სწორი კვების რეჟიმსა და რაციონის ბალანსს: არ უნდა მივცეთ დიდი რაოდენობით ცხიმები და ნახშირწყლები; არ უნდა ჰქონდეს ცხოველს საკვები ნებაზე. უნდა იკვებოს რეჟიმით და მცირე ულუფებით. ასევე, ყურადღება უნდა მიექცეს ცხოველის ფიზიკურ აქტივობას.

გახსოვდეთ, რომ სიმსუქნის დროს ვითარდება უამრავი დაავადება და ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა კი მცირდება.

 

скачать dle 11.3