კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმკურნალეთ ალკოჰოლით

 

დიდი რაოდენობით და ხანგრძლივად მიღებისას, ალკოჰოლი ადამიანის ორგანიზმს ანადგურებს და ბევრი დაავადების მიზეზი ხდება. მცირე რაოდენობით კი, სამკურნალო-პროფილაქტიკური საშუალებაა.

არყის საშუალებით შეგიძლიათ, ბევრ დაავადებას უმკურნალოთ სახლის პირობებში. მაგალითად:

* ფაღარათის დროს, დალიეთ ერთი პატარა ჭიქა მარილიანი არაყი. ასევე, ამ დროს კარგი ეფექტი აქვს კაკლის სპირტხსნარს. ბოთლში  ჩაყარეთ რამდენიმე დანაყილი კაკალი თავისი მწვანე კანით, დაასხით არაყი და გააჩერეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ფაღარათის დროს დალიეთ დღეში 2 სუფრის კოვზი.

* ბუასილის დროს რვაას გრამ ჭვავის გამხმარ პურს დაასხით არაყი და დადგით თბილ ადგილას. გააჩერეთ ოთხი დღის განმავლობაში. მიიღეთ დღეში ორჯერ პატარა ულუფა, ჭამის წინ. ეს კარგი მატონიზებელი საშუალებაცაა.

* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს კარგია არყისა და მჟავე კომბოსტოს წვენის ნარევის დალევა.

* პირველი და მეორე ხარისხის დამწვრობის დროს, დაგეხმარებათ ყურძნის თბილი ღვინის და არყის ნარევის საფენები.

* ანგინის დროს, ერთ სუფრის კოვზ კრაზანას დაასხით ჭიქა-ნახევარი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ორთქლზე ათი წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ და დაამატეთ დინდგელის 10-პროცენტიანი სპირტხსნარი – ერთ ჭიქა ნაყენზე 50 წვეთი. ეს ხსნარი გამოივლეთ ყელში.

* თრომბოფლებიტის დროს, ერთ ჭიქა არაყში ჩაყარეთ 20 გრამი დაქუცმაცებული ცხენის წაბლი კანის გარეშე. გააჩერეთ 5 დღე ბნელ ადგილას. დროდადრო შეანჯღრიეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, 30 წვეთ წყალთან ერთად. კარგია ვარიკოზის დროსაც.

 

скачать dle 11.3