კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა დაწერა ანდერძში ლიბიის ექსდიქტატორმა მუამარ კადაფიმ, რა სახელით მოიხსენიებდა ის ებრაულ-არაბულ გაერთიანებულ სახელმწიფოს და ვინ იყო უილიამ შექსპირი წარმოშობით, მისი ვერსიით

 

2011 წლის 20 ოქტომბერს მსოფლიოს დიქტატორებს შორის ყველაზე ქარიზმატულისა და ექსცენტრიკულის, ჯამაჰირიის ლიდერის, ყოფილი პოლკოვნიკისა და ლიბიელი ხალხის ექსბელადის, მუამარ ბენ მუჰამად აბუ მენიარ აბდელ სალიამ ბენ ჰამიდ ალ-კადაფის, ან უბრალოდ, მუამარ კადაფის 42-წლიანი მმართველობის ხანა და მისი სიცოცხლე ერთდროულად დასრულდა. ექსდიქტატორის სიცოცხლე იქ დასრულდა, სადაც დაიწყო, ქალაქ სირტში. მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ერთადერთი, რის თქმაც შეიძლება კადაფის სიკვდილზე, მისი სიტყვებია, რომლითაც 2011 წლის თებერვალში  მიმართა ლიბიელ ხალხს – „მე არასდროს მივატოვებ ამ მიწას და მოწამეობრივი სიკვდილით მოვკვდები. მე არავის ვექვემდებარები. მუამარი იყო და იქნება რევოლუციის ლიდერი ქვეყნიერების დასრულებამდე”. არ გატეხა სიტყვა და მართლაც, ის თავის მიწაზე წამებით მოკლეს. „თბილისელების” ამ ნომერში მუამარ კადაფის ცხოვრების, პოლიტიკურ-სამხედრო მოღვაწეობისა და მისი ოჯახის შესახებ არსებულ, აქამდე გაუხმაურებელ ფაქტებს გთავაზობთ.

მუამარ კადაფის დაბადების თარიღი დაზუსტებით უცნობია. მისი ბიოგრაფების მტკიცებით, ექსპოლკოვნიკი 1940 წელს დაიბადა, ხოლო თავად კადაფი ირწმუნებოდა, რომ 1942 წლის 19 ივნისს დაიბადა ბედუინების კარავში, ქალაქ სირტიდან 30 კილომეტრის მოშორებით. მამამისი ალ-კადაფას მომთაბარე ტომის წარმომადგენელი იყო და აქლემებსა და თხებს მწყემსავდა.  მეორე ვერსიით კი, მუამარის მამა კორსიკელი ოფიცერი, კაპიტანი ალბერტო პრეციოზი იყო, რომლის თვითმფრინავმა ავარია განიცადა ლიბიის უდაბნოში, 1941 წელს.

1989 წლიდან მუამარ კადაფის არ ეკავა არც ერთი სახელმწიფოებრივი თანამდებობა და საკუთარ თავს იგი „მოძმე ლიდერად და ლიბიის არაბული ჯამაჰირიის სოციალისტური სახალხო, პირველი სექტემბრის დიდ მეთაურს” უწოდებდა. პირველი რეფორმა, რომელიც კადაფის ხელისუფლებაში მოსვლის დღეს განხორციელდა, იყო ეგრეთ წოდებული კალენდრის რეფორმა – წლის თვეებს  სახელები შეეცვალა. 

1998 წელს ლიბია-ეგვიპტის საზღვართან ახლოს, მუამარ კადაფის კორტეჟს უცნობებმა ცეცხლი გაუხსნეს. მას პირადი მცველი, აიშა გადაეფარა და ტყვიებისგან დაიცვა, თვითონ კი ადგილზევე გარდაიცვალა. იმ შეტაკებაში კადაფის დაცვის შვიდი წევრი დაიღუპა, თავად პოლკოვნიკი კი ხელში დაიჭრა. ცნობილია, რომ კადაფის პირადი დაცვა 40 ქალწულისგან შედგებოდა. ისინი „კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულნი და მათი ამოცნობა ღია ფერის მანიკიურით იყო შესაძლებელი. 

უცხოეთში ვიზიტების დროს მუამარ კადაფის მუდამ თან დაჰყავდა პირადი აქლემი, რომლის რძესაც იგი ყოველ დილას საუზმის ნაცვლად იღებდა. აქლემი სპეციალურად მოწყობილ კარავში ცხოვრობდა და პატრონის მსგავსად, მასაც ჰყავდა პირადი დაცვა.

