კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თევზივით ფარფლებიანი ქალები – მარკ ჯაკობსის ზამთრის ქალი

 

ნებისმიერ კარგად ჩამცმელ ქართველს  ეს კოლექცია „ჯორჯიან” ან „თბილისი ფეშენ-ვიქზე” რომ ენახა ეროვნული ბრენდის სახელით, მინიმუმ ერთი კვირა მაინც ილაპარაკებდა, ამას როგორ ჩავიცვამ ეს ქართველები წინ ვერ წავიდნენ და გემოვნება ვერ დაეხვეწათო. მაგრამ, რადგან ეს მარკ ჯაკობსია, ალბათ, ყველა გაჩუმდება. თუმცაღა, ერთი რამ ფაქტია: როგორი სამოსიც არ უნდა შექმნას მარკ ჯაკობსმა, ჯერ ერთი,  ძალიან დიდი დამსახურება აქვს მოდის სფეროში და მისი ყოველი ახალი ნააზრევი განხილვას მაინც იმსახურებს და მეორე – ისეთი ქსოვილებით არის კოლექცია შექმნილი, რომ აბსოლუტურად უფორმო სამოსსაც კი, ნებისმიერი გემოვნებიანი ქალბატონი რამენაირად მოიხდენს.

 ნიჭიერ დიზაინერს, რომლის კოლექციებიც ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოწონებას იმსახურებს, წელს მოდის კრიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა კალმისა თუ „ნოუთბუქის“ სიმწარე აგემეს. პირველივე ანსამბლებიდან ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს პოდიუმზე ქალბატონების დიდი ხნის წინ გაყვითლებულ, ხის ჩარჩოში ჩასმულ ფოტოებს ვათვალიერებდით. „ქაღალდი“ ჩარჩოში იცვლებოდა და ერთმანეთის მიყოლებით ორმოცდათექვსმეტი კადრი ვნახეთ. 

 კარგად რომ დავაკვირდეთ, შემოდგომა-ზამთრის 2011-2012 წლის კოლექციაში დიზაინერს ის სხვადასხვა ელემენტები ჰქონდა თავმოყრილი, რომლებიც უკანასკნელი ორი დეკადის განმავლობაში იყო მის რეპერტუარში გაფანტული. ისიც კი დაიწერა, რომ ჯაკობსის ფანტაზია დაიშრიტა, რომ ის ახალს ვეღარაფერს იგონებს და ძველის გადამღერებით მაინც ცდილობს, არ დაიმატოს ადამიანი, რომელიც რაღაც სიახლეებს შეიტანს მის სამოსში. მან თითქოს ახლებურად ითამაშა პროპორციებში – ცვლილებები მხოლოდ ღილების დონეზე განახორციელა, მაგრამ, მთავარში მაინც საკუთარი თავის ერთგული დარჩა: ტკბილი, რომანტიკული განწყობა და ფერთა პალიტრა, ნატურალური, მშვიდი პასტელის ფერების გამა. ვერცხლისფერი შარვალი, წყლისფერი თხელი სვიტერი და უცნაური თავსაბურავი ჩვენების პირველი „ლუქი” იყო. დიზაინერმა ამ სეზონზე დიდი რაოდენობით ტყავი გამოიყენა. საინტერესო იყო ტანზე მომდგარი, ულამაზესი, ფარფლებიანი ტყავის კაბები, რომლებიც ზამთრის სუსხშიც კი საოცრად სექსუალურ იერს აძლევს ქალის სხეულს. ეს სტილი ჯაკობსმა უცნაური ფერის კოლგოტებითა და თავსაბურავებით გაამრავალფეროვნა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, დიზაინერი გვთავაზობს როგორც წვივთან გადაჭრილ ჩექმებს, ასევე, ღია ფეხსაცმელს და ამ შემთხვევაში გათბობა მხოლოდ თბილ წინდაზეა დამოკიდებული. 

 ამ კოლექციაში ნახავდით ყველაფერს – სულ სხვადასხვა ზომისა და ფორმის სვიტერებს, თეთრეულის მსგავს თხელ კაბებსა და მოსაცმელებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის, მონღოლური ცხვრის ბეწვის საყელო და სახელოები ჰქონდა შემოვლებული, სუფთა პლასტიკის ფრენჩები, რომლებიც ისეთივე წარმატებით იყო ბეწვით გაფორმებული, როგორც ნატის (ზამშის) თბილი მოსაცმელები; აბრეშუმხავერდის („პანბარხატის“) კაბები, უელსის პრინცის საყვარელი მამაკაცური სამეულები (შარვალი, პიჯაკი, ჟილეტი) და სამოცდაათიანი წლების უხეში ტრიკოტაჟული კაბები. 

 „ალბათ, ძალიან სასიამოვნოა, როცა გონებისა და გემოვნების „რეფრეშს” ახდენს იმის ყურება, რაც სულაც არ ცდილობს, იყოს ახალი – თქვა მარკ ჯაკობსმა ჩვენების შემდეგ, – ახლა იმდენად ყველა გადაერთო ახალზე, რომ, უმჯობესია, ცოტა ხანს ამისგან დავისვენოთ”. 

ამის შემდეგ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჯაკობსმა უბრალოდ, მარტივი გზა აირჩია ამ სეზონზე – შესთავაზა ქალებს ის, რასაც ჩვენ აუცილებლად ჩავიცვამთ.

 

 

скачать dle 11.3