კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მიუყვანა სახლში დიმა შაშკინს მოსავლელად ბრიტანელი პრინცესა და რით გაანაწყენეს მისი შვილი სტრასბურგში პოლიტიკოსებმა


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დიმა შაშკინს, ორი შვილი ჰყავს. უმცროსი, სოფო, ძალიან საყვარელი, მხიარული და ხალისიანი ბავშვია, 10 წლის ნიკა კი, დისგან განსხვავებით, ყველა თემაზე სერიოზულად საუბრობს. მართალია, მას სოფოს გამო ხანდახან „ჩაგრავენ” კიდეც, მაგრამ უფროსი ძმის სტატუსს მაინც ღირსეულად იფერებს. სოფოს ყველაზე მეტად პრანჭიაობა და კეკლუცობა მოსწონს, ნიკას – კომპიუტერული თამაშები, თუმცა და-ძმას ერთი საერთო გატაცებაც აქვთ: ორივეს ძალიან უყვარს მოგზაურობა, სადაც მათ მზრუნველი და ყურადღებიანი მამიკო, უამრავ სიურპრიზს უწყობს...


– ბავშვებო, გაგვაცანით თქვენი თავი.

სოფო: სოფო შაშკინი, მე ვარ 5 წლის. ბაღში არ დავდივარ, იმიტომ, რომ მე პატარა აღარ ვარ, ბაღი კი აღუებისთვისაა. ბაღში ყოფნას სახლში მირჩევნია, სულ სახლში კი არ ვარ, ხან ზოოპარკში დავდივარ, ხან – დისნეილენდებში, ოღონდ, თბილისში კი არა, სხვაგან, შორს.

ნიკა: მე 10 წლის ვარ და ვსწავლობ სენტ ეგზიუპერის სახელობის კოლეჯში. მომწონს ჩემი სკოლა, კვების მხრივაც კარგია და სწავლის მხრივაც. სწავლაც მომწონს, მაგრამ ხანდახან მეზარება ხოლმე. მიყვარს ისტორია და გეოგრაფია. საგანი, რომელიც არ მიყვარს, მათემატიკაა – ბევრი თვლა და მიმატება-გამოკლება მეზარება.

– სოფო, მამიკო სად მუშაობს?

– პრეზიდენტობაში... პრეზიდენტი არაა, მაგრამ ეგეთ რამეზე მუშაობს, კარგი სამსახური აქვს, ექიმი და მასწავლებელი კი არაა, მინისტრი ჰქვია. დიდი კაბინეტი აქვს კომპიუტერით და ტელევიზორით, მეორე კარების იქითაც ოთახია და ტელევიზორი დგას. ხან, როცა მივდივარ მამიკოს სამსახურში, მე ნიკას მამიკოს სკამზე ვასწრებ დაჯდომას და თითქოს მეც მინისტრი ვარ ხოლმე, მაგრამ ჩემი სამსახური ძალიან მალე მთავრდება.

– ნიკა, სოფოს შეახსენე, მამა რომელ სამინისტროს ხელმძღვანელობს?

ნიკა: იურიდიული, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და კიდევ რაღაცეების. მამას ევალება, რომ ციხეებში წესრიგი იყოს.

სოფო: ხოო, მეც გამახსენდა, პრობაცია ჰქვია, პრობაცია არის პრობკა... ისიც ვიცი, რომ მამიკოს სამსახურში ვიღაც კაცებს ციხეებში სვამენ.

– ვიღაც კაცები ვინ არიან?

სოფო: ვინც ცუდად იქცევა. მაგათ ბანდიტები ჰქვიათ, მამიკო სამსახურში რომ მიდის, იმ დროს ბანდიტები იქ კი არ არიან, სადღაც სხვაგან არიან წასულები, იქ, სადაც ღამღამობით ცხოვრობენ.

– მამა რომ მინისტრია, კარგია?

ნიკა: კარგიცაა და ცუდიც, ცუდი იმით არის, რომ დილით ადრე მიდის და საღამოს სახლში გვიან ბრუნდება, სკოლაში ისე ცოტაჯერ არის ნამყოფი, რომ ზოგს მამაჩემი მაგისი თანაშემწე კახა ჰგონია. (იცინის). მინისტრის შვილობა ცუდი იმითაც არის, რომ ყოველდღე წერილებს უგზავნიან ხან მამას, ხან დედას და იმ წერილებს მეც კი მატანენ ხოლმე.

