კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა „თამაშში” ჩაერთო მაგდა ანიკაშვილი და რატომ „იპარებოდა” ის სამთავრობო საათიდან

მაგდა ანიკაშვილი დედა დიდი ხნის მოლოდინის შემდეგ, ზუსტად ერთი წლის წინ გახდა. პატარა ალექსანდრემ მისი ცხოვრება ძალიან შეცვალა –  მაგდას ახლა ყველაზე მეტად ალექსანდრეს გარეშე გატარებული საათები აწუხებს და მთელი აზარტით ჩაერთო „თამაშში”, რომელიც მას ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს.       

 

მაგდა ანიკაშვილი: დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩემი შვილი ალექსანდრე ერთი წლის გახდა. ნოემბერი  ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბოლო ორი წელიწადია, ჩემთვის განსაკუთრებით ტკბილია ნოემბერი. ჰოროსკოპების დიდი მოყვარული არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ყველას ცხოვრებაში ყოფილა  პერიოდები, როცა შეიძლება, ჰოროსკოპმაც განსაკუთრებით გაგიტაცოს, ამას თავის დროზე მეც ვერ გადავურჩი. „მორიელის“ ნიშანი ყოველთვის მომწონდა. თვითონაც „მორიელი“ ვარ, მაგრამ მე ოქტომბრის ბოლოს ვარ დაბადებული, ვერ ვიტყვი, რომ  „მორიელის“ თვისებები მოჭარბებულად მაქვს, მაინც „სასწორში“ ვარ „ჩარჩენილი”,  ალექსანდრე, როგორც ვატყობ, ტიპური „მორიელი“ იქნება, ძლიერი ხასიათით, იუმორის კარგი გრძნობით. 

–  ამბობენ,  მაგდა  გადარეული დედააო,  როგორ ზრდი შვილს?

– იმის მიუხედავად, რომ ძალიან მოწესრიგებული ვარ და ალექსანდრესაც ვაჩვევ, რომ თავის დროზე ჭამოს, დაიძინოს, თითქმის არაფერს არ ვუშლი, თუ სიცოცხლისთვის სახიფათო არაა. ყველანაირი თამაშის უფლებას ვაძლევ. დანასა და მაკრატელს ვერ დავაჭერინებ ხელში, მაგრამ აკრძალვით არაფერს ვუკრძალავ. ამის გამო ამ თამაშებს უკვე შეეწირა არაერთი ვაზა, ჭიქა და თეფში. ოჯახის წევრები ამას ძალიან აპროტესტებენ, მაგრამ მე ვამტკიცებ, რომ, რაც ბავშვს უნდა, არ უნდა დაუშალო. ყოველთვის მიკვირდა იმ მშობლების, რომლებიც საოცარი მოთმინებით იტანდნენ ბავშვის ცელქობას. ვფიქრობდი, რომ ასეთი  ხასიათი ჰქონდათ და წესრიგი არ უყვარდათ. ადრე ვიღაცას რომ ეთქვა ჩემთვის, მოვა პატარა და შენს კოსმეტიკის მაგიდას თავდაყირა დააყენებსო, შეიძლება, გავგიჟებულიყავი, მაგრამ ახლა ამაზე არავითარი რეაქცია არ მაქვს. ბავშვისთვის ესაა სამყაროს შეცნობა. აურიოს, მერე დავალაგებ და ეგაა (იცინის). 

– ფორმაში  ჩადექი? 

– მე არც მქონია ეს პრობლემა. ყველა ქალისთვის წონის საზომი მაინც ჯინსის შარვალია, მე მაქვს ასეთი შარვალი, რომლითაც ვხვდები, რომ ზედმეტი  კილოგრამების პრობლემა არ მაქვს. ორსულობის პერიოდში, როცა წონაში საკმაოდ მომატებული ვიყავი, დიეტების ძებნა წინასწარ დავიწყე, მაგრამ თურმე სულ ტყუილად  ვეძებდი – არც ერთი დიეტა არ დამჭირვებია და ეს იყო  ბუნებრივი კვების დამსახურება, რომლითაც ბავშვი ათი თვის განმავლობაში გავზარდე. 

– პარტიაში კიდევ შეღავათებით სარგებლობ ალექსანდრეს წყალობით?

–  უკვე ყოველგვარი დეკრეტი და ვადა ამომეწურა, არანაირად აღარ გამომდის  პასიურ რეჟიმში ყოფნა. მეც უკვე სინდისი მაწუხებს და  ბევრს აღარ ვითხოვ, თითქმის ყველა ღონისძიებას ვესწრები, რაზეც ჩემი დასწრება აუცილებელია. უკვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც დავუბრუნდი. ათი თვე მთლიანად ბავშვთან ვიყავი, კარგად დაემთხვა საზაფხულო პერიოდიც. ბავშვი დიდხანს არც ერთხელ არ მიმიტოვებია. თუმცა, საგაზაფხულო სესიის  დროს დღის განმავლობაში  სახლში უამრავჯერ მიწევდა გაქცევა. იმ პერიოდში სამთავრობო კვირეული იყო, დილიდან ღამემდე დღეში ოთხი მინისტრი მაინც მოდიოდა პარლამენტში. ალექსანდრე პატარა იყო, თვეების და მეც „ვიპარებოდი” ხოლმე სხდომებიდან, რომ ბავშვისთვის მეჭმია (იცინის). თუმცა ყველამ იცოდა, რა დღეშიც ვიყავი და დარბაზის კარს რომ შემოვაღებდი ხოლმე, ჩემი კოლეგები ხუმრობას იწყებდნენ: ბარემ წამოიყვანე ბავშვი, ჩვენც დავისვენებთ და შენცო (იცინის).

