კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოახერხეს იტალიამ და საბერძნეთმა საგარეო ვალის მთლიან შიდაპროდუქტზე 2-3-ჯერ გადაჭარბება და მაინც რატომ ცხოვრობენ იტალიელები და ბერძნები ქართველებზე უკეთ

რაკი დედამიწა კვლავაც გლობალურ ეკონომიკურ კრიზისშია, ეკონომიკის ზრდა განსაკუთრებით აქტუალურ საკითხად რჩება, მით უფრო, ევროზონაში დატრიალებული მოვლენების გათვალისწინებით. მართალია, საბერძნეთისა და იტალიის ფონზე (რომელთა საგარეო ვალის ოდენობა მთლიან შიდაპროდუქტს არათუ გაუტოლდა, გადააჭარბა) საქართველოს ეკონომიკა მტკიცედ დგას (უფრო მეტიც, 10-პუნქტიანი გეგმით, მთავრობა მთლიანი შიდაპროდუქტის თითქმის გაორმაგებას გვპირდება უახლოეს ხუთ წელიწადში), მაგრამ იმ მარტივი მიზეზით, რომ საშუალო ბერძნები და იტალიელები მაინც საშუალო ქართველებზე უკეთ ცხოვრობენ, ეკონომისტ ლადო პაპავასთან გადავწყვიტეთ იმის გარკვევა, რამ ჩამოშალა ევროზონა და რატომ ვერ მოერია მძვინვარე კრიზისი ლარის ზონა საქართველოს.

 

– ძალიან ხშირად იყენებს ჩვენი ხელისუფლება ტერმინს –  მთლიან შიდაპროდუქტს და მუდმივად გვპირდებიან მის ზრდას, ამიტომ დავიწყოთ იმით, თუ რა არის ეს მთლიანი შიდაპროდუქტი?

– მთლიანი შიდაპროდუქტი არის ერთ-ერთი განმაზოგადებელი ეკონომიკური პარამეტრი და ის ასახავს ეკონომიკის ფუნქციონირებას დროის გარკვეულ ერთეულში. ეს ერთეული, როგორც წესი, არის ერთი წელიწადი, თუმცა შეიძლება, იყოს აღებული კვარტალური ან ნახევარი წლის მაჩვენებელი. ანუ ის, ახალი, პროდუქტი თუ მომსახურება, რაც წლის განმავლობაში შექმნა ქვეყნის ეკონომიკამ, არის მთლიანი შიდაპროდუქტი. ის საკმაოდ განზოგადებული მაჩვენებელია და, როგორც წესი, ეკონომიკისთვის მარტო ეს მაჩვენებელი დიდად საინტერესო არ არის, რადგან უფრო მეტად მნიშვნელოვანია, თუ რამდენია მთლიანი შიდაპროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე. მოვიყვან ასეთ მაგალითს: ყველამ კარგად იცის, რომ დღეს, ეკონომიკური სიძლიერით, მსოფლიოში ნომერი პირველი სახელმწიფო არის ამერიკის შეერთებული შტატები და დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ მეორე ადგილზე იყო იაპონია. მაგრამ ახლა ითქვა, რომ ჩინეთმა გაუსწრო იაპონიას მთლიანი შიდაპროდუქტის მოცულობით და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მაგრამ ვნახოთ, რეალურად მართლაც არის თუ არა მეორე ადგილზე ჩინეთის ეკონომიკა? ამისთვის ჩინეთის მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობა უნდა გავყოთ ჩინეთის მოსახლეობაზე და ვნახავთ, რომ ჩინეთი ნამდვილად არ არის მეორე ადგილზე. ასე რომ, ეკონომისტებს აინტერესებთ როგორც მთლიან შიდაპროდუქტის ოდენობა, ასევე, არანაკლებ –  მთლიანი შიდაპროდუქტის ოდენობა მოსახლეობის ერთ სულზე.

არის კიდევ ასეთი მაჩვენებელი: ეკონომიკური ზრდა და ამიტომაც ეკონომისტები უყურებენ მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდისა და კლების მაჩვენებელს.

– ეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ასახავს მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდას?

– დიახ, საქმე ის არის, რომ წლის განმავლობაში ქვეყანაში იწარმოება სხვადასხვა სახეობის პროდუქცია და მომსახურება. თითოეული პროდუქცია და მომსახურება კი თავის ერთეულებში გამოიხატება. მაგალითად, კარაქი –  წონით ერთეულში, გამომუშავებული ელექტროენერგია –  კილოვატ-საათში და ასე შემდეგ. როგორ დავაჯამოთ ეს ყველაფერი? ეკონომისტებს სხვადასხვა სახეობის პროდუქციისა თუ მომსახურების ერთ აგრეგატში მოქცევის საუკეთესო გზად მიაჩნიათ მათი ფასის მიხედვით დაჯამება. ასე რომ, მთლიანი შიდაპროდუქტის მაჩვენებლის გაანგარიშებისას, ჯამდება სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების საბაზრო ფასები. ხოლო, როდესაც საუბარია მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდის ტემპზე, დგება ასეთი საკითხი: გარდა იმისა, რომ წელს წინა წელთან შედარებით, შესაძლოა, შეიცვალა გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობები, ზოგის წარმოება კი, საერთოდაც შეწყდა და ახალი გამოვიდა, ფასებიც იცვლება. ამდენად, მიმდინარე წლის მაჩვენებლის გაყოფა წინა წლის მაჩვენებელთან, არ იძლევა ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელს, იმ უბრალო მიზეზით, რომ ითვალისწინებს ფასების ცვლილებასაც. ამიტომ ეკონომისტებს აქვთ კიდევ ასეთი ტერმინი: ნომინალური და რეალური მთლიანი შიდაპროდუქტი. ნომინალურია, როდესაც ყოველ წელს გამომუშავებული მთლიანი შიდაპროდუქტი ფასდება სწორედ იმ წლის ფასებით; რეალური მთლიანი შიდაპროდუქტი კი არის ის, როდესაც ყოველ წელს გამოშვებული პროდუქცია ჯამდება ერთ საბაზისო წელს აღებული ფასებით. მაშინ მთლიანი შიდაპროდუქტის ყოველი წლის მაჩვენებლის წინაზე გაყოფა გვიჩვენებს ეკონომიკის ზრდის ტემპს და არა ფასების ზრდის ტემპს.

– ჩვენთან ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლად ნომინალური გამოიყენება თუ რეალური?

–  თქვენ დამისვით ისეთი კითხვა, რომელიც, წესით, არ უნდა დაისვას, იმიტომ რომ, ეკონომიკის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი უნდა იცოდეს, რომ ეკონომიკის ზრდა აუცილებელია გაითვალოს რეალური მთლიანი შიდაპროდუქტით, როდესაც ფასების ზრდის მაჩვენებელი გამორიცხულია. უფრო მეტიც, როგორც უნდა ვაკრიტიკოთ, სწორედ ასე ანგარიშობს ჩვენს ქვეყანაში სტატისტიკის სამსახური ამ მაჩვენებელს, მაგრამ ასე არ იქცევიან ჩვენი პოლიტიკოსები, რომლებიც მთლიანი შიდაპროდუქტის მაჩვენებელს ხალხის დასაბნევად იყენებენ.  2007 წლის ბოლოს ქვეყნის პრეზიდენტი ამბობდა, რომ ხუთ წელიწადში მთლიანი შიდაპროდუქტი გასამმაგდებაო. საქმე ის გახლავთ, რომ ხუთ წელიწადში ეკონომიკის გასასამმაგებლად ეკონომიკის ზრდის ტემპი ყოველწლიურად უნდა იყოს 23-24 პროცენტი. ეს ძალიან მაღალი ტემპია და ხუთი წლის განმავლობაში ამ დონეზე ეკონომიკის ზრდის შენარჩუნება შეუძლებელია, მაგრამ მოხდა საინტერესო რამ: 2008 წლის მარტის პირველ რიცხვებში პარლამენტი იხილავდა 2008 წლის ბიუჯეტის ცვლილებებს. ტრიბუნასთან იდგა მაშინდელი ფინანსთა მინისტრი ბატონი გილაური და ამბობდა, რომ 2008 წელს მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდის ტემპად აღებული აქვთ 6 პროცენტი. მე დეპუტატი გახლდით და დავუსვი კითხვა: 6-პროცენტიან ზრდაში არ გეკამათებით, მაგრამ როგორ მიმართებაშია თქვენი პროგნოზი პრეზიდენტის დანაპირებთან, იმიტომ რომ პრეზიდენტი შეგვპირდა ეკონომიკის გასამმაგებას და, თუ თქვენ წელს იღებთ 6-პროცენტიან ზრდას, მაშინ დანარჩენ ოთხ წელიწადში ზრდის საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს 32-33 პროცენტი, რომ დანაპირები შესრულდეს-მეთქი. მან მიპასუხა, რომ, თურმე, ისინი მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაში გულისხმობდნენ ფასების ზრდასაც. 

