კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

 

კითხვა: როგორი მიმართულებით და რა რაოდენობით უნდა წავისვა მკვებავი (გელი) თვალების გარშემო – თხლად თუ სქლად?

პასუხი: თითოეული თვალის გარშემო საკმარისია ბრინჯის მარცვლის ზომის ოდენობის კრემის (გელის) წასმა. კრემი უნდა წაისვათ ეგრეთ წოდებული „სტოკატოებით“, ანუ, თითების მსუბუქი დარტყმებით და არ უნდა შეეხოთ წამწამების ძირებს, რომ ქუთუთოები არ შეგიშუპდეთ. ზედა ქუთუთოზე კრემის წასმის მიმართულება უნდა იყოს ცხვირიდან საფეთქლისკენ, ქვედა ქუთუთოზე კი, პირიქით – საფეთქლიდან ცხვირისკენ.

კითხვა: შეიძლება თუ არა, რუჟის ნაცვლად ტუჩის საცხი გამოვიყენო?

პასუხი: შეიძლება, მაგრამ, ზუსტად უნდა შეარჩიოთ საჭირო ტონალობა: თუ ტუჩის საცხი თქვენი ტუჩების ბუნებრივ ფერზე ერთი ტონით ბაცია, სახე ფერმკრთალი გამოჩნდება, ხოლო, თუ თქვენი ტუჩების ფერზე ერთი ტონით მუქ პომადას წაისვამთ რუჟის ნაცვლად, სახე ჯანმრთელ იერს მიიღებს.

კითხვა: როგორ უნდა შევარჩიო სუნამოს სურნელი ისე, რომ არ შევცდე? ხშირად მომხდარა, ყიდვის დროს ესა თუ ის სურნელი მომწონებია, მაგრამ, მეორე დღეს ის სუნამო სხვისთვის მიჩუქებია, რადგან მისი სურნელი აღარ მომწონებია.

პასუხი: გაგიკვირდებათ, მაგრამ, გამოცდილი პარფიუმერები გვირჩევენ: თუ გსურთ, იპოვოთ „თქვენი“ სურნელი, შეარჩიეთ ის ოდნავ მშიერმა, რადგან, საკვების სუნი გარკვეულწილად ცვლის ან ტვირთავს ყნოსვას და პარფიუმის შერჩევისას „აბნევს“ მას.

ზოგადად კი, უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერი სუნამო ბოლომდე „იხსნება“ დაპკურებიდან მხოლოდ ერთი საათის შემდეგ.

კითხვა: როგორ უნდა წავისვა სახეზე პარაფინის ნიღაბი და რა წავისვა ნიღბის მოხსნის შემდეგ?

პასუხი: პარაფინის ნიღაბი სახის ნაოჭიან ადგილებში უნდა წაისვათ ნაოჭის ხაზების პერპენდიკულარულად, ოღონდ, ჯერ უშუალოდ ნაოჭებზე, შემდეგ კი – დანარჩენ სახეზე. წაუსმელი რჩება თვალების არე, ტუჩების გარშემო და ცხვირის მინიმუმ ორი მესამედი (წვერიდან ზემოთ). ნიღბის მოხსნის შემდეგ უნდა გაიწმინდოთ ტონიკით, შემდეგ წაისვით მკვებავი და ბოლოს – დამცავი კრემი.

 

скачать dle 11.3