კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

365 არჩევნები

ანუ მოახლოებული არჩევნების ხიბლი

 

მე ვერ გეტყვით, რა მიზეზით (მე კი ვამბობ, ვერ გეტყვით-მეთქი, მაგრამ ოპონენტები მიზეზად უახლოეს არჩევნებს ასახელებენ), თუმცა, ფაქტია, რომ ამ ბოლო დროს ამ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ერთობ გულმოწყალე გახდა: აქეთ – „ატსტუპნიკებს“ უმსუბუქებენ ყოფას, იქით – 45-დან 60-წლამდე ასაკისანებს ამზადებენ დასასაქმებლად, შუაში კი, კერძოდ, გასულ კვირას, პარლამენტმა   საპენსიო ამნისტიასთან დაკავშირებული კანონი დაამტკიცა. ეს ამნისტია იმას ნიშნავს, რომ 2011 წლის პირველ ნოემბრამდე შეცდომით დარიცხული თანხის უკან დაბრუნება შეცდომის მსხვერპლთ აღარ მოუწევთ.

რაც შეეხება „ატსტუპნიკებს“: მათ აღარ ემუქრებათ საცხოვრებელი ფართების 2012 წლის პირველი იანვრისთვის დატოვების საფრთხე. პარლამენტში შესაბამისი ცვლილებების პროექტი ინიცირებულია. მეტიც, უკვე მიღებულია კანონი, რის მიხედვითაც, ეს ჩვენი „ატსტუპნიკები“ სასამართლოში საქმის გარკვევისას სასამართლო ბაჟისგანაც თავისუფლდებიან და მათ, ზედაც, თბილისის მერიამ უფასო იურიდიული დახმარებაც შესთავაზა (სამგზის დიდება არჩევნებს!).

მანამდე კი, სულ ახლახან ინიცირებული ცვლილებები „ატსტუპნიკს“ შესაძლებლობას აძლევს, იცხოვროს სახლში, ვიდრე სასამართლო საბოლოოდ არ გარკვევს ფართის კანონიერი მფლობელის ვინაობას!

შესაძლოა, მერკანტილური მოსაზრებები არაფერ შუაშია, მაგრამ, აშკარაა, იქ, ზემოთ მყოფებს, მეტად აკეთილებს მოახლოებული არჩევნების ხიბლი (თანაც ისე აკეთილებს ასარჩევებს, ამომრჩეველს ანატრებინებს, 356 არჩევნებიც არ მაწყენდაო).  

 

скачать dle 11.3