სოფო: მამიკოს მინისტრობა კარგი იმითაა, რომ ტელევიზორში გამოდის ხოლმე, ცუდი იმითაა, რომ სახლში გვიან მოდის და მე ვეღარ მეთამაშება. როცა სახლშია, უნდა, რომ სულ ინფორმაციებს უყუროს ტელევიზორში და მე ჯეტიქსებს ვეღარ ვუყურებ. მაინც ძალიან მიყვარს მამიკოს სახლში ყოფნა, ხანდახან ერთად ვთამაშობთ კიდეც. ჩემი მამიკო ყველა სურვილს მისრულებს, რაც არ უნდა ვთხოვო. ყოველდღე პატარა ფულებს მჩუქნის, მერე, დედიკოს რომ ფული დააკლდება, ვაძლევ ხოლმე. ნიკა თავის ფულს ისე უფრთხილდება, ერთ კაპიკსაც არ ხარჯავს...

ნიკა: სოფოს ამ სახლში ყველას უფროსობა უნდა და გამოსდის კიდეც. ხანდახან მე და სოფოს მაგარი ჩხუბი მოგვდის ხოლმე ტელევიზორის გამო, მამა სულ გვაშველებს და მე მეუბნება: სოფო გოგოა და თან პატარაო. ეს სულ გოგო და პატარა იქნება და... მამა სოფოსთან არაა მკაცრი, ტელევიზორიც რომ გატეხოს, არაფერს ეტყვის, მე კი იმაზეც მეჩხუბება, თუ ოთახი არ მაქვს დალაგებული, ან, ტელევიზორის პულტიდან ელემენტები თუ გამოვიღე და მერე უკან ჩადება დამავიწყდა, მამიკო რჩება ხოლმე პულტის გარეშე. მოკლედ, ჩემი ყველაფერი ჩანს, სოფოსი – არა. სოფო ტყუილად ჩხავილს რომ დაიწყებს, მაინც ჩემი ბრალია და ისე გამოდის, რომ მე ავაყვირე.

სოფო: მაშინ მეც მოვყვები, რასაც აფუჭებ. ეს ხომ ტელევიზორი არაა, რომ ამოჭრან და, მერე ნახე, რომ ყველა წაიკითხავს. იცით, ნიკას ძალიან უყვარს, როცა ყველას რაღაცეებს ასწავლის.

ნიკა: მე კიდევ, ვიტყვი, რომ გათხოვება არ გინდა და ტირიხარ...

– სოფო, ვინმემ გითხრა, უნდა გაგათხოვოთო?

– არა, მაგრამ როცა დიდი ვიქნები, არც მაშინ არ მინდა, რომ გამათხოვონ...

– ბავშვებო, როცა გაიზრდებით ვინ უნდა გამოხვიდეთ?

ნიკა: ჯერ არ ვიცი. ექიმობის და მასწავლებლობის ნერვები არ მაქვს, რეჟისორობა მომწონდა, მაგრამ გადავიფიქრე, იმიტომ რომ რეჟისორობას ბევრი ფული უნდა, მე კი ბევრი ფული არ მაქვს. მამა მაძლევს ხოლმე ფულს, მაგრამ იმდენს არა, რომ რეჟისორობას ეყოს. როცა მე თვითონ ვიმუშავებ, იმდენ ფულს ვიშოვი, რომ დიდი და ლამაზი სახლი ვიყიდო და უცხოეთში ვიმოგზაურო.

– ნიკა, მინისტრობაზე უარს იტყვი?

– მინისტრობას ბევრი შრომა უნდა, მე ცოტა ზარმაცი ვარ მინისტრობისთვის, ამერიკის ციხეების მინისტრობაც რომ შემომთავაზონ, იმაზეც კი არ დავთანხმდები (იცინის).

