კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

დიეტა ალტერნატივებით

 

ძალიან ხშირად, დიეტის დროს, ჩვენთვის მთავარია წონაში მაქსიმალურად დაკლება, თანაც, ნებისმიერ, თუნდაც აბსოლუტური შიმშილის ფასად, ის კი გვავიწყდება, რომ რომელიმე კონკრეტული დიეტის (უპურო, უმარილო, უცხიმო, უშაქრო, უხორცო და სხვა) დაცვის შემდეგ, მართალია, წონაში დავიკლებთ, მაგრამ ორგანიზმი ამისთვის ნამდვილად არ გვეტყვის მადლობას, რადგან, გამოფიტულსა და დასუსტებულს ამის თავიც აღარ ექნება.

როგორ უნდა იკვებოთ გონივრულად, ანუ ისე, რომ გახდეთ კიდეც და, ამასთან ერთად, გაიძლიეროთ იმუნიტეტი და აივსოთ ენერგიით? თურმე, არის გამოსავალი, თანაც, ძალიან მარტივი: ჩართეთ თქვენი დიეტის რაციონში ცილებით მდიდარი პროდუქტები. და, ამ დიეტის კიდევ ერთი მთავარი პირობა: კი არ იშიმშილოთ, პირიქით, გაამრავალფეროვნეთ თქვენი ყოველდღიური რაციონი იმ საკვები პროდუქტებით, რომლებიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით: სელენით, კალცით, თუთიითა და ქრომით. გარდა ამისა, აუცილებელია ცილები, ცხიმები და რთული ნახშირწყლები. ძალიან სასარგებლოა (დღეში 2-3 ჭიქა მაინც) მწვანე ჩაი და ნიორი.

რეჟიმი თავად უნდა შეარჩიოთ, მენიუ კი შეადგინეთ იმ პროდუქტების მიხედვით, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ. ოღონდ, გაითვალისწინეთ, რომ კვება უნდა იყოს დღეში 5-6-ჯერადი და მცირე ულუფებით.

1) ყველი „ტოფუ“: 100 გრამი „ტოფუ“ შეიცავს 23 პროცენტით მეტ კალციუმს, ვიდრე რძე. გარდა ამისა, ის მდიდარია მაღალხარისხიანი მცენარეული ცილებით, ბიოტონით, B და E ჯგუფის ვიტამინებით.

ალტერნატივა: სოიის რძე, „ჰერკულესი“, კვერცხის გული, ქამა სოკო.

2) ბროკოლი ყველა სახეობის კომბოსტოებს შორის ჩემპიონია A ვიტამინისა (ბეტა-კაროტინის) და სხვა ვიტამინების შემცველობით. უმჯობესია, ის მიირთვათ უმი (სალათებში) ან ოდნავ შებრაწული. ბროკოლი ითვლება გლუტატიონის (იმუნიტეტის გასაძლიერებლად უაღრესად მნიშვნელოვანი ნივთიერების) წყაროდ.

ალტერნატივა: ყველა მწვანე, წითელი და ნარინჯისფერი ხილი და ბოსტნეული, ნიგოზი, თხილი.

3) კეფირი (მაწონი): აქტიური ბიფიდოკულტურები, რომლებითაც მდიდარია ეს პროდუქტი, მნიშვნელოვანად ამცირებს გაციებისა და გრიპის რისკს. ამისთვის საკმარისია, მიიღოთ დღეში  150 მილილიტრი ბიოკეფირი ან მაწონი.

ალტერნატივა: „ცოცხალი“ რძის ყველა პროდუქტი, ხაჭო.

4) თევზი: მდიდარია ცხიმმჟავებით (ომეგა-3), რომლებსაც აქვს ანტიანთებითი მოქმედება და ეხმარება ორგანიზმს, გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ ადვილად აღიდგინოს დაქვეითებული იმუნიტეტი. უმჯობესია, თევზეული მიირთვათ მოხარშული და არა შემწვარი.

ალტერნატივა: სელის, გოგრის ან ზეითუნის ზეთი.

5) პური: ნივთიერებები, რომლებსაც შეიცავს ცეხვილი პური, ენერგიით თანდათანობით გავსებთ. შედეგად, აქტიურდება ნივთიერებათა ცვლა და ორგანიზმიდან გამოიდევნება იმუნიტეტის დამაქვეითებელი ტოქსინები.

ალტერნატივა: მზესუმზირა, თხილი, ნიგოზი.

 

скачать dle 11.3