კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა გქონდეთ სახლში დადგმული მონეტებჩაყრილი წყლიანი ბროლის ლარნაკი და რა ძალა აქვთ შინაურ ცხოველებსა და მცენარეებს ჩვენი ბარაქის კოდის გახსნაში

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ, საკმაოდ ადვილად შეგიძლიათ, დღესვე დაადგინოთ თქვენი უიღბლობის მიზეზი. როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი ქალბატონი მარინე ამბობს, ფული ძალიან ჭირვეული სუბსტანციაა, ამიტომ, ზუსტად უნდა იცოდეთ, როგორ დაიცვათ თქვენი შემოსავალი ნეგატიური ემოციებისგან, შეინახოთ ის სწორად და მოიზიდოთ თქვენს საფულეში. ასევე, აუცილებელია სახლის სწორად მოწყობა და იმ ნივთის თავიდან მოშორება, რომელსაც უარყოფითი აურა აქვს და, შესაბამისად, ჩვენზეც უარყოფითად მოქმედებს. 

 

მარინე: ფული კოსმიური ენერგიების მატერიალური განსახიერებაა. არიან ადამიანები, რომლებსაც ის თავს არიდებს, ან, პირიქით, მათკენ მიილტვის. ამიტომაა საჭირო იმის ზუსტად ცოდნა, თუ როგორ მოვიზიდოთ ის და რა გავითვალისწინოთ მასთან მიმართებაში. ვიცი, ბევრი ადამიანი  თავს არ ზოგავს, მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად, მაგრამ, ჯიბეში ფული არ უჩერდება. ერთი სიტყვით, ფულს ბარაქას ვერ ატანენ. მე ყველას ვეუბნები, რომ უბარაქობის ძირითადი მიზეზი პიროვნების შემოსავლებისა და ფინანსური მდგომარეობის სამყაროსეული არხის ჩაკეტვაა. ამ არხს „ბარაქის არხი” ეწოდება და, თუ ადამიანი რეინკარნაციულად არ არის იმ პროფესიის მქონე, რითაც ბარაქა უნდა მოიზიდოს და შეინარჩუნოს, ამ შემთხვევაში მის საფულეში ფული ნამდვილად არ გაჩერდება. ასე რომ, თუ გინდათ, მატერიალურად გამართული და წარმატებული იყოთ, პროფესია რეინკარნაციული კუთხით უნდა აირჩიოთ. ასევე, ასტრალური სხეული ცხოველებთან გვაკავშირებს, ეთერული სხეული კი – მცენარეებთან. 

– ეს როგორ გავიგოთ?

– როგორ და, ბარაქის მოზიდვაში მცენარეები და ცხოველები აქტიურ როლს თამაშობენ. მაგალითად, ამ მხრივ კარგია, თუ სახლში ძაღლი ან კატა გყავთ, მათ სითბოსა და სიყვარულს აგრძნობინებთ და ხშირად მიეფერებით და მიეალერსებით. მაშინ ისინიც ანალოგიურად გიპასუხებენ და ასტრალურ მატერიალურ არხზე დადებითად იმოქმედებენ თავიანთი დადებითი აურით, რომელსაც თქვენკენ გამოსტყორცნიან. მცენარეებიდან კი ბარაქის მოზიდვის კუთხით ყველაზე კარგია გვიმრა და კალანჰოე. გვიმრა ფინანსების არხს ხსნის ოჯახში, კალანჰოე კი მის მოსაზიდად ჯანმრთელობას გვძენს ადამიანებს. ასევე, თუ გსურთ, ბევრი ფული გქონდეთ, ატარეთ დიდი ზომის საფულე და მასში აუცილებლად ჩადეთ ფურცელზე თქვენი ხელით დაწერილი ის სურვილი, რომლის ახდენაც გინდათ. ასევე, კარგია საფულით “ბულავკაზე” წამოცმული გიშრის თვლის ტარება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ადრე ჩვენი წინაპრები, ახლად დაბადებულ ჩვილს აუცილებლად უკეთებდნენ სამოსზე „ბულავკაზე” წამოცმულ გიშერს, რადგან ითვლებოდა, რომ ეს თილისმა მას სამომავლოდ ყველა სურვილის ასრულებაში დაეხმარებოდა, სასურველ მეორე ნახევარს აპოვნინებდა და ავი თვალისგან დაიცავდა. აგრეთვე, გაეცით გაჭირვებულებზე თუნდაც მცირედი თანხა და ის მალევე გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. სახლში კი აუცილებლად დადგით გამჭვირვალე ბროლის პატარა ვაზა, ჩაასხით მასში წყალი და ჩაყარეთ ხურდა ფული, ოღონდ, აუცილებლად ვერცხლისფერი მონეტები – ის სახლში ფულის ენერგიას ადვილად მოიზიდავს და ოჯახის ბიუჯეტი მუდამ შევსებული გექნებათ. დამეთანხმებით, საკმაოდ მარტივი წესია, მაგრამ, უძველესი და გამოცდილი მეთოდია მატერიალური კეთილდღეობის მოსაპოვებლად. თუმცა, ბევრი არ მეთანხმება და ჯიუტად ამბობს, ამ ყველაფრის გათვალისწინება იგივეა, რომ ცრურწმენებს ავყვეთ და ფეხი-ფეხზე გადადებულები დაველოდოთ, როდის გავმდიდრდებითო. მე ამას ნამდვილად არ ვამბობ და, ალბათ, როგორც იტყვიან, გამგები გამიგებს. მესმის, ისეთი დროა, რეალობის დაჯერება გვიჭირს და ილუზიებში ცხოვრება გვირჩევნია, მარტო ოცნებით კი არაფერი გამოდის. თუ იშრომებთ და თან იმასაც გაითვალისწინებთ, რაზეც გესაუბრეთ, მერწმუნეთ, ყველაფერი რიგზე გექნებათ. ზოგს ერთ დღეში უნდა გამდიდრება, ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ეზოთერიკული წესებისა და რჩევების გათვალისწინება კი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რამეს აშავებს. ჩემი ახლობლები ადრე სულ მეუბნებოდნენ: მოიცა რა, რა ეზოთერიკა, რის პარაფსიქოლოგია, კაცმა შენი ბედი შენვე უნდა მართო, იწვალო, იშრომო, რომ ლუკმაპური ჭამოო. აი, რომ გაუჭირდათ და მიხვდნენ, ბედის მართვა და ლუკმაპურის შოვნა არც ისე ადვილია და ამასაც შნო უნდა და ცოტა სწორედ იმ ეზოთერულ-პარაფსიქოლოგიური რჩევების გათვალისწინებაც, მერეღა მომაკითხეს და  დარწმუნდნენ, რომ მე მათ ცუდს არ ვურჩევ. მტერი ხომ არ ვარ? 