– ესე იგი, თუ 2008 წელს ერთ ლიტრ ბენზინს ლარად და 60 თეთრად ვყიდულობდი და წელს ორ ლარსა და 30 თეთრს ვიხდი, ეს არის ეკონომიკის ზრდა?

– ეს თავის მოტყუებაა, რადგან გამოდის, რომ, რაც უფრო მაღალია ინფლაცია, მით უფრო მაღალია ეკონომიკის ზრდა, მაშინ, როდესაც ინფლაციის დროს ეკონომიკა არათუ არ იზრდება, შეიძლება, მცირდებოდეს კიდევაც. 

მსგავსი რამ წერია „საქართველოს სტრატეგიული განვითარების ათპუნქტიან გეგმაშიც“ და ისევ ხუთწლიან პერიოდზეა საუბარი: 2011-2015 წლები. არის დანაპირები, რომ მთლიანი შიდაპროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე ხუთი წლის განმავლობაში უნდა გაიზარდოს 60-90 პროცენტით.

– ესე იგი, ოპტიმისტური გათვლით, თითქმის ორჯერ?

– თუ 90 პროცენტს ავიღებთ, თითქმის გაორმაგება გამოდის. ადრე უფრო მარტივად იყო საქმე: ლაპარაკობდნენ მთლიანი შიდაპროდუქტის ზრდაზე, ახლა, მოსახლეობის ერთ სულზეო, რაც უკვე წილადია, რომლის მნიშვნელიც მოსახლეობის რაოდენობაა. იმისთვის, რომ 5 წლის განმავლობაში 60 პროცენტით გაიზარდოს მთლიანი შიდაპროდუქტი, ეკონომიკის საშუალო ყოველწლიური ზრდა უნდა იყოს 10 პროცენტი, ხოლო 90 პროცენტით გასაზრდელად ეკონომიკის ყოველწლიური ზრდა უნდა იყოს 14 პროცენტი.

– 2011 და 2012 წლების ბიუჯეტებში რამდენია ეკონომიკის ზრდის მაჩვენებლები?

– ქვეყანას არ გააჩნია 14-პროცენტიანი ზრდის პოტენციალი. რაც შეეხება ბიუჯეტს: საინტერესოა, რომ, ხელისუფლების ოპტიმისტური პროგნოზით, ეს წელი დამთავრდება ეკონომიკის 7-პროცენტიანი ზრდით. ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ მოსახლეობის რაოდენობა უცვლელი დარჩება, 10-პუნქტიან გეგმაში დასახული პარამეტრის მისაღწევად 10 და 14-პროცენტიანი ზრდა არასაკმარისია. მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება ორი გზით: პირველი გზაა, თუ გულისხმობენ ინფლაციურ ფაქტორს და მეორე გზაა მოსახლეობის შემცირება. არ მგონია, ჩვენი მთავრობა ხალხის ქვეყნიდან გაყრას ან დახოცვას აპირებდეს. ამდენად, თავმოყვარე პროფესიონალი ამ გეგმაში ამას არ ჩაწერდა. 