სოფო: მე უნდა გამოვიდე საჭმელების გამკეთებელი. ძალიან ბევრი საჭმელები უნდა გავაკეთო, დედიკოს ეხლაც ვეხმარები. კატლეტიც კი შემიწვია. ხახვი რომ დავჭრა, თვალები დამეწვება, ამიტომ მწვანილებს ვჭრი ხოლმე. საჭმელები უნდა გავაკეთო სკოლის ბუფეტისთვის და თვითმფრინავებისთვის. როცა ამერიკაში გავფრინდი, იქ თვითმფრინავში ისეთი გემრიელი საჭმელები გვაჭამეს, კეტჩუპი და ქათამი, ისეთი გემრიელი იყო, რომ... თვითმფრინავში მწვანე, ლამაზი საბანიც დამაფარეს. მეც მინდა თვითმფრინავში მუშაობა, მამა თვითმფრინავების უფროსებსაც იცნობს და ვეტყვი, რომ მეც მამუშაონ.

– მამიკოს უცხოეთში ხშირად მიჰყავხართ ხოლმე?

 ნიკა: ადრე, როცა მამა ძველ სამსახურში მუშაობდა, სხვა ქვეყნებშიც ვცხოვრობდით ხოლმე. როცა დრო აქვს, ახლაც მივყავართ, ამერიკაშიც ვიყავით დისნეილენდში და პარიზშიც. მე ამერიკულ „გონკებზეც“ კი დავჯექი, სოფოს შეეშინდა და ვერ დაჯდა. ამერიკა ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით კი – უზარმაზარი შენობები და სასტუმროები.

სოფო: მე ვერ ვიტან სტრასბურგს, იმიტომ, რომ, იქ რომ ჩავედით, მამა სულ თავისნაირ კაცებს ხვდებოდა და ჩვენთვის არ ეცალა. არ მომეწონენ სტრასბურგელი ბიძიები, რადგან შეხვედრებზე ჩვენ არ გვიშვებდნენ. მამას თბილისშიც ბევრი შეხვედრები აქვს და არც აქ დავყავარ ხოლმე თან. ეხლაც, ამერიკაში რომ წავიდა, მე არ წამიყვანა. იქ ვიღაც კაცებს უნდა შეხვედროდა.

– სოფო, მამიკოს ხშირად ურეკავ სამსახურში?

– დიახ, ორი მობილური მაქვს. როცა მამა ძალიან მომენატრება, ხან ერთით ვურეკავ, ხან-მეორეთი. აიღებს ხოლმე ტელეფონს და მეუბნება: არ მცალია, შეხვედრაზე ვარ და მერე დაგირეკავო. მერე ყოველთვის მირეკავს. მე ტელეფონშიც ვეუბნები, ნიკამ რაც დააშავა. ჩვენს კატა სერაფიმაზეც მიმაქვს ხოლმე ამბები.

– სერაფიმა ვინ გიყიდა?

– მიყიდეს... დედიკომ თქვა თანხმობა და მიყიდეს. ჩემი სერაფიმა ბრიტანელია, ოღონდ, ბრიტანეთში კი არა, თბილისში დაიბადა. ჩვენს კატას მარტო მე კი არა, დედა და მამაც უვლიან. სერაფიმა ისეთი საყვარელია და ისე ვუვლით, როგორც პრინცესას. მამიკო მე ყველა სურვილს მისრულებს, კვატა-კვატაც ჩამომიყვანა, ახლა ლაპარაკი უნდა ვასწავლო. კატაც რომ ლაპარაკობდეს, იმასაც ვასწავლიდი ლაპარაკს. „კუკლები” ძალიან არ მიყვარს, მაგრამ მამა ყველანაირ სათამაშოს ყიდულობს, როცა სხვა ქვეყანაში გზავნიან, იქიდან ჩემთვის ბევრი რამე ჩამოაქვს.

– სოფო, პრანჭიაობა გიყვარს?

– მე და დედას გვიყვარს, ნიკას და მამიკოს არა. მე თმასაც კი ვიღებავ, რომ ფერადი თმები მქონდეს. ერთხელ ვარდისფერი თმაც კი მქონდა, ის თმა ძალიან მიხდებოდა, ყველაზე ლამაზი გოგო ვიყავი. ჩემი თმები მამიკოსაც მოეწონა. ერთხელ, როცა კიდევ წავალთ სალონში, სერაფიმაც უნდა წავიყვანო და მასაც უნდა გავუკეთო მელირება (იცინის)...


скачать dle 11.3