კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქველმოქმედება – ქართულად

ანუ, შენ რომ გიყვარდა…

 

ჯერჯერობით, საქართველოსა და ვაჭრობის  მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO-ში) რფ-ის გაწევრიანება უნუგეშო ქვრივის ანეკდოტს ჰგავს (ანეკდოტი შემდეგნაირია: ქვრივი, რომელსაც საყვარელი ჰყავს, ახედავს ქმრის გადიდებულ სურათს და შესტირებს: შენ რომ გიყვარდა ეგეთები, თორემ, მე ამის გული მაქვსო?!). იმას, რომ ჩვენს ხელისუფლებას ეს თანხმობა ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა ძალით ამოჰგლიჯეს, ის მადლობებიც მოწმობს, რომლებსაც მრავლად ვიღებთ (რასმუსენით დაწყებული და ეშტონით დამთავრებული). მეორე მხრივ, მართლაც, ამოსაგლეჯი იყო, რადგან, მოგეხსენებათ, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ქვეყნები და რფ ამ ჩვენს საქართველოს სრულიად სხვადასხვა საზღვრებში აღიარებენ. მართალია, გულს ვიმშვიდებთ, რომ გაეროს მიერ აღიარებული საზღვრების რუსეთ-საქართველოს სადავო მონაკვეთებს (მონაკვეთებს ვამბობ, თორემ, ერთი აფხაზეთია, მეორე  – შიდა ქართლი) საერთაშორისო მონიტორები გააკონტროლებენ, მაგრამ, იმ მარტივი მიზეზით, რომ საკუთრივ დოკუმენტი არ გვინახავს და მხოლოდ მაღალჩინოსანთა გადმოცემით ვიცით, რთული სათქმელია, რამდენად შეესაბამება ყურმოკრული რეალობას.

ასეა თუ ისე, სახელდობრ, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ბ-ნი ბოკერია დარწმუნებულია, რომ  „რუსეთის WTO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებიდან საქართველომ მიიღო დიდი რამ, რაც ეროვნულ ინტერესებს წარმოადგენს, კერძოდ, საზღვრებზე საერთაშორისო მონიტორების ჩაყენება. რუსეთის მსო-ში შესვლა მსოფლიო ეკონომიკას წაადგება, მაგრამ, უშუალოდ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს, ვფიქრობ, – არა.“

ამის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრიც ურჩევს ქართველ მეწარმეებს, რუსულ ბაზარს მაინცდამაინც ნუ მიეძალებითო. მომყავს ციტატა: „რუსული ბაზარი რომც გაიხსნას, ქართველებს ვეტყვი, რომ რუსულ ბაზარზე არ შევარდნენ (უნდა ეთქვა, შეცვივდნენო)“. თუმცა, ბ-ნი ბოკერიასგან განსხვავებით, ბ-ნი გილაური არ მალავს, რომ „რუსეთის ბაზრის გახსნა კარგი იქნება“, ოღონდ, დასძენს, რომ „საქართველო ამ ბაზარზე დამოკიდებული უკვე არ არის“. ამის დასტურად კი სტატისტიკას იშველიებს: „2006 წელს, ემბარგომდე, რუსეთში 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინის ექსპორტი განხორციელდა, მაგრამ, გასულ წელს, რუსეთის გარეშეც აღნიშნულმა მაჩვენებელმა 70 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია“.

ბუნებრივია, პრემიერ-მინისტრს ეს საკითხები უკეთ მოეხსენება, თუმცა, რაკი იმ დროს, როგორც თავად უბნობდა, ქართულ ჩამ––ღნერებულ ენერგეტიკას წამლობდა, შესაძლოა, მხედველობიდან გამორჩა, რომ ემბარგომდე ექსპორტში ღვინო და მინწყლები პირველ სამეულში იყო.

მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი ბ-ნი ბოკერია ბრძანებს, რომ „რუსეთის WTO-ში გაწევრიანება  მსოფლიო ეკონომიკას წაადგება, მაგრამ საქართველო ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს“, ვფიქრობ, სავსებით თამამად და სუფთა სინდისით შეგვიძლია, დავეწაფოთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ შემოთავაზებულ ურთიერთობას და გულში ვიწუწუნოთ: შენ რომ გიყვარდა ეგეთები, თორემ, ახლა მე ამის გული მაქვსო?! 

 

скачать dle 11.3