– რაკი მთლიანი შიდაპროდუქტი პირდაპირ უკავშირდება საგარეო ვალს, როგორ მოახერხეს ევროკავშირელმა ბერძნებმა და იტალიელებმა თავიანთი ქვეყნების გაკოტრება საგარეო ვალებით და როგორ აღმოჩნდა, რომ ჩვენმა ეკონომიკამ უფრო იყოჩაღა?

– ცნობილი ამბავია, რაც საბერძნეთში მოხდა. ის პოლიტიკური ელიტა, რომელიც გლობალურ კრიზისამდე მართავდა, მაქსიმალურად მალავდა საგარეო ვალის ოდენობას და მის მიმართებას მთლიან შიდაპროდუქტთან. საერთოდ, ეკონომისტები თვლიან ასეთ პარამეტრს: საგარეო ვალი არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდაპროდუქტის 60 პროცენტს, რადგან ეს არის საშიში ზღვარი. საბერძნეთის მთავრობა ამას მალავდა, მაგრამ ახალმა მთავრობამ ეს ინფორმაცია საჯარო გახადა და აღმოჩნდა, რომ საბერძნეთის საგარეო ვალი მთლიან შიდაპროდუქტთან მიმართებით არის 180 პროცენტი. ანუ საშიშ ზღვარზე სამჯერ მეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბერძნები ცხოვრობდნენ დანარჩენი ევროკავშირის ხარჯზე, ისევე, როგორც იტალიელები. მათი საგარეო ვალი მთლიანი შიდაპროდუქტის 110 პროცენტს შეადგენს. მინდა გითხრათ, რომ არც ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს კარგად საქმე: მისი საგარეო ვალი მთლიან შიდაპროდუქტთან მიმართებაში 120 პროცენტია. მაგრამ ამერიკული დოლარი ემსახურება არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ მსოფლიოს ეკონომიკას, ის მაინც გლობალური მსოფლიო ვალუტაა და ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის არ არის იმდენად პრობლემური, რომ საგარეო ვალი საშიშ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. 

–  იმ მიზეზით, რომ საგარეო ვალის გადახდისუნარიანობა პირდაპირ უკავშირდება მთლიან შიდაპროდუქტს, როგორ შეაფასებდით განცხადებას, რომ ჩვენ თამამად უნდა ავიღოთ საგარეო ვალი?

– ჩვენი საგარეო ვალი მთლიანი შიდაპროდუქტის 40 პროცენტზე მეტია. შესაბამისად, 60 პროცენტამდე გვაქვს ლუფტი. თუმცა ეს მაინც ცუდი განცხადებაა, იმიტომ რომ ვალების აღება არ უნდა იყოს თვითმიზანი. მაგრამ, მოდი, ვნახოთ, როგორ უყურებს ამას მთავრობა და ამისთვის ისევ 10-პუნქტიანი გეგმა მოვიშველიოთ: არც მთავრობა ხუჭავს თვალს იმაზე, რომ შეიძლება მსოფლიო კრიზისი გაგრძელდეს და ამიტომაც გვთავაზობს „ფინანსურ ბალიშს“. „ფინანსური ბალიში“ არის ფული ეგრეთ წოდებული „შავი დღისთვის”. იცით, რომ ადამიანებიც ცდილობენ, შეაგროვონ თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის და სახელმწიფოც უნდა ცდილობდეს რაღაც თანხის გადადებას და სწორედ ამას უწოდებენ ეკონომისტები „ფინანსურ ბალიშს“.

