კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რის გაკეთებას აპირებს ვენსან კასელი სამყაროს დასასრულამდე 5 წუთით ადრე და რა დაუწუნა მას მისმა მეუღლემ მონიკა ბელუჩიმ პირველი შეხვედრისას

 

ფრანგული კინოს მეგავარსკვლავი – ვენსან კასელი სამშობლოში ღმერთის, მეფის რანგში ჰყავთ აყვანილი და ერთგული მეუღლის ეტალონად ითვლება. ანტიკური პროფილის, ბრუტალური იმიჯის მსახიობსა და მონიკა ბელუჩის მეუღლეს დიდი ხანია, შურის თვალებით უყურებენ მსოფლიოს მამაკაცები. ის კი ცივსისხლიანი მკვლელივით, თვალსაც არ ახამხამებს ამ ფაქტის გამო და ცხოვრებისგან მაქსიმუმს იღებს. ნოემბერში ვენსანს იუბილე ჰქონდა, მსახიობს 45 წელი შეუსრულდა.

არტისტი

ცნობილი მსახიობის, ჟან-პიერ კასელის, შვილმა ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოამჟღავნა თავისი მძიმე ხასიათი. მშობლების დაჟინებული თხოვნის მიუხედავად, ვენსანი სწავლის ნაცვლად ქუჩის ბანდაში გაწევრიანდა და თავისი გრანდიოზული, გადატეხილი ცხვირი, სწორედ ქუჩური გარჩევის სახსოვრად დარჩა. 13 წლამდე ვენსანი ხშირად ესტუმრებოდა ხოლმე ბაბუას, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში ცხოვრობდა. დილით კრუასანებით საუზმობდა და მსახიობობაზე ოცნებობდა. „ყოველთვის არაამქვეყნიურ სიამოვნებას სცენაზე, პროჟექტორის წინ დგომისას ვიღებდი. 5 წლიდან დიდ დროს ვატარებდი ბაბუას ძველ კინოთეატრში. ჩვენ საგარდერობო ოთახში ვცხოვრობდით და  იქ კი მხოლოდ პატარა საწოლი და ნათურიანი სარკე იყო. კინოთეატრის საპირფარეშოთი ვსარგებლობდით და ხშირად, ტუალეტში მავიწყდებოდა კიდეც, რის გამო მივდიოდი იქ და ეკრანის წინ ვშეშდებოდი, სადაც ძველი ფრანგული ფილმების ჩვენება მიდიოდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ მე მსოფლიოში ყველაზე დიდ კინოთეატრში ვცხოვრობდი”.

უდარდელი

 17 წლის ასაკში, მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად, ვენსანი ანი ფრატელინის საცირკო სკოლის სასწავლო კურსზე ჩაეწერა. თუმცა კლოუნადა მისთვის უინტერესო პროფესია აღმოჩნდა. ამის შემდეგ საკუთარი თავი მან, მშობლების გასახარად, თეატრალურ სცენაზე და მოგვიანებით კინოს გადასაღებ მოედანზე იპოვა. კასელმა პარიზში, პერიმონის კურსები და ნიუ-იორკის სამსახიობო ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც სამშობლოში დაბრუნდა და უმნიშვნელო როლებს ასრულებდა თეატრალურ სცენაზე. ვენსან კასელის ნიჭზე ღიად საუბარი მას შემდეგ დაიწყეს, რაც მან მატიე კასოვიცის სადებიუტო ფილმ, „მეტისელში” ითამაშა. ამ ფილმს თან დაერთო ვენსანის და მატიეს მრავალწლიანი მეგობრობა (კასელს კასოვიცის 7 ფილმში აქვს ნათამაშები).

