კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თითქმის შეუძლებელი

 

დიახ, თითქმის შეუძლებელია გადააკეთო ადამიანი. ის თუ შეიცვლება, მხოლოდ საკუთარი სურვილით და ძალისხმევით. თქვენ მხოლოდ თუ დაეხმარებით და ხელს შეუწყობთ, მაგრამ არავითარი ძალადობა. ზოგჯერ თქვენი სურვილი, შეაქოთ და ამით წაახალისოთ, აღიქმება ირონიად და მას მხოლოდ გააღიზიანებს. პრეტენზიებით კი ურთიერთობას გაიფუჭებთ.

წყენას მამაკაცები დიდხანს იმახსოვრებენ. ნუ ითამაშებთ მისთვის დედის როლს. მით უმეტეს, დედამისის კოპირებით. მართალია, მამაკაცები ხშირად აკეთებენ არჩევანს, რაღაცით დედის მსგავს ქალებზე, მაგრამ მსგავსება ბუნებრივი უნდა იყოს და არა ხელოვნური. რატომ უნდა გაიმეოროთ სხვისი სიტყვები და ჟესტები?! საკუთარი ტრადიციები შემოიღეთ და დაამკვიდრეთ. მერე რა, რომ ზოგჯერ მამაკაცი ცოლში დედასაც ეძებს, თუნდაც იმიტომ, რომ შეუცნობლად და ბავშვურად წყენა მასზე გადაიტანოს. მაინც, ის არ არის პატარა ბავშვი, რომელსაც კუთხეში დააყენებთ, პირიქით, რაც მეტად ეცდებით „გამოასწოროთ“, მით მძაფრ წინააღმდეგობას გაგიწევთ. ბოლოს კი, გაქცევასაც მოინდომებს. როცა იცით, რომ საქმე, რომელსაც ხელს ჰკიდებთ უიმედოა და შეუძლებელი, დაფიქრდებით და მასზე საერთოდ აიღებთ ხელს. ნუ გაიმეორებთ შეცდომებს. კი არ აღზარდოთ ხელახლა, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელია, არამედ გაუჩინეთ სურვილი, შეიცვალოს. ეს პოზიტიურია და არ წარმოშობს არანაირ აგრესიას. მიზანსაც, იცხოვროთ უფრო სრულყოფილ მამაკაცთან, გაცილებით ადვილად მიაღწევთ.

 

скачать dle 11.3