სწორედ ამის შესახებ წერია 10-პუნქტიან გეგმაში, რომ, თურმე, მთავრობის ამოცანაა, საგარეო ვალის მოცულობა ჩამოიყვანოს მთლიანი შიდაპროდუქტის 20-დან 30 პროცენტამდე, რასაც მივესალმები და ამით იქმნება „ფინანსური ბალიშიო”. რადგან, თუ კრიზისი გაღრმავდა, შეგვიძლია, ახალი ვალი ავიღოთ და 60 პროცენტამდე უკვე გაზრდილი ლუფტი შევავსოთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა არ დაზარალდესო. საერთოდ, ისეთ ქვეყნებში, რომლებსაც აქვთ ნავთობი და გაზი, „ფინანსურ ბალიშად“ იყენებენ ნავთობისა და გაზის გაყიდვით შემოსულ თანხას. ჩვენი ტიპის ქვეყანაში კი შეიძლება, გამოვიყენოთ პრივატიზაციიდან ამოღებული თანხა, მაგრამ იმის თქმა, საგარეო ვალი ავწიოთ, რომ კრიზისის დროს ფული ვისესხოთო, არის არა „ფინანსური ბალიში“, არამედ ღიმილისმომგვრელი განცხადება. თან ძალიან საშიშიც, რადგან, მსოფლიო კრიზისი ნიშნავს თავისუფალი ფულის დეფიციტს, რის გამოც საბანკო სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მაღალი იქნება, ანუ სესხი გაძვირდება. შეიძლება ასეთ დროს სესხის აღება?! ამდენად, ეს არის არა „ფინანსური ბალიში“, არამედ ფინანსურ ყულფში თავის გაყოფა. 

– ევროზონა ჩამოიშალა თუ არ ჩამოიშალა, ფაქტია, რომ იქ ცხოვრების დონე ჩვენსაზე გაცილებით უკეთესია, თავისი სოციალური დაცვის მექანიზმებიანად, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის, თუნდაც, 6-პროცენტიანი ზრდის ტემპით, საგარეო ვალი 40 პროცენტის მიდამოებშია. ეს როგორ ხდება?

– ამ შემთხვევაშიც გამოვიყენოთ ჩვენი, ოღონდ ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომელიც მან რამდენიმე კვირის წინათ გააკეთა: 2008 წელს ჩვენთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდიდან ჯერ ნახევარიც არ არის დახარჯულიო.

– უფრო ადრე ითქვა, რომ ის დახმარება, ძირითადად, უკვე დახარჯულია და მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობაღაა ასათვისებელიო?

–  შევთანხმდეთ იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა არ ჩამოიშალა და არ ჩამოიშალა იმიტომ, რომ ჩვენ დაგვეხმარნენ იმ 4,5 მილიარდი დოლარით. რაღაც თანხა მართლაც დარჩა ასათვისებელი, თუმცა, რამდენია, არ ვიცი და იძულებული ვარ, ფინანსთა მინისტრს ვენდო სიტყვაზე. სწორედ ის 4,5 მილიარდია ჩვენი ეკონომიკის გადარჩენის მექანიზმი. ამ მოვლენას მე დავარქვი „ომის პარადოქსი“. ომი, თავისთავად, ტრაგედიაა, მაგრამ ჩვენ ომმა მოგვიტანა პოზიტიური შედეგიც: რომ არა ომი, გლობალური კრიზისის დროს საქართველოს ოთხ-ნახევარი მილიარდი დოლარით არავინ დაეხმარებოდა. მეტსაც გავიხსენებ: როდესაც 2008 წლის ოქტომბერში საქართველოს მთავრობა ბრიუსელში მიდიოდა კონფერენციაზე, რომელზეც უნდა განხილულიყო საქართველოსთვის დახმარების გაწევის საკითხი, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობას განაცხადი შეტანილი ჰქონდა 3,5 მილიარდზე, მაგრამ მოგვცეს 4,5 მილიარდი. იმაზე მეტი, ვიდრე ჩვენ ვითხოვდით. თანაც ამ 4,5 მილიარდში არ შევიდა მილიარდზე მეტი დოლარი, რომელიც დამატებით მოგვცა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აი, ამით იხსნება, თუ რატომ გადავრჩით და როგორ მოვედი დღემდე.

 

 

скачать dle 11.3