მონიკას ქმარი

 მონიკა ლონდონსა და რომში ცხოვრობს, ვენსანი – პარიზში. თავიანთ ქორწინებას ისინი „სტუმრიანობას” უწოდებენ. მონიკა ბელუჩი – თანამედროვე ფემ ფატალე, კურტიზანი ქალი, ნეფერტიტი და მარია მაგდალენა და მისი მეუღლე, ვენსან კასელი „ცუდი ბიჭის” იმიჯით, თავიანთ ურთიერთობაზე ჟურნალისტებთან არ საუბრობენ და უკვე 11 წელია, ერთად ცხოვრობენ. ერთმანეთი მათ 1996 წელს გაიცნეს, ჟილ მიმუნის ფილმის „ბინის” გადაღების დროს. ფილმში ისინი შეყვარებული წყვილის ვნებიან ურთიერთობას თამაშობდნენ. ამბობენ, რომ პირველმა შეხვედრამ წარუმატებლად ჩაიარა. მონიკამ ვენსანს გატეხილი ცხვირი დაუწუნა, ვენსანმა კი მონიკას საცვლების რეკლამის მოდელი უწოდა და მის სამსახიობო ოსტატობაში ეჭვი შეიტანა. თუმცა, ფილმის პრემიერის შემდეგ, მთელი მსოფლიო მათ რომანზე ალაპარაკდა, რომელიც 1999 წელს ოფიციალური ქორწინებით დასრულდა. მათ კავშირს უცნაურს უწოდებენ, რადგან ხანდახან ისე ხდება, რომ ისინი თვეობით ვერ ხედავენ ერთმანეთს. თავიდან ვენსანი ბევრს ეჭვიანობდა და ნერვიულობდა ამის გამო, თუმცა საბოლოოდ, შეურიგდა სიტუაციას. 2002 წელს გასპარ ნოემ წყვილი თავის ფილმში, „შეუქცევადში” მიიწვია, სადაც ერთ-ერთ სცენაში მსოფლიო კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელი და შოკისმომგვრელი გაუპატიურების სცენაა. აუპატიურებდნენ მონიკას გმირს და მსახიობმა თავად მოითხოვა, რომ ვენსანს გადასაღები მოედანი დაეტოვებინა, რადგან ის შებოჭილად გრძნობდა თავს. ვენსანი საფრანგეთის სამხრეთში გაემგზავრა და მოგვიანებით ჟურნალისტებს განუცხადა: „მანამ მე სერფინგით ვიყავი დაკავებული, ჩემს მეუღლეს აუპატიურებდნენ”. სხვათა შორის, ამ სცენის ნახვის შემდეგ, ვენსანს ფსიქოლოგის კაბინეტში დასჭირდა რამდენიმე სეანსის გავლა. ვენსანის თქმით, მონიკა იდეალური მეუღლე და პარტნიორია: „მისი მთავარი ღირსება არა სილამაზე, არამედ ჭკუაა. ის უაღრესად ყურადღებიანი და ზრდილობიანი ადამიანია, რომელიც გაგებით ეკიდება გარშემო მყოფებს”. ვენსანს და მონიკას ერთად 10 ფილმში აქვთ ნათამაშები და გაჩერებას არ აპირებენ. ცნობისთვის, მონიკამ ორი ქალიშვილი გაუჩინა ვენსანს, 2004 წელს დევა (ძველი ინდური სახელი) და 2010 წელს ლეონა. ერთხელ მონიკას ჰკითხეს, თუ რა არის მათი უცნაური კავშირის საიდუმლო. მონიკამ უპასუხა: „ჩვენ, უბრალოდ, გვიყვარს ერთმანეთი. არ არის აუცილებელი, რომ რაიმე შეცვალო საყვარელ ადამიანში. თუკი მას „შეცვლი” ეს ნიშნავს, რომ აღარ გიყვარს”.

მოცეკვავე

ვენსან კასელი პროფესიონალურ დონეზე სწავლობდა ბალეტს 6 წლის განმავლობაში. ასე რომ, როდესაც დარენ არონოფსკიმ მას ქორეოგრაფის როლი შესთავაზა „შავ გედში”, რეჟისორმა იცოდა, რომ ქარიზმასთან ერთად, ვენსანი პროფესიონალურად მიუდგებოდა ცეკვების დადგმის სცენებს. „არასდროს მქონია სურვილი, გამოვსულიყავი პროფესიონალი მოცეკვავე, უბრალოდ, ვიცოდი, რომ ცეკვა მსახიობობაში გამომადგებოდა”. სხვათა შორის, „შავი გედის” გადაღებების დროს, ნატალი პორტმანი და ვენსან კასელი დამატებით რვა საათს მუშაობდნენ გადასაღებ მოედანზე და საბალეტო სცენებს ამუშავებდნენ. 

უარყოფითი როლები

ვენსან კასელს თავისი ხანგრძლივ ფილმოგრაფიაში ორ ათეულამდე უარყოფითი როლი აქვს შესრულებული. თმაგადახოტრილი ვინცი  „სიძულვილში”; თავზეხელაღებული მძარცველი დობერმანი, ამავე სახელწოდების ფილმში; შეშლილი ჯოზეფი „შაიტანში”; განგსტერი ჟაკ მერინი „სახელმწიფოს მტერი ¹1” და სხვა. „რატომ ვირჩევ ბოროტმოქმედების როლებს? იმიტომ, რომ ეს არის რეალური ცხოვრება. კინო – ეს არის ხელოვნება და როდესაც ადამიანი მიდის კინოთეატრში, მან უნდა მიიღოს სიამოვნება და დაივიწყოს პრობლემები. უარყოფითი პერსონაჟის გარეშე კი, დადებითი როლის შემსრულებელი სათანადოდ ვერ გამოჩნდება ეკრანზე”, – ესეც ვენსან კასელის თავისებური ახსნა. 

ექსპერიმენტატორი

ვენსან კასელი ფლობს ბრაზილიური ორთაბრძოლის სტილის, კაპოეირას ილეთებს, გატაცებულია კრივით, ცეკვითა და სასტენდო სროლით. მერინის როლისთვის მსახიობმა 20 კილოგრამი მოიმატა და თავად მსახიობის თქმით, მსგავს ექსპერიმენტში იგი არასდროს მიიღებს მონაწილეობას. მთელი ცხრა თვე დასჭირდა შემდეგ, რომ ფორმაში ჩამდგარიყო. ამბობენ, როდესაც ვენსანმა მართვის მოწმობა აიღო, პირველივე დღეს პარიზიდან ნიცაში 230 კილომეტრ-საათი სიჩქარით იარა, კითხვაზე – რას გააკეთებდა ის, რომ იცოდეს, 5 წუთში სამყარო აღარ იარსებებსო, კასელმა მოკლედ უპასუხა – „ჩემს ცოლთან სექსი მექნება“. 

 

 

скачать dle 11.3