2003 წელს მუამარ კადაფიმ გამოაქვეყნა ნაშრომი „თეთრი წიგნი”, რომელშიც იგი დეტალურად აღწერდა ახლოაღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების თავის გეგმას. კერძოდ, კადაფის აზრით, უნდა შექმნილიყო ებრაულ-არაბული გაერთიანებული სახელმწიფო, რომელსაც ეწოდებოდა „იზრატინა” და ჩამოაყალიბა ის ძირითადი პრინციპები, რომლებზეც აეწყობოდა სახელმწიფო მოდელი: პალესტინელი დევნილების დაბრუნება მშობლიურ მიწაზე; ლიბიური მოდელით შექმნილი მრავალნაციონალური სახელმწიფო; გაეროს მონიტორინგით ჩატარებული არჩევნები; გაერთიანებული ებრაულ-პალესტინური პარლამენტი და ახლო აღმოსავლეთში არსებული ყველა სამხედრო შენაერთის ლიკვიდირება.

მუამარ კადაფის ვერსიით, ინგლისელი დრამატურგი უილიამ შექსპირი არაბი ემიგრანტი გახლდათ, რომელიც ლიბიიდან ბრიტანეთის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად და სამშობლოში ის შეიხ ზუბეირი იყო.

2009 წლის სექტემბერში მუამარ კადაფი ნიუ-იორკში ჩავიდა და გაეროს გენერალური ასამბლეის 64-ე ყრილობაზე სიტყვით გამოვიდა. თავის ცნობილ გამოსვლაში კადაფიმ ამერიკის პრეზიდენტს, ბარაკ ობამას „ჩემი შვილი” უწოდა, ხოლო გაეროს უშიშროების საბჭო „ტერორისტების საბჭოდ” მოიხსენია. გარდა ამისა, კადაფი ჯონ კენედისა და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობების ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვდა. მოითხოვა, ასევე, რომ ობამა დანიშნულიყო ამერიკის სამუდამო პრეზიდენტად და გაეროს შტაბ-ბინა გადასულიყო ლიბიაში და სიტყვის ბოლოს განაცხადა – „თქვენ უკვე დაიღალეთ და ყველას გძინავთ. თქვენ შობეთ ჰიტლერი და არა ჩვენ. თქვენ დევნიდით ებრაელებს და თქვენ მოაწყვეთ ჰოლოკოსტი”.

მუამარ კადაფი ორჯერ იყო დაქორწინებული, მისი პირველი მეუღლე სკოლის მასწავლებელი ფატჰია ნური გახლდათ, რომელთანაც მას ერთი ვაჟი, 1970 წელს დაბადებული მუჰამედი ჰყავდა. მეორე მეუღლე ექთანი, საფია ფარკაში იყო, რომელთანაც პოლკოვნიკს ექვსი ვაჟი და ერთი ქალიშვილი ჰყავდა: საიფ ალ-ისლამი (1972) – განათლებით არქიტექტორ-ინჟინერი, ხელმძღვანელობდა კადაფის სახელობის საქველმოქმედო ფონდს, ამჟამად საერთაშორისო ძებნაშია გამოცხადებული; საადი კადაფი (1973) – ექსფეხბურთელი, რომელმაც რამდენიმე მატჩი ითამაშა იტალიის ჩემპიონატში „უდინეზეს” და „პერუჯას” რიგებში, სამოქალაქო ომის დაწყების დროს ხელმძღვანელობდა მამის სამხედრო დანაყოფებს, მონაწილეობდა ბენგაზისა და ტრიპლის ომებში. 2011 წლის სექტემბერში ოჯახთან ერთად ნიგერში გაიქცა და მას შემდეგ ინტერპოლის მიერ იძებნება; ჰანიბალ მუამარ კადაფი (1975) – დაკავებული იყო ნავთობის ექსპორტით, დასავლურ პრესაში არაერთხელ დასახელებულა, მოძალადედ და დებოშიორად. დედასთან, ძმასთან და დასთან ერთად, ამჟამად ალჟირში იმყოფება; აიშა კადაფი (1976) – მუამარის ერთადერთი ქალიშვილი და ლიბიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი, იურისტი, რომელიც იცავდა სადამ ჰუსეინს საერთაშორისო სასამართლოში. ამჟამად იმყოფება ალჟირში. ოთხი შვილის დედაა. არაბულ პრესაში აიშა კადაფის „სამხრეთ აფრიკის კლაუდია შიფერს” უწოდებდნენ; მუტაზიმ ბილლა კაფადი (1977-2011) – ლიბიის არმიის ოფიცერი, დაიღუპა ქალაქ სირტში მამასთან ერთად. მუტაზიმი მუამარ კადაფის შესაძლო შემცვლელად სახელდებოდა წლების განმავლობაში; საიფ ალ-არაბ კადაფი (1982-2011) – მიუნჰენის ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, მსახურობდა არმიაში, იგი და მუამარ კადაფის სამი შვილიშვილი – ოთხი თვის მასტურა, სამი წლის კარტაგო და აიშას ორი წლის ვაჟი, საიფი 2011 წლის პირველ მაისს ნატოს თვითმფრინავების მიერ, კადაფის რეზიდენციის დაბომბვის დროს დაიღუპნენ; ჰამის კადაფის (1983-2011) მიღებული ჰქონდა სამხედრო განათლება ლიბიაში და რუსეთში, სამოქალაქო ომის დროს ხელმძღვანელობდა ლიბიის ჯარების ელიტურ შენაერთებს, დაიღუპა 2011 წლის 29 აგვისტოს ქალაქ ტარჰუნთან ბრძოლაში. ამას გარდა, მუამარ კადაფის ჰყავდა ორი აყვანილი შვილი – ჰანა მუამარ კადაფი, რომელიც ოთხი წლის ასაკში 1986 წელს ამერიკული ავიაციის მიერ კადაფის რეზიდენციის დაბომბვისას დაიღუპა და მილადი, რომელმაც გავრცელებული ვერსიით, მაისის დაბომბვის დროს გადაარჩინა მუამარი სიკვდილს.