– ახლახან წასული იყავი საქართველოდან, როგორ დატოვე ბავშვი უშენოდ დიდხანს?  

–  სულ ორჯერ ვიყავი წასული თბილისიდან – ერთხელ სტრასბურგში, ერთხელაც სტოკჰოლმში.  ორჯერვე ხუთი დღით დავტოვე. ეს ჩვენი განშორების მაქსიმუმია, მაგრამ მე მთლიანად ვიყავი საქმის კურსში – როგორ იყო  აქ ალექსანდრე, როგორ ჭამდა, როგორ ეძინა. სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, დეტალურ ინსტრუქციებს ვაძლევდი ჩემებს. თუმცა, წასვლის წინ ალექსანდრეს ყველა  გრაფიკი „შპარგალკის“ სახით კედელზე  გამოკრული დავტოვე, სადაც პუნქტობრივად იყო გაწერილი ჭამის, ძილის გრაფიკი. შვედეთში ალექსანდრეს დედამ ბევრი საჭირო ნივთიც შეუძინა,  უკვე სხვა ტიპის „შოპინგი” მოვაწყვე, აბსოლუტურად არ გამიხედავს ქალის  ტანსაცმლის, ტექნიკისა თუ ჭურჭლის მაღაზიებისკენ. მხოლოდ საბავშვო მაღაზიებისკენ მქონდა აღებული გეზი – მთელი ჩემი ბიუჯეტი ალექსანდრეს თბილ სამოსსა და სათამაშოებში დავხარჯე. მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ ალექსანდრეს, სხვა ბავშვების მსგავსად, სათამაშოები არ უყვარს. მაქსიმუმ, ერთი დღე ითამაშებს და შემდეგ კოვზებზე, ჭიქებსა და პულტებზე გადადის. დიდი მეჭურჭლე მყავს, მაგრამ მობილური ტელეფონი და ტელევიზორის პულტი მისთვის მაინც ყველაზე დიდი გატაცებაა.  

– ალბათ, ალექსანდრესთან ერთად შენი გატაცებებიც შეიცვალა.

– ასე ვერ ვიტყოდი, პირიქით, ბევრი რამის ინტერესი დავკარგე კიდეც და ალექსანდრეს გამო ბევრ რამეს შეველიე. ბოჰემური ცხოვრება არ მქონია, მაგრამ იყო რაღაცეები, რაც მსიამოვნებდა. ძალიან მიყვარს ხელოვნება, შეძლებისდაგვარად, დავდიოდი კიდეც თეატრში, კონცერტზე, კინოში. ახლა ეს კულტურული ნაწილი ამოღებული მაქვს, მეგობრებსაც კი ვეღარ ვხვდები. დღის მეორე ნახევარში თუ არ ხდება რამე ისეთი, სადაც აუცილებლად უნდა წავიდე, ვარ სახლში. ძალიან მინდა, რომ ვიყო კარგი დედა. მე ვიცი წარმატებული ადამიანები,  ვისაც თითქოს ყველაფერი  კარგად აქვთ, მაგრამ ვერ შეძლეს, გაეზარდათ კარგი შვილები. შვილის პრობლემა ხომ მაინც მშობლის დაშვებული შეცდომის ბრალია, მე მირჩევნია არ დავუშვა შეცდომა, როგორც მშობელმა, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ვერ ვიკეკლუცებ და ვერ ვიტყვი, რომ ჩემთვის ბავშვზე მნიშვნელოვანი რაიმეა. ვცდილობ, რომ ბავშვის გაზრდისგან სიამოვნება მივიღო. პირველ შვილთან დაკავშირებით ეს  საკმაოდ საინტერესო პროცესია.  მაგალითად, ძალიან ვნერვიულობდი, როდესაც შევუცვალე საკვები. განვიცდიდი იმას,  თუ  როგორ ეძინა,  რა ჩამეცმია მისთვის. იმაზეც კი ბევრს ვფიქრობდი,  როგორ „დავჯდებოდით” (იცინის)  ბავშვთან  ურთიერთობა ჰგავს კომპიუტერულ თამაშს, სადაც ახალ-ახალი ეტაპებია  დასაძლევი.  მე ამ „თამაშში” ძალიან აზარტულად ვარ ჩართული და   ახლა ყველაზე მეტად სწორედ ეს „თამაში” მომწონს. 

 

 

скачать dle 11.3