– ამბობენ, ოთახის კედელზე დაკიდებულ სურათებს უდიდესი მაგიური ძალა გააჩნია და ის ადამიანის ბედზე, შემოსავლებსა და, უბრალოდ, კეთილდღეობაზე დიდ გავლენას ახდენსო. ეს თუ არის სიმართლე?

– რასაკვირველია, სიმართლეა. იმ სურათებს, რომლებიც უარყოფითი ენერგიით გაჯერებულ ბინაში ეკიდა, ძალიან საშიში აურა აქვს. თუ ისინი მემკვიდრეობით გერგოთ ან ანტიკვარულ მაღაზიაში შეიძინეთ და დაკიდეთ თქვენს საცხოვრებელ ბინაში, იცოდეთ, რომ მათგან წამოსული ნეგატიური იმპულსი თქვენს ცხოვრებას საშიშროებას შეუქმნის როგორც ბედის, ასევე ჯანმრთელობისა და შემოსავლების მხრივაც. ასევეა ავეჯიც. მახსოვს, ჩემს დაქალს მემკვიდრეობით ბებიამ დაუტოვა ანტიკვარული კომოდი. ჩემმა დაქალმა ჩამოიტანა ის რაიონიდან და სახლში დაიდგა. ერთი თვეც არ გასულა, რომ სრულიად ჯანმრთელი ადამიანი დასუსტდა, დაეწყო პრობლემები მეუღლესთან, ვალებში გადავარდა. ერთი სიტყვით, ცხოვრება გაუუარესდა. ჩემთან რომ მოვიდა და შემომჩივლა, მაშინვე ვუთხარი, ის კომოდი მოაშორე-მეთქი. გაეცინა – ის რა შუაშია, უბრალოდ, ეტყობა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი პერიოდიც უნდა დამდგარიყოო. ავუხსენი სიტუაცია და ვუთხარი, მე ხომ ვიცი, ბებიაშენის სახლში რა აურაც ტრიალებდა, უმძიმესი ცხოვრება განვლო იმ საცოდავმა და, ის აურა ამ ავეჯმა შეიწოვა, შეინახა და ახალ ადგილას გადმოტანილმა თან წამოიღო-მეთქი. სხვა მაგალითებიც მოვუყვანე და იმდენი ველაპარაკე, დავითანხმე, ის კომოდი ისევ უკან წაეღო. გეფიცებით, დღესაც მადლობებს მიხდის. ასევე, ეცადეთ, თქვენს ბინაში მაგიდა და წიგნების თაროები მუდამ მოწესრიგებული გქონდეთ. არ ვარგა, როცა მაგიდაზე ბევრი ნივთი დევს, წიგნის თაროზე კი „აურზაურია”. ერთია, რომ სახლში მაგიდისა და წიგნის თაროს მიხედვით მიხვდებით, თუ როგორი მოწესრიგებულია დიასახლისი და, მეორეა, როცა ამით სახლში დადებითი ენერგიის მოზიდვა და ფინანსური კვანძის გახსნა ხდება. ზოგადად, კი ბინაში ნებისმიერ საგანს ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც ორგანიზმის თითოეულ ნაწილს – ჯანმრთელობისთვის. ეს თუ გაითავისეთ, გაითვალისწინეთ ზემოთ ნათქვამი ჩემი რჩევები და ყველაფერს თავისი ადგილი მიუჩინეთ ბინაში, ამით საკუთარ კეთილდღეობას შეუწყობთ ხელს. 

 

 

скачать dle 11.3