მუამარ კადაფის გარდაცვალების შემდეგ დასავლურ და რუსულ პრესაში გამოქვეყნდა ინტერვიუ წარმოშობით ყირიმელ ნადეჟდა (ნადია) კადაფისთან, რომელიც აცხადებს, რომ მუამარის უფროსი ვაჟის, საიფ ალ-ისლამის კანონიერი ცოლია. თუმცა, დადასტურებული ეს ფაქტი არ არის. ნადიას თქმით, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა საიფთან ერთად ევროპის ფეშენებელურ სასტუმროებში. ჰქონდა ნახევარ მილიონ დოლარად შეძენილი სამკაულები და იცვამდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ დიზაინერებთან. გარდა ამისა მას კერძო თვითმფრინავი ემსახურებოდა, თუმცა ეს ზღაპარი ხანგრძლივი არ გამოდგა. საბოლოოდ, მან საიფის რეალური სახე იხილა. ნადია ირწმუნება, რომ საიფი ყოველდღე აწყობდა სექსუალურ ორგიებს თავის მეგობრებთან ერთად  და სპეციალურად ამისთვის უკრაინიდან ჩამოჰყავდა მეძავები. გარდა ამისა, მის სახლში ნამდვილი ზოოპარკი ჰქონდა, სადაც ბინადრობდნენ ეგზოტიკური ცხოველები, ქვეწარმავლები და თევზები. პირანიებს საიფი თავად აჭმევდა. ნადია აღიარებს, რომ საიფთან სექსის დროს, მეუღლე მას ხშირად თითქმის ახრჩობდა და ამით სიამოვნებას იღებდა. გარდა ამისა, ნადიამ განაცხადა, რომ ერთხელ იგი სასტუმროს მე-12 სართულიდან გადმოაგდო ქმარმა, თუმცა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს – მხოლოდ ხელ-ფეხი მოიტეხა. შეესაბამება თუ არა სინამდვილეს ნადია კადაფის ნაამბობი უცნობია, რადგან საიფ ალ-ისლამი, უცოლოა და პირად ცხოვრებაზე არასდროს უსაუბრია.

2011 წლის 23 ოქტომბერს მსოფლიოს მასმედიის საშუალებებმა გამოაქვეყნეს მუამარ კადაფის ანდერძი, რომელიც 17 ოქტომბრით თარიღდება. ანდერძში კადაფი მოითხოვდა, რომ სიკვდილის შემთხვევაში, ქალაქ სირტში, საგვარეულო სასაფლაოზე, მუსლიმანური წესით დაეკრძალათ. გარდა ამისა, ანდერძის ბოლოს ის ლიბიელ ხალხს მიმართავს: „მე მოვუწოდებ ყველა ჩემს თანამებრძოლს, გააგრძელონ ბრძოლა და ძალით უპასუხონ ყველა საგარეო აგრესორს ლიბიაში დღეს, ხვალ და მუდამ”.

 

 

скачать dle 11.3